Kęstutis Daukševičius, Įrankiai.lt, UAB-ის დირექტორი
Marius Butauskas, Varlė-ს აღმასრულებელი დირექტორი.
Ignas Silevičius, t Nookfamily-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერი.
Mindaugas Domarkas, „Diavolesa.lt“ and Batuskveras-ის აღმასრულებელი დირექტორი
Darijus Gudaitis, t UAB Autoverus-ის აღმასრულებელი დირექტორი
Diana Zasimauskienė, Grantus Projects, UAB-ის აღმასრულებელი დირექტორი
Paulius Šuksteris, Table-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერი
ჩვენ ვუკვეთავთ კომპიუტერებსა და წვდომის მაკონტროლებელ აღჭურვილობებს მრავალი ქვეყნიდან. ვინაიდან საერთაშორისო გადარიცხვები ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთმომსახურების მირების სისწრაფეს, უსაფრთხოებასა და ტარიფს. Paysera-ს საშუალებით ყოველთვის შეგვიძლია ვალუტის კონვერტაცია საუკეთესო ხელმისაწვდომი კურსით. ჩვენ ვენდობით ამ გადახდის სისტემას, რადგან Paysera LT, UAB არის ელექტრონული ფულის ინსტიტუტი, რომელიც ლიცენზირებულია ლიეტუვას ბანკის მიერ, რომლის მიხედვითაც Paysera გთავაზობთ ყველაზე დაბალ ფასებს ლიეტუვაში საერთაშორისო გადარიცხვებისთვის.
Lukas Radvilavičius, nSoft, UAB-ის დირექტორი
მას შემდეგ რაც დავიწყეთ Paysera-ს საერთაშორისო გადარიცხვების მომსახურებით სარგებლობა, ყოველთვიურად ვზოგავთ 700 ევროს გადარიცხვებსა და თანხის მართვაზე. როგორც კომპანიის ხელმძღვანელს, ჩემს Paysera-ს აპლიკაციაში მაქვს შესაძლებლობა ნებისმიერ დროს შევამოწმო ნებისმიერი ჩვენი ოფისის ფულადი ნაკადი ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში. ამ გზით მივაღწიეთ უფრო მაღალ გამჭვირვალობას, რაც უკეთესი გადაწყვეტილებების საშუალებას გვაძლევს. გმადლობთ თქვენი პროფესიონალური მომსახურებისთვის, თქვენს გვერდით ყოველთვის ვგრძნობთ თავს მნიშვნელოვნად!
Mindaugas Kazlauskas, Synergium, UAB-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ Paysera-სთან. გადახდის სისტემა და მისი მოსახერხებელი ფუნქციები აღგვაფრთოვანებს როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს მომხმარებლებს, რომლებსაც შეუძლიათ გადაიხადონ ლიეტუვას აეროპორტების მიერ მოწოდებული სხვადასხვა მომსახურებისთვის სწრაფად და მარტივად.
Justinas Stepšys, VĮ Vilniaus oro uostas-ის კომერციული დეველოპერის არასაავიაციო მომსახურების უფროსი
Paysera სისტემა ჩაუნაცვლებელია უცხოელ მომხმარებლებთან მუშაობისას- თანხის გადარიცხვის სისწრაფე და ტარიფები სრულად ამართლებს ჩვენს მოლოდინებს. ვურჩევ ყველას ისარგებლოს ამ სისტემით არა მხოლოდ ლიეტუვაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც
Tomas Šileikis, MB Admix-ის დირექტორი
Paysera დაგვეხმარა შეგვებიჯებინა თანამედროვე სამყაროში. ფულის მოსახერხებელი და ავტომატური მართვისა და რეგისტრაციის წყალობით, შეგვიძლია ვფოკუსირდეთ პირდაპირი აქტივობის გაუმჯობესებაზე. არსებული ცვლილებები მომხმარებლებმაც იგრძნეს, ჩვენ აღარ ვიღებთ საჩივრებს რეგისტრაციის დადასტურებასთან დაკავშირებით, რადგან ყველაფერი მომენტალურად სრულდება.
Vytenis Benetis, Vilnius Challenge association-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ჩვენ ვმუშაობთ B2B სექტორში და ვასრულებდით ფინანსურ ოპერაციებს ბანკების მეშვეობით. Paysera-ს მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებების გამოყენების დაწყების შემდეგ, შევამჩნიეთ გარკვეული პროგრესი, ისეთივე, როგორიც ვიგრძენით ბანკებში ფიზიკური ოპერაციებიდან ელექტრონულ ბანკზე გადასვლის შემდეგ. შესანიშნავია ასეთი მომსახურებით სარგებლობა. ვიმედოვნებ, ისინი გახდებიან დომინანტები ბაზარს და ყველანი შევძლებთ მეტი დრო დავუთმოთ ჩვენს პირდაპირ საქმიანობას..
Rolandas Valaitis, Emovents, UAB-ის აღმასრულებელი დირექტორი
როდესაც ვირჩევდით Paysera-ს შემოთავაზებულ მომსახურებებს, უკვე ვიცოდით თუ რა უპირატესობებისა და კომფორტული მომსახურების მოლოდინი უნდა გვქონოდა. ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ სისტემას ლიეტუვას უმსხვილესი ახალგაზრდული საკალათბურთო ტურნირის „Sprite“-ის ტალანტების ბრძოლის მონაწილეთა და კალათბურთის უნარების განვითარების საერთაშორისო ბანაკების მონაწილეთა დასარეგისტრირებლად. ლიეტუვას კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური მაღაზია ასევე იყენებს Paysera-ს გადახდების დამუშავების მომსახურებას. ჩვენ კიდევ უფრო დავრწმუნდით სისტემის მოხერხებულობასა და მოქნილობაში, როდესაც ვსარგებლობდით "Paysera Tickets" სისტემით, ბილეთების გასაყიდად 2015 წლამდე კაუნასში გამართული 16-წლამდელთა კალათბურთის ევროპის ჩემპიონატისთვის. იგი დაგვეხმარა თავიდან აგვეცილებინა სხვა ძირითადი ბილეთების სისტემების მიერ ბილეთზე ფასის გაზრდა და მაშინვე დაგვენახა ჩვენი შემოსავალი .
