ინფორმაცია განახლდა: 05.08.2023 წ.
მომსახურების გენერალური ხელშეკრულება ფიზიკური პირებისათვის
1. ზოგადი დებულებები
1.1 წინამდებარე ხელშეკრულება ფორმდება სს “პეისერა ბანკი საქართველოსა” (საიდენტიფიკაციო ნომერი 402204841, საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაცემული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის N465 განკარგულებით, მისამართი საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, აკაკი წერეთლის გამზირი N4/2, ელ.ფოსტის მისამართი info@paysera.ge,) (შემდგომში „Paysera”) და კლიენტს შორის.
1.2. ხელშეკრულების საგანი: წინამდებარე ხელშეკრულება განსაზღვრავს კლიენტსა და Paysera-ს შორის არსებული/დასამყარებელი ურთიერთობების ძირითად პირობებს, მათ შორის, სისტემაში კლიენტის რეგისტრაციის, ანგარიშის გახსნის და Paysera-ს სხვა მომსახურებით სარგებლობის წესებსა და პირობებს. Paysera-ს ვებ. გვერდზე განთავსებული მომსახურებების პირობების განმსაზღვრელი ხელშეკრულების დანართები, შეთანხმებები, წესები წარმოდგენენ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, თუ აღნიშნული დოკუმენტებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული და მათი მოქმედება კლიენტზე ვრცელდება მას შემდეგ, რაც ის დაიწყებს ამ მომსახურებით სარგებლობას. მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ურთიერთობა, წინამდებარე ხელშეკრულებასთან ერთად, ასევე რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, კლიენტთან დადებული ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით, გონივრულობის, კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპებით.
1.3. წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელსაც სისტემაში რეგისტრაციამდე, ანგარიშის გახსნისა და სხვა მომსახურებებით სარგებლობამდე, კლიენტი დაკვირვებით უნდა გაეცნოს. გთხოვთ, დათანხმებამდე, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს. აღნიშნული ხელშეკრულება მის დანართებთან ერთად, განსაზღვრავს სისტემის გამოყენების დროს მოსალოდნელ კონკრეტულ რისკებს და იძლევა მითითებებს სისტემის უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებით.
1.4. წინამდებარე ხელშეკრულების დანართები წარმოადგენენ შეთანხმებებს, რომლითაც კლიენტი და Paysera თანხმდებიან დანართებში მითითებული შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის პირობებზე. აღნიშნულ დანართებში მითითებული პირობები არის სპეციალური დებულებები, რომლებიც უპირატესია ამ ხელშეკრულების სხვა დებულებებთან მიმართებით. როდესაც კლიენტი იწყებს ისეთი მომსახურებით სარგებლობას, რომლითაც მანამდე არ უსარგებლია, მის მიმართ გამოიყენება ხელშეკრულების შესაბამისი დანართები. თუ ახალი მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა დამატებითი ვერიფიკაცია ან/და კლიენტის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ან/და Paysera-ს ან შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული მოთხოვნების/კრიტერიუმების დაკმაყოფილება, კლიენტი ახალი მომსახურებით სარგებლობას შეძლებს მხოლოდ Paysera-ს ყველა მითითების შესრულებისა და შესაბამისი მოთხოვნებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ.
1.5. სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი (მისამართი: 0114 ქ.თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1; ვებ.გვერდი - https://www.nbg.gov.ge).
1.6. გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ გვერდსა – www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406.
1.7. საზედამხედველო ორგანო არ არის პასუხისმგებელი Paysera-ს მიერ ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე.
1.8. კლიენტისათვის ცნობილია, რომ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2022 წლის პირველი იანვრიდან, ყველა დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 15 000 ლარის ფარგლებში. კომერციულ ბანკში ყველა დეპოზიტორის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: www.diagency.ge.
1.8. კლიენტისათვის ცნობილია, რომ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2022 წლის პირველი იანვრიდან, ყველა დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 15 000 ლარის ფარგლებში. კომერციულ ბანკში ყველა დეპოზიტორის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: www.diagency.ge.
1.9. ხელშეკრულებაში გამოყენებული ძირითადი ტერმინები:
პერსონალური მონაცემები- ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ პირს და რომლის ვინაობა იდენტიფიცირებულია ან იდენტიფიცირებადია პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით, ასევე პირის მახასიათებელი ერთი ან მეტი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნით.
სამუშაო დღე- Paysera-ს მომსახურების გაწევის დღე. Paysera-ს შეუძლია სხვადასხვა მომსახურებისთვის სხვადასხვაგვარად განსაზღვროს სამუშაო დღეები და მათი ხანგრძლივობა. აღნიშნული ინფორმაცია მითითებულია მომსახურებების ტარიფებთან ერთად.
Paysera-ს ქსელი- Paysera ჯგუფში შემავალი კომპანიები (მათ შორის სს “პეისერა ბანკი საქართველო”) და სხვა იურიდიული პირები, რომლებიც შესაძლოა დაქირავებული იყვნენ მომსახურების გაწევის მიზნით. სისტემაში კლიენტის პირველადი პროფილი იხსნება Paysera LTD -ს მიერ (რეგისტრაციის ქვეყანა გაერთიანებული სამეფო; საფირმო სახელწოდება Paysera Ltd; კომპანიის კოდი: 10001367; მისამართი: 38 Ridding Lane, Greenford, England, UB6 0JY; ელ.ფოსტა: dpo@paysera.com), ხოლო კლიენტის იდენტიფიკაცია და მისთვის ანგარიშის გახსნა ხორციელდება სს “პეისერა ბანკი საქართველოს” მიერ.
მიმღები -იურიდიული ან ფიზიკური პირი, სხვა ორგანიზაცია ან მათი ფილიალი, რომელიც მითითებულია საგადახდო დავალებაში, როგორც თანხის მიმღები.
ამონაწერი - Paysera-ს მიერ მომზადებული და მიწოდებული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ.
ტარიფები -Paysera-ს მიერ გაწეული მომსახურებისა და შესრულებული ოპერაციებისთვის Paysera-ს მიერ დადგენილი და მოქმედი ტარიფები.
კლიენტი - ფიზიკური პირი, რომელიც დარეგისტრირდა სისტემაში შექმნა პროფილი და სარგებლობს Paysera-ს მომსახურებით.
კლიენტის იდენტიფიკაცია -კლიენტის ვინაობის დადგენა სისტემაში განსაზღვრული პროცედურის მიხედვით.
საკომისიო - Paysera-ს მიერ გადახდის ოპერაციისთვის ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურებებისთვის დაწესებული მომსახურების საფასური.
გადარიცხვა - გადახდის ოპერაცია, რომლის დროსაც თანხები გადამხდელის ინიციატივით ირიცხება მიმღების ანგარიშზე.
საგადახდო დავალება - გადამხდელის ან მიმღების მიერ ინიცირებული ფულადი სახსრების გადარიცხვის, ჩარიცხვის, შეტანის ან გატანის ოპერაცია.
