ხშირად დასმული კითხვები
Paysera მუდმივად მუშაობს რთული პროცესის გასამარტივებლად და ძვირადღირებული მომსახურების გასაიაფებლად. ვიმედოვნებთ, აქ იხილავთ პასუხებს თქვენს კითხვებზე.
საგადახდო ბარათის შესახებ
ვის შეუძლია საგადახდო ბარათის შეკვეთა?
ამჟამად ევროპული Visa ბარათის შეკვეთა შეუძლია Paysera-ს ყველა მომხმარებელს, რომელსაც სრულად აქვს გავლილი იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესი, არის სულ მცირე 18 წლის და წარმოადგენს EU/EEA-ის რეზიდენტს ან ფლობს ბინადრობის ნებართვას,. ერთ პირზე 5 ბარათის გაცემაა შესაძლებელი.დამატებითი ბარათის მფლობელი უნდა იყოს სულ მცირე 14 წლის. დამატებითი ბარათის მფლობელი განკარგავს თანხებს Visa ძირითადი საგადახდო ბარათიდან და მასზე მოქმედებს ანალოგიური შეზღუდვები.
ბიზნეს ბარათის შეკვეთის შემთხვევაში უნდა მიეთითოს იმ ფიზიკური პირის (კომპანიის წარმომადგენლის) "მომხმარებლის სახელი" (ელ.ფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი), ვის სახელზეც დამზადდება ბართი.
ბარათი გაიცემა და მიეწოდება მხოლოდ EEA-ის (ევროპის ეკონომიკური არეალი) ქვეყნებში.
იხილეთ ვიდეო, "როგორ შევუკვეთო Visa ბარათი?"
უკვე შევუკვეთე ბარათი. როგორ და როდის მომაწვდიან მას?
ბარათის მიწოდება შესაძლებელია რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული მიერ მოწოდებულ მისამართზე, კურიერის დახმარებით. თუ მისამართის მითითებისას, სისტემა მას ავტომატურად ვერ ამოიცნობს, გადაამოწმეთ შეყვანილი მისამართი და დაადასტურეთ. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მიუთითებთ არასწორ მისამართს - მოგიწევთ ბარათის ხელახლა შეკვეთა. შეკვეთილი ბარათის შემთხვევაში, თქვენს ანგარიშზე გამოჩნდება ბარათის მიწოდების დაახლოებითი დრო. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბარათის მოწოდებას შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს ვიდრე სისტემაშია მითითებული, საკურიერო მომსახურების შესაძლო შეფერხების გამო. მას შემდეგ რაც მიიღებთ ბარათს, საჭიროა მისი გააქტიურება, დამზადებიდან 3 თვის განმავლობაში.იხილეთ ვიდეო, "როგორ გავააქტიურო Visa ბარათი?"
მსურს დროებით დავბლოკო ან გავაუქმო ჩემი ბარათი
თუ ბარათი დაკარგეთ და გსურთ მისი დროებითი დაბლოკვა, გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს ანგარიშზე, შედით ანგარიშებსა და ბარათებში> საგადახდო ბარათები > აირჩიეთ ბარათი> დროებითი დაბლოკვა/ გაუქმება > დროებითი დაბლოკვა. . მოგვიანებით თავად შეძლებთ თქვენი ბარათის განბლოკვას.თუ გადაწყვეტთ დროებით თქვენი ბარათის გაუქმება, შედით საგადახდო >ბარათებში > აირჩიეთ ბარათის > დროებითი დაბლოკვა/ გაუქმება > ბარათის გაუქმება. ბარათის გაუქმება უფასოა და სრულდება მომენტალურად.
იხილეთ ვიდეო "როგორ დავბლოკო Visa ბარათი?"
რა უნდა გავაკეთო, თუ დამავიწყდა ჩემი ბარათის PIN კოდი?
სამწუხაროდ თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი Visa ბარათის PIN-ის შეცვლა. თუ დაგავიწყდათ PIN, შედით ანგარიშებსა და ბარათებში > საგადახდო ბარათები> აირჩიეთ ბარათი> PIN-ის მიღება.იხილეთ ვიდეო "როგორ გამოვიყენო Visa ბარათის PIN Reminder?"
რომელ ვალუტაში შემიძლია შევუკვეთო ბარათი, გადავიხადო ან გავანაღდო თანხა?