Rytis Sabas, ლიეტუვას კალათბურთის ფედერაციის საჯარო ურთიერთობებისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელი
უკვე მრავალი წელია ვთანამშრომლობთ Paysera-სთან და არცერთხელ შეგვპარვია ეჭვი მათი მომსახურების ხარისხში. გადარიცხვების მოსახერხებელი სისტემა გვაძლევს მცირე დროში თანხის ანგარიშზე მიღების, გაყიდვების მარტივად კონტროლისა და თანხის დაბრუნების შესაძლებლობას ყოველგვარი გართულებების გარეშე. რეკომენდაციას ვუწევთ Paysera-ს, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის, კვალიფიციურ და სანდო პარტნიორს მრავალ პროექტში.
Darius Mikulis, აღმასრულებელი დირექტორი PI Tarptautinis maratonas, Danske Bank Vilnius მარათონის ორგანიზატორი
2015 წლის დასაწყისში ლიეტუვას მარკეტინგის ასოციაციამ აამოქმედა საინფორმაციო სისტემა, LiMA-ს ღონისძიებებზე რეგისტრაციისთვის. Paysera-სთან ინტეგრაცია ძალიან მომგებიანი გამოდგა- მომხმარებლები, რომლებიც თავად იხდიან შესვლის საფასურს (არა კომპანიები), ჩვეულებრივ იყენებენ Paysera-ს. მათთვის სისტემა ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა, რადგან იგი გადახდების მოხერხებულად შესრულების შესაძლებლობას იძლევა, ღილაკზე თითის რამდენჯერმე დაჭერით. LiMA-ს ადმინისტრაციისთვის გაწეული დახმარება უზარმაზარია - შემომავალი თანხები ავტომატურად ირიცხებოდა, რაც ნაკლებ ხელით სამუშაოს ნიშნავს.
Paysera-ს წყალობით ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ უკეთესი მომსახურება ჩვენს მომხმარებლებს - გადახდები სრულდება დაუყოვნებლივ. მასთან ინტეგრაცია ლიეტუვას მარკეტინგის ასოციაციას დაეხმარა აემაღლებინა საკუთარი მომსახურების ხარისხი.
Gintautas Kučas, Lithuanian Marketing Association LIMA-ის აღმასრულებელი დირექტორი
Paypal -დან Paysera-ზე გადასვლა ჩვენი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. გისურვებთ წარმატებებს. რთული დროის დადგომისას მზად ვარ ვიყო მოხალისე თქვენს კომპანიაში. გმადლობთ!
Evgene Glebov, APM Agentuur LT-ის უფროსი
"MAMŲ MUGĖ" ბალტიისპირეთის ქვეყნებში ბავშვთა და ორსულთა ტანსაცმლის ყველაზე დიდი სეზონური ოთხდღიანი სავაჭრო და საქველმოქმედო გამოფენაა, რომელმაც თავისი საქმიანობა 2012 წელს დაიწყო და წელიწადში 2-3-ჯერ იმართება. 2013 წელს დავიწყეთ თანამშრომლობა Paysera-სთან, რომელიც გახდა ჩვენი გამოფენის განუყოფელი ნაწილი.
ბაზრობის თითოეულ მონაწილეს აქვს Paysera ანგარიში, რომელსაც იყენებს შესვლის საფასურის გადასახდელად და ბაზრობის შემდეგ გაყიდული საქონლის თანხის მისაღებად. პირველი სამი საათის განმავლობაში, ყველა მონაწილეს შეუძლია ბაზრობაზე შესვლა ბილეთებით, რომლებიც ასევე ეფექტურად და საიმედოდ არის გენერირებული Paysera-ს მიერ.
უდიდესი დახმარება, რომელიც "Mamų mugė" ბაზრობამ მიიღო Paysera-სგან არის გენერირებული ფაილი, რომელიც ყველა მონაწილესთან ერთდროულად თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას იძლევა. მადლიერნი ვართ Paysera-ს მოსახერხებელი საგადახდო დამუშავებისა და ანგარიშსწორებისთვის. ყველაფერი მუშაობს შეუფერხებლად, სწრაფად და საიმედოდ. Paysera-ს თითოეულმა მომსახურებამ შესძინა დიდი მნიშვნელობა "Mamų mugė"-ს გამოფენას.
Jurga Barbora Jauniškienė, Mamų mugė-ს დირექტორი
ჩვენ ვაფასებთ Paysera-ს, როგორც სანდო და სტაბილურ საგადახდო პარტნიორს. აღფრთოვანებული ვართ Paysera-ს ზუსტი და დროული მუშაობით, რაც გვაძლევს საშუალებას ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ გადახდები შესრულდება ხარისხიანად და საიმედოდ. სასიამოვნოა თქვენთან თანამშრომლობა.
Daria Bystrykh, Xsolla-ის იურიდიულ პირთა მენეჯერი
Vitalijus Dubietis, Evispa, UAB-ის დირექტორი
Dainius Liulys, Pigu-ის აღმასრულებელი დირექტორი. UAB
Filip Borcov, B1-ის დირექტორი.
Edgaras Pilius "JSC “Electronic Trade“-ის კომერციული დირექტორი bigbox.lt