Paysera-ს მომსახურება - Paysera-ს მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით, მისი დანართებით, ასევე სხვა ხელშეკრულებებით/შეთანმებებით განსაზღვრული მომსახურება. მათ შორის, მომსახურება, რომელთა დროსაც იქმნება ანგარიშზე ნაღდი ფულის ჩარიცხვისა და გატანის, აგრეთვე ანგარიშის მართვასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის პირობები; გადახდის ოპერაციები, მათ შორის თანხის გადარიცხვა კლიენტის ანგარიშიდან Paysera ქსელში ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტში გახსნილ ანგარიშზე; გადახდის ოპერაციები, რომლის დროსაც კლიენტზე თანხა გაიცემა საკრედიტო ხაზის ქვეშ: საგადახდო ბარათით ან მსგავსი საგადახდო ინსტრუმენტით განხორციელებული გადახდის ოპერაცია ან/და საკრედიტო გადარიცხვები, ავტომატური გადარიცხვების (1) ჩათვლით; საგადახდო ინსტრუმენტების გაცემა ან/და მიღება; ფულადი გზავნილები; გადახდის ინიციირების მომსახურება; ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება.
საგადახდო ინსტრუმენტი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან სხვა ორგანიზაცია ან მისი ფილიალი, რომელსაც აქვს ანგარიში და ადასტურებს აღნიშნული ანგარიშიდან საგადახდო დავალების შესრულებას ან ანგარიშის არარსებობის შემთხვევაში, წარადგენს საგადახდო დავალებას.
Paysera ანგარიში (ანგარიში) - Paysera-ში არსებული კლიენტის მიმდინარე, საბართე ანგარიში. იხსნება მხოლოდ კლიენტის იდენტიფიკაციის შემდეგ.
Paysera აპლიკაცია - მობილური აპლიკაცია კლიენტის ანგარიშის მართვისთვის, ჩაწერილი და გამოყენებული მობილურ მოწყობილობაზე.
პროფილი - სისტემაში რეგისტრაციის შედეგი, რომლის დროსაც ინახება რეგისტრირებული პირის მონაცემები, იქმნება ავტორიზაციის სახელი და განისაზღვრება კლიენტის უფლებები სისტემაში.
დაშვებული ენა - ქართული ან ინგლისური. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში, Paysera-ს მიერ კლიენტისათვის ინფორმაციის მიწოდება, კლიენტთან კომუნიკაცია, ასევე კლიენტის მიერ პრეტენზიის/საჩივრის წარდგენა ხორციელდება იმ ენაზე, რომელზედაც გაფორმდება წინამდებარე ხელშეკრულება. მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურთან კომუნიკაცია ხორციელდება მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურისათვის Paysera-ს ვებ.გვერდზე კომუნიკაციისათვის განსაზღვრულ ენაზე.
დანართი - პირის ვინაობის დადასტურების პროცედურა, რომელიც ეფუძნება ორი ან ორზე მეტ შემდეგი კატეგორიის ელემენტის გამოყენებას: ცოდნა (მაგ. სტატიკური პაროლი, კოდი, პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი), ფლობა (მაგ. ტოკენი, სმარტ ბარათი, მობილური ტელეფონი) და უნიკალურობა (მაგ. ბიომეტრიული მახასიათებლები, როგორიცაა თითის ანაბეჭდი). აღნიშნული პროცედურა გამოიყენება, როდესაც კლიენტი ინტერნეტით ან დისტანციური წვდომის სხვა მეთოდით მოიპოვებს წვდომას თავის ანგარიშზე, აინიცირებს გადახდის ოპერაციას და დისტანციური არხის საშუალებით ახორციელებს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც თაღლითობის ან/და სხვა უკანონო ქმედების რისკის მატარებელია.
სისტემა - პროგრამული გადაწყვეტა, რომელიც განთავსებულია Paysera-ს ვებ.გვერდზე და Paysera აპლიკაციაში და გამოიყენება Paysera-ს მიერ მომსახურების გასაწევად.
ხელშეკრულება - შეთანხმება კლიენტსა და Paysera-ს შორის, რომელიც მოიცავს წინამდებარე ხელშეკრულებას, დანართებს, Paysera-ს ვებ.გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას/წესებს/რეკომენდაციებს, ან/და დოკუმენტს/ინფორმაციას რომელიც მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულებაში/მის დანართებში.
თანხმობა– გადამხდელის თანხმობა გადახდის ოპერაციის შესრულებაზე, რომელიც წარმოდგენილია ხელშეკრულების მე-8 მუხლით დადგენილი წესით.
პაროლი (პაროლები) - სისტემაში კლიენტის მიერ შექმნილი ნებისმიერი კოდი, სისტემაში შექმნილი კოდი, რომელიც გამოიყენება კლიენტის ძლიერი ავთენტიფიკაციისთვის, ან ერთჯერადი უსაფრთხოების კოდი, რომელიც მიეწოდება კლიენტს პროფილზე და/ან ანგარიშზე წვდომისთვის, ცალკეული მომსახურების ინიცირებისთვის, დადასტურებისთვის, ან/და Paysera-ს ცალკეული მომსახურების მართვის ან/და გადახდის ოპერაციის ინიცირების, ავტორიზაციის, განხორციელების, დადასტურების ან მიღებისათვის.
მხარე - Paysera ან კლიენტი.
უნიკალური იდენტიფიკატორი - ასოების, რიცხვების ან სიმბოლოების კომბინაცია, რომელსაც Paysera აწვდის კლიენტს და რომელიც გამოიყენება გადახდის ოპერაციაში მონაწილე კლიენტის ან/და კლიენტის ანგარიშის ცალსახად ამოსაცნობად/დასადგენად.
2. სისტემაში რეგისტრაცია და პროფილის შექმნა
2.1. Paysera-ს მომსახურებით სარგებლობის დასაწყებად, აუცილებელია კლიენტი დარეგისტრირდეს სისტემაში. Paysera-ს უფლება აქვს დასაბუთების გარეშე უარი თქვას კლიენტის რეგისტრაციაზე. ამასთან, Paysera გარწმუნებთ, რომ უარი ყოველთვის იქნება დაფუძნებული მნიშვნელოვან მიზეზზე, რომლის გამჟღავნების ვალდებულება ან უფლება Paysera-ს არ აქვს.
2.2. სისტემაში რეგისტრაციისას, კლიენტისთვის იქმნება პროფილი. პროფილი პირადია და მისი გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ მის მფლობელს, ანუ კლიენტს. მას შემდეგ, რაც კლიენტი დარეგისტრირდება სისტემაში, შეიქმნება პროფილი, იხსნება მიმდინარე ანგარიში.
2.3. კლიენტს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი პროფილი.
2.4. ხელშეკრულება ძალაში შედის მას შემდეგ, რაც კლიენტი დარეგისტრირდება სისტემაში, გაეცნობა წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს და სისტემაში დათანხმდება ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. ხელშეკრულება მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
2.5. კლიენტის სისტემაში რეგისტრაცია ადასტურებს, რომ კლიენტი ეთანხმება ხელშეკრულების პირობებს და იღებს ვალდებულებას შეასრულოს ისინი.
2.6. კლიენტი ადასტურებს, რომ სისტემაში რეგისტრაციისას, მან წარადგინა სწორი/უტყუარი მონაცემები და მათი შეცვლის ან დამატების აუცილებლობისას, კლიენტი წარადგენს მხოლოდ სწორ მონაცემებს. არასწორი მონაცემების წარდგენით გამოწვეული ნებისმიერ ზიანზე პასუხიმგებლობა ეკისრება კლიენტს.
2.7. იმისთვის, რომ Paysera-მ დაიწყოს ან გააგრძელოს მომსახურება, კლიენტმა, ხელშეკრულებით, სისტემის მიერ, ასევე მოქმედი პროცედურებით განსაზღვრულ შემთხვევებში, უნდა დაადასტუროს საკუთარი პროფილი, ახალი მომსახურების ან მისი ნაწილის მიწოდება და გაიაროს კლიენტის იდენტიფიკაციის პროცედურა. კლიენტის იდენტიფიკაცია, პროფილის დადასტურება და ახალი მომსახურების მიწოდება, გამიზნულია კლიენტისა და Paysera-ს ინტერესების დასაცავად.