ამჟამად ევროპული Visa ბარათის ძირითადი ვალუტა არის ევრო, ასე რომ ყველა ოპერაცია სრულდება ევროში, ასევე თანხები ჩამოგეჭრებათ ევროში. თუ ანგარიშზე არსებული თანხა ევროსგან განსხვავებულ ვალუტაშია, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ტრანზაქციის შესრულებისას თანხები ავტომატურად კონვერტირდება ძირითად ვალუტაში - ევროში. როდესაც ანაღდებთ თანხას ევროში, აირჩიეთ " დამუშავება კონვერტაციის გარეშე", რათა თავი აარიდოთ დამატებით საკომისიოებს ვალუტის კონვერტაციისთვის. ევროპული Visa ბარათით შეგიძლიათ გადაიხადოთ და გაანაღდოთ თანხა სხვა ვალუტებშიც, გაითვალისწინეთ, რომ ვალუტის კონვერტაციისთვის დაგეკისრებათ დამატებითი საკომისიოები.ევროპული Visa ბარათების ყველა საკომისიო გადასახადი შეგიძლიათ იხილოთ აქ
შემიძლია გადავიხადო ბარათით სხვა სისტემებში, როგორიცაა PayPal ან დავაკავშირო მათთან?
შეგიძლიათ დაუკავშიროთ თქვენი ბარათი PayPal-ს ან სხვა სისტემებს, რომლებისთვისაც VISA ბარათის გამოყენება დაშვებულია.იხილეთ ვიდეო, "როგორ დავუკავშირო Paysera ბარათი PayPal-ს?"
ანგარიშები და გადახდები
როგორ გავხსნა ანგარიში ფიზიკური პირისთვის?
შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ Paysera სისტემაში უფასო Paysera მობილური აპლიკაციის გამოყენებით, რომლის მარტივად ჩამოტვირთვაც შეგიძლიათ Google Play-დან ან App Store-დან. გახსენით აპლიკაცია და დააჭირეთ "ანგარიშის შექმნას", შეიყვანეთ თქვენი მობილურის ნომერი და შექმენით პაროლი, გაეცანით საგადახდო მომსახურების გენერალურ ხელშეკრულებისა და სხვა ხელშეკრულებების პირობებს. დააჭირეთ "ანგარიშის შექმნას" კიდევ ერთხელ. თქვენ მიიღებთ ერთჯერადი უსაფრთხოების კოდს ტელეფონის მითითებულ ნომერზე, რომლის შეყვანაც მოგიწევთ გახსნილ ფანჯარაში. შეასრულეთ განსაზღვრული სხვა მოქმედებებიც.იხილეთ ვიდეო "როგორ გავხსნა Paysera ევროპული ანგარიში?"
როგორ გავხსნა ანგარიში იურიდიული პირისთვის?
იმისათვის რომ გახსნათ კორპორატიული (ბიზნეს) ანგარიში, თქვენ უნდა გახსნათ Paysera-ს პერსონალური ანგარიში, როგორც კომპანიის დირექტორმა და გაიარეთ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცედურა. ინსტრუქცია იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გასავლელად იხილეთ აქ.როგორ გავხსნათ ბიზნეს ევროპული ანგარიში?
1. გაიარეთ ავტორიზაცია პერსონალურ ანგარიშზე, დააჭირეთ თქვენს სახელსა და მომხმარებლის ID-ს, ჩამოშალეთ მენიუ, დააჭირეთ " ბიზნეს ანგარიშის გახსნას".
2. აირჩიეთ ქვეყანა, სადაც კომპანიაა რეგისტრირებული, შეიყვანეთ კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი და დააჭირეთ "შემოწმებას". ანგარიში გაიხსნება თქვენი კომპანიისთვის.
თუ კომპანიის რეგისტრაციის ქვეყანა არ არის ჩამონათვალში, აირჩიეთ "სხვა ქვეყანა" და წარმოადგინეთ მოთხოვნილი დოკუმენტები. დოკუმენტები შემოწმდება და ანგარიში კომპანიისთვის გაიხსნება 1-3 სამუშაო დღეში.
იხილეთ ვიდეო, " როგორ გავხსნა Paysera ბიზნეს ანგარიში?"
როგორ ჩავრიცხო თანხა ანგარიშზე?
გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს ინტერნეტ ბანკში ან Paysera Super App-ში. ინტერნეტ ბანკიდან აირჩიეთ ანგარიშები და ბარათები > ანგარიშის შევსება. გთხოვთ, აირჩიოთ შესაბამისი მონაცემები:- ანგარიში, რომელზეც გსურთ თანხის მიღება;
- ქვეყანა, საიდანაც სრულდება თანხის გადმორიცხვა;
- ვალუტა
ანგარიშის შევსებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ
როგორ შემიძლია გადავრიცხო თანხა ბანკებსა დ სხვა საგადახდო სისტემებში?