2.8. Paysera უფლებამოსილია, მოითხოვოს მონაცემები ან/და დოკუმენტები, რომელთა საშუალებით, შესაძლებელი იქნება კლიენტის იდენტიფიკაცია ან/და კლიენტის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიღება, რაც აუცილებელია კლიენტისთვის Paysera-ს მომსახურების სათანადოდ გასაწევად. იდენტიფიკაციის ან სხვა ვერიფიკაციის პროცედურების შესრულების აუცილებლობის შესახებ კლიენტისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებული იქნება წარსადგენი კონკრეტული მონაცემები ან/და დოკუმენტები.
2.9. იმისათვის, რომ შესრულდეს იდენტიფიკაციის პროცედურა, Paysera-ს უფლება აქვს მოსთხოვოს კლიენტს დოკუმენტის დედნის (მათ შორის ლეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული ან/და სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირის ან ნოტარიულად დამოწმებული) ან/და მისი ასლის ან/და ნოტარიულად ან სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ასლის ან/და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა. დოკუმენტის და ინფორმაციის მომზადება და წარდგენა ხორციელდება კლიენტის ხარჯით.
2.10 კლიენტის იდენტიფიკაციის პირობები, ადგილმდებარეობა, პროცედურები და ტარიფები მითითებულია აქ.
2.11. ცალკეულ შემთხვევებში, კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების ან დოკუმენტის ტიპიდან გამომდინარე (მაგ. წარმოდგენილი უნდა იყოს დოკუმენტის დედანი), Paysera-ს უფლება აქვს, კლიენტს მოსთხოვოს იდენტიფიკაციის პროცედურის შესრულება Paysera-ს მიერ განსაზღვრული მეთოდის გამოყენებით (მაგ. Paysera-ში უშუალოდ გამოცხადების გზით).
2.12. Paysera-ს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია კლიენტთან ან მის მიერ განხორციელებულ გადახდის ოპერაციებთან, ასევე უფლება აქვს შეაჩეროს კლიენტის გადახდის ოპერაციის განხორციელება შეჩერებულ ოპერაციასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტის წარდგენამდე. Paysera-ს ასევე უფლება აქვს მოსთხოვოს კლიენტს შეავსოს და პერიოდულად განაახლოს კლიენტის პროფილი. თუ Paysera-ს მიერ განსაზღვრულ ვადაში კლიენტი არ წარადგენს მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციას ან/და დოკუმენტებს, Paysera-ს უფლება აქვს, სრულად ან ნაწილობრივ შეაჩეროს/შეწყვიტოს კლიენტის მომსახურება. Paysera უფლებამოსილია მოითხოვოს დოკუმენტების/ინფორმაციის წინამდებარე ხელშეკრულების 2.9 პუნტით განსაზღვრული ფორმით წარმოდგენა. დოკუმენტის და ინფორმაცის მომზადება და წარდგენა ხორციელდება კლიენტის ხარჯით.
2.13. პროფილის დადასტურების, ახალი მომსახურების მიწოდების ან შეჩერებული მომსახურების განახლების შესახებ, კლიენტი შეტყობინებას მიიღებს სისტემაში რეგისტრაციისას მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ან თუ კლიენტს მითითებული აქვს მხოლოდ მობილური ტელეფონის ნომერი - SMS შეტყობინების საშუალებით.
2.14. თუ კლიენტი მიუთითებს არასწორ ინფორმაციას, იგი ვალდებულია გაასწოროს ის. თუ არაზუსტი/არასწორი/არასაკმარისი მონაცემების გამო, კლიენტს შეექმნა რამდენიმე პირველადი პროფილი, იგი ვალდებულია აცნობოს Paysera-ს აღნიშნულის შესახებ, რათა კლიენტის მიერ შექმნილი ყველა პროფილი გაერთიანდეს. აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში, კლიენტი შეიძლება დაიბლოკოს, გაუქმდეს უკანონო ტრანზაქციები და საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია გადაეცეს საზედამხედველო ან/და სამართალდამცავ ორგანოებს.
3. Paysera მომსახურების ტარიფები და გადახდის პირობები
3.1Paysera-ს მომსახურების ტარიფები და პირობები განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამის თავში, Paysera-ს ვებ.გვერდზე (ტარიფების გვერდი) ან კონკრეტული მომსახურებისთვის განკუთვნილ დანართში.
3.2. თუ Paysera ამცირებს მომსახურების ტარიფს, ახალი ტარიფი ამოქმედდება მისი ვებ.გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (თუ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), იმის მიუხედავად, იყო თუ არა კლიენტი აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტარიფები იცვლება წინამდებარე ხელშეკრულების მე-11 მუხლით დადგენილი წესის მიხედვით.
3.3. Paysera-ს საკომისიო ჩამოიჭრება:
3.3.1. გადახდის ოპერაციის განხორციელებისას;
3.3.2. თუ საკომისიო არ იყო ჩამოჭრილი გადახდის ოპერაციის შესრულებისას, Paysera-ს უფლება აქვს ჩამოჭრას ის მოგვიანებით, მაგრამ არა უგვიანეს გადახდის ოპერაციის განხორციელებიდან 2 (ორი) წლისა. აღნიშნულ პუნქტით დადგენილი წესით ჩამოჭრილი საკომისიოს შესახებ, კლიენტს ინფორმაცია მიეწოდება საკომისიოს ჩამოჭრის პერიოდზე მომზადებული ანგარიშში (ამონაწერში).
3.3.3. გადახდის ოპერაციის საკომისიოს შესახებ კლიენტს მიეთითება გადახდის ოპერაციის შესრულებამდე (თუ სხვაგვარად არ არის მითითებული კონკრეტული გადახდის ინსტრუმენტის ან მომსახურების წესში).
3.4. კლიენტი ადასტურებს, რომ ის ყურადღებით გაეცნო გადახდის ოპერაციისა და Paysera-ს სხვა მომსახურების ტარიფებსა და პირობებს, რომლებიც გამოიყენება და რელევანტურია კლიენტთან მიმართებით.
3.5. Paysera უფლებამოსილია ჩამოჭრას საკომისიო როგორც იმ ანგარიშიდან, რომლიდანაც შესრულდა გადახდის ოპერაცია, ასევე Paysera-ში გახსნილი სხვა ანგარიშიდან.
3.6.საკომისიო შესაძლებელია გადახდილ იქნეს ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების დანართში ან ხელშეკრულებაში/დანართში განსაზღვრულ ვებ.გვერდზე მითითებულ ვალუტაში.
3.7. კლიენტი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს საკუთარ ანგარიშზე საკომისიოს/შესაბამისი ტარიფის გადახდისთვის საკმარისი თანხის არსებობა. თუ მითითებულ ვალუტაში სახსრების ოდენობა არასაკმარისია საკომისიოს/ტარიფის გადასახდელად, Paysera-ს აქვს უფლება, მაგრამ არა ვალდებულება, ჩამოჭრას საკომისიო/ტარიფი ანგარიშზე სხვა ვალუტაში/სხვა ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრებიდან. თუ ანგარიშზე არსებული თანხა განსხვავდება საკომისიოს/ტარიფის ვალუტისაგან, Paysera-ს უფლება აქვს, კლიენტის ხარჯზე, დააკონვერტიროს თანხა საჭირო ვალუტაში კონვერტაციის მომენტში კლიენტის მიმართ მოქმედი Paysera-ს კომერციული კურსის შესაბამისად. ვალუტის გაცვლის Paysera-ს სტანდარტული კურსი მითთებულია აქ. თუ ანგარიშზე არის თანხა რამდენიმე ვალუტაში, Paysera-ს უფლებამოსილია გადასახდელ ვალუტაში კონვერტაცია განახორციელოს ვალუტების საერთაშორისო აბრევიატურების ანბანური თანმიმდევრობის მიხედვით.
3.8. კლიენტმა, რომელმაც არ შეასრულა Paysera-ს მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულება, Paysera-ს მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0,05% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
4. Paysera ანგარიშის გახსნა
4.1. წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, კლიენტისთვის Paysera ანგარიში იხსნება განუსაზღვრელი ვადით.
4.2. კლიენტი პროფილში ირჩევს ანგარიშზე თანხების შეტანის ან გადარიცხვის კონკრეტულ მეთოდს ფუნქციის „შევსების ინსტრუქციების“ არჩევით, რომელიც შეიცავს თანხის შეტანის თითოეული მეთოდის შესახებ ინსტრუქციებს. თანხის შეტანის ინსტრუქციები და მასში არსებული მონაცემები ითვლება უნიკალურ იდენტიფიკატორებად, რომლებიც საჭიროა გადახდის ოპერაციის სათანადო წესით შესასრულებლად.
4.3.კლიენტს შეუძლია ერთ პროფილში გახსნას რამოდენიმე ანგარიში და გამოიყენოს ისინი საკუთარი შეხედულებებისამებრ.
5. Paysera ანგარიშის გამოყენება
5.1. კლიენტს შეუძლია მართოს ანგარიში ინტერნეტით (ონლაინ) - ვებ ბრაუზერით (ინტერნეტ ბანკი) ან Paysera აპლიკაციის საშუალებით. აღნიშნულისათვის, კლიენტი უნდა შევიდეს პროფილში ავტორიზაციის სახელისა (Login) და პაროლის გამოყენებითა და დამატებითი ავთენტიფიკაციის გავლით - SMS-ით მიღებული ერთჯერად უსაფრთხოების კოდის ან Paysera-ს აპლიკაციის დადასტურების ფუნქციის მეშვეობით (კლიენტის ძლიერი ავთენტიფიკაცია).
5.2. Paysera ერთჯერად უსაფრთხოების კოდს SMS-ის საშუალებით უგზავნის კლიენტს ან Paysera აპლიკაციის დადასტურების ფუნქციის მეშვეობით აძლევს შესაძლებლობას დაადასტუროს მისი ქმედება, შემდეგ შემთხვევებში:
5.2.1. კლიენტი პროფილში შედის განსხვავებული (არა ძირითადი) მოწყობილობიდან;
5.2.2. კლიენტი ცვლის პროფილის პაროლს;
5.2.3. კლიენტი ცვლის პროფილში მითითებულ ელ.ფოსტის მისამართს;
5.2.4. კლიენტი ცვლის პროფილში მითითებულ ტელეფონის ნომერს;
5.2.5. საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც სავალდებულოა ძლიერი ავთენტიფიკაციის პროცედურის გამოყენება.
5.2.6. როდესაც კლიენტი შედის სისტემაში იმავე მოწყობილობიდან, თუ ის ადრე იყო გასული პროფილიდან;
5.2.7. როდესაც კლიენტი ადასტურებს ტელეფონის ნომერს.
5.3. კლიენტმა უნდა მიიღოს უსაფრთხოების ყველა შესაძლო ზომა, შეამოწმოს bank.paysera.com ვებსაიტის სერტიფიკატი და დარწმუნდეს, რომ SMS-ით მიღებული ერთჯერადი უსაფრთხოების კოდი ან Paysera აპლიკაციის დადასტურების ფუნქცია სწორად არის გამოყენებული და ერთჯერადი უსაფრთხოების კოდი შეყვანილია ან დადასტურების ფუნქცია გამოყენებულია Paysera პროფილში. Paysera არ არის პასუხისმგებელი კლიენტის ზარალზე, რომელიც გამოწვეულია მესამე მხარის მიერ, თაღლითობით ან სხვა უკანონო გზით შექმნილ ყალბ ვებ.გვერდებზე ერთჯერადი უსაფრთხოების კოდის შეყვანით ან დადასტურების ფუნქციის გამოყენებით, ერთჯერადი უსაფრთხოების კოდის იმ მესამე პირისათვის გამჟღავნებით, რომელსაც არ აქვს უფლება შევიდეს კლიენტის პროფილზე, ან ხელშეკრულების 13.5 პუნქტში მითითებული ვალდებულებების შეუსრულებლობით.
5.4. კლიენტის ანგარიშიდან შესაძლოა განხორციელდეს ტრანზაქციები:
5.4.1.სისტემაში/Paysera-ს ქსელში არსებული სხვა მომხმარებლის ანგარიშზე;
5.4.2. საქართველოს, ლიეტუვას, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის საბანკო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე (გარდა იმ ქვეყნების საბანკო ანგარიშებისა, სადაც გადარიცხვის შესრულება აკრძალულია: ინფორმაციას მსგავსი ქვეყნების შესახებ Paysera კლიენტს აწვდის სისტემაში);
5.4.3. სისტემაში მითითებულ სხვა ელექტრონული საგადახდო სისტემის ანგარიშებზე.
5.5. კლიენტის მიერ საერთაშორისო გადარიცხვაზე საგადახდო დავალების წარმოდგენისას, წინამდებარე ხელშეკრულებასთან ერთად, დამატებით, გამოიყენება დანართი „საერთაშორისო გადარიცხვების შესრულების პირობები“.
5.6. ვალუტის გაცვლა ეფუძნება Paysera-ს გაცვლით კურსს, რომელიც მოქმედებს კონვერტაციის მომენტში და მუდმივად ახლდება და ქვეყნდება აქ (ვალუტის კურსები გამოიყენება დაუყოვნებლივ და ცალკე შეტყობინების გარეშე).
5.7. პროფილისა და ანგარიშის გახსნის და მხარდაჭერის საფასური მითითებულია ვებ.გვერდზე. თუ კლიენტი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გაივლის ავტორიზაციას სისტემაში/არ შევა საკუთარ პროფილზე და არ შეასრულებს გადახდის ოპერაციას, Paysera მიიჩნევს, რომ სისტემაში არსებული პროფილი და ანგარი(ებ)ში არ გამოიყენება (უმოძრაოა). თუ პროფილი და ანგარიშ(ებ)ი უმოძრაოა და ანგარიშებზე არ არის ფულადი სახსრები, Paysera-ს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება და დახუროს პროფილი და ანგარიშ(ებ)ი, უმოძრაო პროფილისა და ანგარიშების შესახებ კლიენტისთვის 30 დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. თუ ერთ უმოძრაო ანგარიშზე მაინც განთავსებულია ფულადი სახსრები, Paysera არ დახურავს პროფილს და შეუძლია დახუროს მხოლოდ ანგარიში, რომელზედაც არ არის თანხა. თუ კლიენტის პროფილი და ანგარიშ(ებ)ი მასზე არსებული ფულადი სახსრებით დარჩება უმოძრაო ორი წლის განმავლობაში, Paysera იწყებს საკომისიოს დარიცხვას უმოძრაო პროფილისა და იმ Paysera ანგარიშ(ებ)ის ადმინისტრირებისათვის, რომელზედაც განთავსებულია ფულადი სახსრები. საკომისიოს ოდენობა მითითებულია აქ.