Paysera ანგარიშიდან ბანკში გადასარიცხად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია Paysera-ს სისტემაში. მენიუს მარცხნივ აირჩიეთ გადარიცხვები > საბანკო გადარიცხვა.გადარიცხვის შესასრულებლად, შეიყვანეთ მოთხოვნილი მონაცემები. გირჩევთ თავდაპირველად შეიყვანოთ მიმღების ანგარიშის ნომერი, რადგან გადარიცხვის ფორმა დინამიურია. მონაცემების შეყვანის შემდგომ, დააჭირეთ "გაგრძელებას ". გადარიცხვის დავალება ფორმირდება თქვენთვის, გადაამოწმეთ მონაცემები და დააჭირეთ “დადასტურებას".
იხილეთ მეტი ინფორმაცია გადარიცხვების შესახებ
როგორ გავუზიარო სასურველ პირს ჩემი ანგარიში?
ანგარიშების მარტივად სამართავად და ტრანზაქციების შესასრულებლად შეგიძლიათ მიანიჭოთ წვდომები თქვენთვის სასურველ პირს/პირებს. აუცილებელია, რომ აღნიშნული პირები რეგისტირებულნი და იდენტიფიცირებულნი იყვნენ Paysera-ს სისტემაში. ანგარიშის გაზიარებისას გთხოვთ აირჩიოთ შესაბამისი უფლებები, რომელსაც მიანიჭებთ სასურველ პირს: ტრანზაქციების სრულად შესრულება შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში; ტრანზაქციების შექმნა შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში; ტრანზაქციების დამოწმება/დადასტურება ერთი პირის მიერ; ტრანზაქციების დამოწმება/დადასტურება რამოდენიმე პირის მიერ, რაც ნიშნავს რომ აღნიშნული პირები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ შეასრულებენ ტრანზაქციას. შეგიძლიათ დააწესოთ ტრანზაქციის კონკრეტული ლიმიტები დამატებითი მომხმარებლისთვის კონკეტულ ანგარიშზე: ყოველდღიური; ყოველთვიური; ყოველწლიური.ანგარიშის გაზიარებისათვის გთხოვთ, შეხვიდეთ ინეტერნეტ ბანკში, აირჩიეთ პარამეტრები > ლიმიტები, უფლებები, წვდომები > უფლებები და გადარიცხვის ლიმიტები, დააჭირეთ ღილაკს, "შექმენით ახალი დაშვებები". მობილური აპლიკაციის მეშვეობით უფლებების დასაშვებად გაიარეთ ავტორიზაცია აპლიკაციაში > გადადით პარამეტრებში > ანგარიშები > აირჩიეთ სასურველი ანგარიში > ნებართვები > დააჭირეთ ღილაკს "ნებართვის შექმნა" > აირჩიეთ მომხმარებელი და მიანიჭეთ შესაბამისი უფლებები. მინიჭებული უფლებები და ლიმიტები გააქტიურდება 12 საათის შემდეგ.
იხილეთ დამატებითი ინფორმაცია
სად შემიძლია გადახდა მობილური აპლიკაციის მეშვეობით?
სულ მალე მობილური აპლიკაციით საქართველოშიც შეძლებთ მომსახურებისა და საქონლის შეძენს მრავალ ობიექტში. გადახდა სრულდება QR კოდის მეშვეობით.იხილეთ რუკა იმ ადგილებისთვის, სადაც შესაძლებელია გადახდა
როგორ შემიძლია დავაყენო Paysera Checkout ჩემს ელექტრონულ მაღაზიაში?
თქვენ შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად დაუკავშიროთ თქვენი ელექტრონული მაღაზია Paysera საგადახდო ჰანთან. Paysera-მ შექმნა დანამატები 18-ზე მეტი პოპულარული კონტენტის მართვის სისტემისთვის, როგორიცაა Wordpress, Joomla, Impresspages და ა.შ.გაეცანით დამატებით ინფორმაციას ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით
ვერ იპოვეთ პასუხი თქვენს კითხვაზე?
მეტი ინფორმაცია Paysera-ს მომსახურებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.უმაღლესი დონის უსაფრთხოება
უსაფრთხოება Paysera-ს უპირველესი პრიორიტეტია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გამოვიყენოთ პროგრამული უზრუნველყოფა, ტექნოლოგიები და მონიტორინგის სისტემები, რომლებიც აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს, რითაც უზრუნველვყოფთ თქვენი ფინანსების, მონაცემებისა და გადარიცხვების დაცვას - 24/7-ზე.