5.8. კლიენტის Paysera-ში არსებული საბანკო ანგარიშიდან კლიენტის სხვა ბანკში არსებულ ანგარიშზე ან სხვა საგადახდო სისტემაში არსებულ ანგარიშზე (მათ შორის ელექტრონული ფულის ანგარიშზე), ისევე როგორც კლიენტის სხვა ბანკში არსებული ანგარიშებიდან, ან სხვა საგადახდო სისტემაში არსებული ანგარიშებიდან თანხის Paysera-ში არსებულ საბანკო ანგარიშზე გადმორიცხვისთვის, აღნიშნულმა ბანკმა ან საგადახდო სისტემამ შესაძლოა დააწესოს საკომისიო შესაბამისი მომსახურებისათვის.
5.9. ბანკებისა და საგადახდო სისტემების ჩამონათვალი, სადაც სრულდება გადარიცხვები, ისევე როგორც მათი საკომისიოები და გადარიცხვების პირობები მოცემულია აქ.
5.10. Paysera-ს მომსახურების საკომისიო ჩამოიჭრება კლიენტის ანგარიშზე არსებული თანხებიდან. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობა ნაკლებია გადასარიცხი თანხის ოდენობასა და Paysera-ს მომსახურების საკომისიოზე გადარიცხვა არ შესრულდება.
5.11. თუ გადარიცხვა ხორციელდება იმ საბანკო ანგარიშზე ან საგადახდო სისტემაში, რომელიც არ ეკუთვნის SEPA-ს ან TARGET2 ან SEPA Instant სისტემის ბანკებს ან თუ გადარიცხვა არ ხორციელდება SWIFT-ის ან RTGS სისტემების მეშვეობით, მაშინ, გადამხდელად ეთითება Paysera LT UAB (ლიეტუვაში რეგისტრირებული კომპანია, მისამართი Pilaites av. 16, LT-04352, ვილნიუსი, ლიეტუვა, ს/კ 300060819). გადარიცხვასთან ერთად, მიმღებს გადაეცემა ინფორმაცია, რომელიც მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეიძლება მიეწოდოს ქვემოთ მითითებული ერთი ან რამდენიმე სახით:
5.11.1. დეტალური ინფორმაცია გადამხდელის-კლიენტის შესახებ ეთითება ძირითადი გადამხდელის ველში, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სისტემა მხარდაჭერილია შესაბამისი საგადახდის სისტემის ან ბანკის მიერ;
5.11.2. დეტალური ინფორმაცია გადამხდელის-კლიენტის შესახებ მოცემულია გადახდის დანიშნულების ველში;
5.11.3. გადარიცხვასთან ერთად, მიმღებს მიეწოდება უნიკალური, ამ კონკრეტული გადარიცხვისთვის შექმნილი ბმული, იმ ვებ.გვერდზე, სადაც მითითებულია დეტალური ინფორმაცია გადარიცხვისა და გადამხდელის შესახებ.
5.12. თუ გადამხდელი მიუთითებს მიმღების არასწორ მონაცემებს (უნიკალური იდენტიფიკატორი) და საგადახდო დავალება შესრულდება გადამხდელის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით (მაგალითად, გადამხდელი მიუთითებს მიმღების არასწორ საბანკო ანგარიშის ნომერს), ითვლება, რომ Paysera-მ სათანადოდ შეასრულა ვალდებულება და მას არ ეკისრება გადამხდელისათვის გადარიცხული თანხის დაბრუნების ვალდებულება. Paysera იღებს ვალდებულებას მიიღოს ყველა საჭირო ზომა გადარიცხვის ოპერაციაზე შესაბამისი ინფორმაციის მოპოვებისა და თანხის დაბრუნებისათვის. თუ, Paysera ვერ შეძლებს აღნიშნულის განხორციელებას, თანხის დაბრუნების საკითხზე გადამხდელი უნდა დაუკავშირდეს უშუალოდ გადარიცხვის მიმღებ პირს.
5.13. კლიენტი ვალდებულია გადახდის ოპერაციის შესასრულებლად საგადახდო დავალება წარმოადგინოს სისტემაში მითითებული და გადარიცხვის მომენტისთვის მოქმედი ინსტრუქციის შესაბამისად. თუ კლიენტი არის მიმღები, ის ვალდებულია გადამხდელს მიაწოდოს დეტალური და ზუსტი ინფორმაცია, რათა განსახორციელებელი გადახდის ოპერაციის საგადახდო დავალება, ყველა შემთხვევაში შეესაბამებოდეს სისტემაში გადარიცხვის მომენტისათვის მოქმედ ინსტრუქციებს. გადახდის ოპერაციის შესასრულებლად საგადახდო დავალების გაგზავნამდე ან ინფორმაციის სხვა გადამხდელთან გაგზავნამდე, კლიენტი ვალდებულია შეამოწმოს და განაახლოს ანგარიშის შევსების ინსტრუქციები. თანხის შეტანის ინსტრუქციები და მასში წარმოდგენილი მონაცემები ჩაითვლება უნიკალურ იდენტიფიკატორებად, რომლებიც აუცილებელი გადახდის ოპერაციის სათანადოდ შესასრულებლად.
5.14. თუ გადამხდელი წარადგენს არასწორ საგადახდო დავალებას ან არასწორად მიუთითებს გადარიცხვისთვის საჭირო მონაცემებს, მაგრამ გადარიცხვა ჯერ არ არის შესრულებული, გადამხდელს შეუძლია მოითხოვოს საგადახდო დავალების შესწორება.
5.15. თუ Paysera-მ მიიღო თანხა, მაგრამ ვერ რიცხავს მას საგადასახადო დავალებაში მითითებულ მიმღების ანგარიშზე (მაგ. მიმღების ანგარიში დახურულია/არ არსებობს), Paysera გადამხდელს უბრუნებს გადარიცხულ თანხას არა უგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა. აღნიშნულ შემთხვევაში, შესაძლოა, დარიცხულ იქნეს თანხის დაბრუნებისთვის სისტემაში დაწესებული საკომისიო. თუ Paysera ვერ შეძლებს საგადახდო დავალების შესრულებას გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში არასწორად მითითებული ინფორმაციის გამო, საგადახდო დავალება შეიძლება გაუქმებული (გამოთხოვილი) იქნას და საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა გადამხდელს დაუბრუნდეს მხოლოდ გადამხდელისთვის თანხების დაბრუნებაზე მიმღების მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე (თუ შესაძლებელია მიმღების იდენტიფიცირება). ასეთ შემთხვევაში გამოიყენება სისტემაში მითითებული საგადახდო დავალების გაუქმების (გამოთხოვის) საკომისიო.
5.16. ყველა შემთხვევაში, როდესაც Paysera მიიღებს საგადახდო დავალებას, მაგრამ მასში დაშვებული შეცდომის ან არასაკმარისი ინფორმაციის გამო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ვერ ხორციელდება და არც გადამხდელი და არც მიმღები არ დაუკავშირდებიან Paysera-ს საგადახდო დავალების დასაზუსტებლად ან თანხის დასაბრუნებლად, Paysera მიიღებს ყველა შესაძლო ზომას, რათა მოიპოვოს ზუსტი ინფორმაცია და შეასრულოს საგადახდო დავალება. გადახდის ოპერაციაზე შესაბამისი ინფორმაციის მოპოვებისათვის, გამოყენებული იქნება შემდეგი ზომები:
5.16.1. თუ Paysera-ს აქვს გადამხდელის საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი), Paysera დაუკავშირდება გადამხდელს საგადახდო დავალების დასაზუსტებლად;
5.16.2. თუ Paysera-ს არ აქვს გადამხდელის საკონტაქტო ინფორმაცია და არც გადამხდელი და არც მიმღები არ უკავშირდებიან Paysera-ს საგადახდო დავალებაში მითითებულ თანხასთან დაკავშირებით, Paysera დაუკავშირდება გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, რომლისგანაც მიღებულ იქნა საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა და სთხოვს გადამხდელთან დაკავშირებას ინფორმაციის დასაზუსტებლად. აღნიშნული ზომა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირება შესაძლებელია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.
5.16.3. თუ ზემოაღნიშნული ზომებით ვერ ხორციელდება გადახდის ოპერაციაზე შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, Paysera-ს უფლება აქვს გადამხდელს გადაურიცხოს 0,1 ლარის (ექვივალენტის სხვა ვალუტაში) ან სხვა მინიმალური ოდენობის თანხა და გადახდის დანიშნულებაში მიუთითოს თხოვნა დაუკავშირდეს Paysera-ს და ელ.ფოსტის მეშვეობით დააზუსტოს არასწორი საგადახდო დავალება. წინამდებარე ზომა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ Paysera-თვის ცნობილია გადამხდელის ანგარიშის ნომერი საიდანაც მიღებულ იქნას თანხა, ასეთი გადარიცხვის ღირებულება გონივრულია და გადარიცხვის თანხა არ არის 30 ლარზე (ექვივალენტი სხვა ვალუტაში) ნაკლები.
5.17. ხელშეკრულების 5.16 პუნქტში ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში გამოიყენება სისტემაში მითითებული საგადახდო დავალების შესწორების საკომისიო, რომელიც გამოიქვითება გადარიცხული თანხიდან კლიენტი-მიმღების ანგარიშზე ჩარიცხვამდე.
5.18. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ოპერაციაზე შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მიზნით შეუძლებელია 5.16 პუნქტში ჩამოთვლილი ზომების გამოყენება და სხვა შემთხვევებშიც, როდესაც მითითებული ან შესწორებული მონაცემების მიხედვით მიმღების იდენტიფიცირება ისევ შეუძლებელია, ფულადი სახსრები ინახება Paysera-ში, სანამ გადამხდელი ან მიმღები არ დაუკავშირდება Paysera-ს და მიაწოდებს საჭირო დამატებით მონაცემებს მიმღებისთვის თანხების ჩარიცხვისთვის (კლიენტი-მიმღების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვამდე, გადასარიცხი თანხიდან საგადახდო დავალების დაზუსტების ან შესწორების საკომისიოს გამოქვითვის შემდეგ). ასეთი თანხები ასევე შეიძლება დაუბრუნდეს გადამხდელს, გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევაში, თანხის დაბრუნების საკომისიო, რომელიც მოცემულია სისტემაში, ჩამოიჭრება გადასარიცხი თანხიდან, მის გადამხდელთან დაბრუნებამდე.
5.19. კლიენტი, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, რომ თანხა საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა ან საბანკო ანგარიშიდან ჩამოიჭრა შეცდომით ან სხვა კანონიერი საფუძვლის გარეშე, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს Paysera-ს. კლიენტს არ აქვს უფლება განკარგოს თანხა, რომელიც მას არ ეკუთვნის. ასეთ შემთხვევაში, კლიენტი იძლევა წინასწარ შეუქცევად თანხმობას კლიენტის დავალების გარეშე, Paysera-ს მიერ თანხის კლიენტის საბანკო ანგარიშიდან ჩამოჭრაზე. თუ კლიენტის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა არასაკმარისია, შეცდომით ჩარიცხული თანხის ჩამოსაჭრელად, კლიენტი იღებს უპირობო ვალდებულებას საბანკო ანგარიშებზე შეცდომით ჩარიცხული თანხა დაუბრუნოს Paysera-ს, Paysera-გან ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღეში. თუ კლიენტი ვერ დააბრუნებს აღნიშნულ თანხას ამ ვადაში, Paysera-ს მოთხოვნის შემთხვევაში, იგი ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა - ვადაგადაცილებული დასაბრუნებელი თანხის 0,05% ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე.
5.20. კლიენტს უფლება აქვს შეცვალოს Paysera-ს ტრანზაქციის ლიმიტები. ლიმიტის შემცირება ძალაში შედის 12 საათის შემდეგ, ლიმიტის გაზრდა ძალაში შედის Paysera-ს თანხმობის შემთხვევაში. ლიმიტის გაზრდაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის, ასევე შემდგომ, Paysera-ს მიერ შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას დამატებითი დოკუმენტი/ინფორმაცია. კლიენტს განსაზღვრული ლიმიტების შემოწმება შეუძლია პროფილში შესვლით. კლიენტი უფლებამოსილია საკუთარი სურვილისამებრ, შეცვალოს ლიმიტების მოცულობები. მიუხედავად ამისა, Paysera-ს უფლება აქვს შეზღუდოს/შეამციროს ლიმიტების მოცულობები და მოსთხოვოს კლიენტს დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოდგენა. კლიენტს ხელმისაწვდომი ლიმიტების შესახებ ეცნობება ელ.ფოსტის საშუალებით. ხელშეკრულების ეს დებულება არ შეიძლება გავრცელდეს პირებზე, რომლებზეც შეიძლება გამოყენებულ იქნას ფიქსირებული ლიმიტები.
5.21. კლიენტს შეუძლია შეამოწმოს საბანკო ანგარიშის ნაშთი და ისტორია პროფილზე შესვლით, სადაც ასევე შესაძლებელია არჩეული დროის მონაკვეთში კლიენტის ანგარიშიდან ჩამოჭრილი ყველა საკომისიოსა და სხვა გადასახადებზე ინფორმაციის მოძიება.
5.22. კლიენტი ადასტურებს, რომ:
5.22.1. მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული/შემოტანილი თანხები არ არის მიღებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად;
5.22.2. კლიენტი Paysera-ს მიერ მიწოდებულ მომსახურებას არ გამოიყენებს არაკანონიერი მიზნებისთვის, მათ შორის დანაშაულებრივი ან სხვა უკანონო გზით მიღებული თანხების ლეგალიზაციის მიზნით.
5.23. კლიენტს შეუძლია მართოს Paysera ანგარიში და შეასრულოს ანგარიშიდან გადახდის ოპერაციები შემდეგი გზებით:
5.23.1. ვებ. ბრაუზერით თავის პროფილზე შესვლის გზით;
5.23.2. Paysera აპლიკაციის საშუალებით (დანართი Paysera აპლიკაციის გამოყენების წესი“, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მას შემდეგ, რაც კლიენტი დაეთანხმება დანართის პირობებს);
5.23.3. Paysera ანგარიშთან დაკავშირებული გადახდის ინსტრუმენტებით („გადახდის ინსტრუმენტების“ დანართი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მას შემდეგ, რაც კლიენტი დაეთანხმება დანართის პირობებს);
5.23.4. Paysera-ს მიერ მითითებული სხვა ინსტრუმენტებით, მას შემდეგ, რაც კლიენტი დაეთანხმება აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენების პირობებს.
5.24. კლიენტის დასტური, მოთხოვნები, შეტყობინებები და სხვა ქმედებები, მათ შორის ისინიც, რომლებიც განხორციელებულია მესამე პირების ვებ.გვერდიდან ან სხვა ადგილებიდან კლიენტის პროფილზე შესვლით და ამ გზით კლიენტის ვინაობის დადასტურებით, განიხილება, პირადი ხელმოწერით დადასტურებული მატერიალური დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად.
5.25. საგადახდო დავალების შესრულება ონლაინ:
5.25.1. გადახდის ოპერაციის ონლაინ განხორციელებისათვის, კლიენტმა სისტემაში უნდა შეავსოს და წარადგინოს საგადახდო დავალება და დაადასტუროს თანხმობა საგადახდო დავალების სისტემაში ელექტრონულად შესრულებაზე;
5.25.2. სისტემაში საგადახდო დავალების წარდგენა არის კლიენტის თანხმობა საგადახდო ოპერაციის შესრულებაზე, რომელიც არ შეიძლება გამოთხოვილ იქნას (საგადახდო დავალების გამოთხოვა შესაძლებელია მხოლოდ საგადახდო დავალების შესრულების დაწყებამდე). საგადახდო დავალების სტატუსი და გაუქმების შესაძლებლობა აისახება კლიენტის პროფილში.
5.25.3. სისტემის შიგნით (Paysera-ს ქსელში) გადარიცხვისას, კლიენტის ანგარიშიდან სხვა პირის ანგარიშზე გადარიცხვის საგადახდო დავალების გაგზავნისას, კლიენტს შეუძლია აირჩიოს პაროლით დაცული გადარიცხვის შესრულება. ასეთ შემთხვევაში, კლიენტი საგადახდო დავალების დაგენერირებისას აყენებს პაროლს გადარიცხვისთვის. გადარიცხვა დასრულდება მას შემდეგ, რაც მიმღები შეიყვანს კლიენტის-გადამხდელის მიერ დაყენებულ პაროლს. თუ მიმღები არ შეიყვანს პაროლს, გადარიცხული თანხა ავტომატურად დაბრუნდება გადამხდელის Paysera ანგარიშზე 30 დღის შემდეგ. ასეთი გადარიცხვის ავტორიზაციის მომენტად ითვლება მიმღების მიერ გადარიცხვის პაროლის შეყვანის მომენტი. ასეთი გადარიცხვა არ შეიძლება გამოთხოვილ იქნას მას შემდეგ, რაც მიმღები შეიყვანს გადარიცხვის პაროლს. კლიენტი სრულად არის პასუხისმგებელი მიმღებისთვის გადახდის პაროლის სათანადოდ და უსაფრთხოდ გადაცემაზე და უზრუნველყოფს პაროლის მხოლოდ მიმღებისათვის გამჟღავნებას.
5.25.4. საგადახდო დავალების შევსებისას კლიენტს შეუძლია მიუთითოს მომავალი გადახდის თარიღი, რომელიც შეიძლება იყოს არაუგვიანეს 2 (ორი) წლისა, საგადახდო დავალების შევსების დღიდან. თუ კლიენტის მიერ მითითებულ დღეს კლიენტის Paysera ანგარიშზე არსებული თანხა საკმარისია საგადახდო დავალების შესრულებისათვის, საგადახდო დავალება შესრულდება. Paysera-ს სხვა ანგარიშზე გადარიცხვა შესრულდება მითითებული დღის დასაწყისში (02:00 სთ GMT+4 სასაათო სარტყლის (რაც შეესაბამება 00:00 EET სასაათო სარტყელს) შესაბამისად, ხოლო EET სასაათო სარტყელის ფარგლებში დროის გადაწევის შემთხვევაში, 01:00 სთ GMT+4 სასაათო სარტყლის შესაბამისად). ანგარიშზე გადარიცხვა ხდება სისტემაში მითითებულ ვადებში.
5.25.5. იმ შემთხვევაში თუ საგადახდო დავალება არასწორად შეივსო, გადარიცხვა არ შესრულდება, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როცა Paysera, საკუთარი ინიციატივით დააზუსტებს საგადახდო დავალებას ან დააკორექტირებს საგადახდო დავალებას, დავალების დამოუკიდებლად კორექტირებისათვის და საგადახდო დავალების შესრულებისთვის საკმარისი ინფორმაციის ფლობის საფუძველზე.
5.25.6. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის Paysera ანგარიშზე არსებული თანხა არასაკმარისია გადარიცხვის ოპერაციის შესასრულებლად, გადარიცხვა არ შესრულდება. თუმცა, სისტემა შეეცდება საგადახდო დავალების შესრულებას დავალების მიღებიდან მომდევნო 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდის განმავლობაში, ანგარიშზე არსებული თანხა კვლავ არასაკმარისი იქნება საგადახდო დავალების შესასრულებლად, საგადახდო დავალება გაუქმდება და სისტემა აღარ ეცდება მის შესრულებას (საგადახდო დავალების უარყოფა). თუ ანგარიშზე არსებული გადარიცხვის ვალუტაში არსებული თანხა არასაკმარისია საგადახდო დავალების შესასრულებლად, მაგრამ ანგარიშზე სხვა ვალუტაში არსებული თანხა ოდენობა საკმარისია თანხის გადასარიცხად, გადარიცხვა არ შესრულდება მანამ, სანამ კლიენტი არ განახორციელებს ვალუტის კონვერტაციას გადარიცხვის ვალუტაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტმა აირჩია ვალუტის ავტომატური გადაცვლის ფუნქცია ან გადარიცხვა ხორციელდება სისტემის მეშვეობით საქონლის ან მომსახურების ღირებულების გადახდისათვის).
5.26. წინამდებარე ხელშეკრულების 5.23 პუნქტში მითითებული Paysera ანგარიშის მართვის მეთოდების პირობები (Paysera ანგარიშის ვებ.ბრაუზერით მართვის გამოკლებით), მოცემულია ცალკეულ დანართებში, რომლებიც არეგულირებენ Paysera ანგარიშის მართვის კონკრეტულ მეთოდებს. სპეციალური დანართი, რომელიც არეგულირებს Paysera ანგარიშის მართვის მეთოდებს, გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი აირჩევს Paysera ანგარიშის მართვის შესაბამისი მეთოდის გამოყენებას. დანართი კლიენტისთვის ძალაში შედის იმ მომენტიდან, როდესაც იგი ელექტრონულად ან სხვაგვარად დაადასტურებს, რომ გაეცნო დანართის პირობებს და გამოთქვამს თანხმობას, ისარგებლოს დანართში მითითებული მომსახურებით.
5.27. Paysera შესრულებული და მიღებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციას კლიენტს აწვდის კლიენტის ანგარიშის ამონაწერში. კლიენტს შეუძლია შევიდეს საკუთარ პროფილში და ნახოს აღნიშნული ინფორმაცია უფასოდ ან დაბეჭდოს იგი შერჩეული სიხშირით. მოქმედი Paysera ანგარიშისათვის უკანასკნელი ორი წელზე მეტი, ხოლო დახურული Paysera ანგარიშისთვის დახურვის თარიღამდე ორი წელზე მეტი პერიოდის ამონაწერის გაცემისათვის ან ინფორმაციის (მათ შორის იმ ინფორმაციის, რომლის გაცემა უფასოა), ოფიციალურ ბლანკზე განთავსების შემთხვევაში, Paysera-ს უფლება აქვს დააწესოს საკომისიო, რომლის შესახებ ინფორმაცია განთავსდება Paysera-ს ვებ.გვერდზე.
5.28. კლიენტს შეუძლია ანგარიშის განკარგვის ან ანგარიშიდან ამონაწერის ნახვის ან გადარიცხვის ინიციირების, ინიციირებული გადარიცხვის დადასტურების უფლება მიანიჭოს (ანგარიში გაუზიაროს) Paysera-ს ან Paysera-ს ქსელში შემავალი კომპანიის სხვა კლიენტებს და აღნიშნულ ანგარიშზე განსაზღვროს ლიმიტი. ანგარიშის მფლობელის (კლიენტის) მიერ ანგარიშის გაზიარება შესაძლებელია სისტემაში რეგისტრირებული აღნიშნული „სხვა კლიენტის“ ტელეფონის ნომრის ან ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითებით. ლიმიტის შემცირება და უფლების მინიჭება ამოქმედდება 12 საათის შემდეგ, ხოლო ლიმიტის გაზრდა ამოქმედდება Paysera-ს თანხმობის შემთხვევაში. ანგარიშის გაზიარების შედეგად, ანგარიშზე განხორციელებულ ოპერაციებსა და მის შედეგებზე პასუხისმგებელია ანგარიშის მფლობელი. ანგარიშის მფლობელი ვალდებულია, ანგარიშის გაზიარების საფუძველზე უფლებამოსილ პირს გააცნოს Paysera-ს მიერ ანგარიშზე ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებული წესები, პირობები, შეზღუდვები და რეკომენდაციები. ანგარიშის მფლობელს შეუძლია გააუქმოს ან შეცვალოს ანგარიშის გაზიარებით მინიჭებული უფლებები. უფლების გაუქმება ძალაში შედის გაუქმებისთანავე, ხოლო მინიჭებული უფლების ცვლილება და ლიმიტის შემცირება ამოქმედდება 12 საათის შემდეგ. უფლების მინიჭებაზე, ლიმიტის გაზრდაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის, ასევე შემდგომ, Paysera უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები/ინფორმაცია. Paysera უფლებამოსილია ცალმხრივად გააუქმოს მინიჭებული უფლება/ლიმიტი, რის შესახებ ეცნობება ანგარიშის მფლობელს . ანგარიშის მფლობელი (კლიენტი) ინფორმირებულია და თანახმაა, რომ ანგარიშის გაზიარების შედეგად, უფლებამოსილი პირისათვის შეიძლება ცნობილი გახდეს მისი პერსონალური მონაცემები.
6. ნაღდი ფულის შეტანა და გატანა
6.1.Paysera კლიენტებს აძლევს შესაძლებლობას შეიტანონ ნაღდი ფული Paysera-ს ანგარიშზე სისტემაში მითითებული პირობების შესაბამისად.
6.2. Paysera აძლევს კლიენტს შესაძლებლობას გაიტანოს თანხა ანგარიშიდან სისტემაში მითითებული პირობებით. თანხის განაღდების ადგილები, პირობები, ვალუტები, ლიმიტები და ტარიფები მოცემულია აქ.
6.3. ნაღდი ფულის შეტანის ოპერაციების განხორციელებისას კლიენტმა უნდა გადაითვალოს ანგარიშზე შესატანი ნაღდი ფული მის ჩარიცხვამდე, ხოლო ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანისას, თავად გადაითვალოს თანხა მიღებისთანავე და დაუყოვნებლივ წარადგინოს პრეტენზია, რომელიც ეხება ნაღდი ფულის ოდენობას და ბანკნოტების ხარისხს.
6.4. Paysera ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანის შემდეგ, კლიენტს შეუძლია განკარგოს თანხა Paysera-ს მიერ თანხის მიღებისთანავე.
7. საგადახდო დავალების მიღება, მოთხოვნები საგადახდო დავალების მიმართ და უარი მის შესრულებაზე
7.1. როდესაც კლიენტი არის გადამხდელი, საგადახდო დავალება Paysera-ს მიერ მიღებულად ითვლება (საგადახდო დავალების შესრულების ვადის ათვლა იწყება) მისი მიღების დღეს, ხოლო თუ საგადახდო დავალების მიღების მომენტი არ არის Paysera-ს სამუშაო დღე, დავალება მიღებულად ითვლება Paysera-ს მომდევნო სამუშაო დღეს.
7.2. როდესაც საგადახდო დავალება მიღებულია Paysera-ს სამუშაო დღეს, მაგრამ არა სამუშაო საათებში, საგადახდო დავალება მიღებულად ითვლება Paysera-ს მომდევნო სამუშაო დღეს.
7.3. Paysera-ში არსებულ ანგარიშებს შორის საგადახდო დავალება სრულდება დაუყოვნებლივ (რამდენიმე წუთში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახდის ოპერაცია შეჩერებულია სამართლებრივი აქტებით ან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლით), მიუხედავად Paysera-ს სამუშაო საათებისა.
7.4. Paysera-ს უფლება აქვს ჩაიწეროს და შეინახოს საგადახდო დავალებები, რომლებიც წარდგენილია Paysera-თან შეთანხმებული ნებისმიერი საშუალებით/ფორმით, ასევე ჩაიწეროს და შეინახოს ინფორმაცია კლიენტის მიერ ან მისი საგადახდო დავალებების შესაბამისად შესრულებული გადახდის ოპერაციების შესახებ. Paysera-ს შეუძლია, წინამდებარე პუნქტში აღნიშნული ჩანაწერები მიაწოდოს კლიენტს ან/და მესამე პირებს, რომლებსაც, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით, აქვთ უფლება მიიღონ აღნიშნული მონაცემები, როგორც საგადახდო დავალების წარდგენის ან/და განხორციელებული გადახდის ოპერაციის დამადასტურებელი მტკიცებულება.
7.5. კლიენტის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალება უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობისა ან/და Paysera-ს მიერ დადგენილ მოთხოვნებს საგადახდო დავალების წარდგენის ან/და საგადახდო დავალების შინაარსის/რეკვიზიტების მიმართ. კლიენტის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალება უნდა იყოს ჩამოყალიბებული ნათლად და ცალსახად, უნდა იყოს შესრულებადი და შეიცავდეს კლიენტის მკაფიოდ გამოხატულ ნებას. Paysera არ იღებს პასუხისმგებლობას კლიენტის მიერ წარდგენილ საგადახდო დავალებებში არსებულ შეცდომებზე, შეუსაბამობებზე, გამეორებებზე ან/და წინააღმდეგობებზე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, კლიენტის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებების დეტალების სისწორეზე. თუ კლიენტის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალება არ შეიცავს საკმარის მონაცემებს ან შეიცავს ხარვეზს, Paysera-ს, მიუხედავად საგადახდო დავალების ხარვეზის ხასიათისა, შეუძლია უარი თქვას ასეთი საგადახდო დავალების შესრულებაზე.
7.6. Paysera-ს უფლება აქვს უარი თქვას საგადახდო დავალების შესრულებაზე, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საგადახდო დავალება ან კლიენტის/მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება კანონმდებლობით ან/და Paysera-ს მიერ დადგენილ მოთხოვნებს ან Paysera-ს აქვს საფუძვლიანი ეჭვი აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობასა და უტყუარობასთან დაკავშირებით. თუ Paysera-ს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საგადახდო დავალება არ არის წარდგენილი კლიენტის ან კლიენტის კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ან საფუძვლიანი ეჭვი წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობასთან დაკავშირებით ან წარმოდგენილი საგადახდო დავალების კანონიერებასა ან შინაარსთან დაკავშირებით, Paysera-ს უფლება აქვს მოსთხოვოს კლიენტს, დამატებით დაადასტუროს წარდგენილი საგადახდო დავალება ან/და წარმოადგინოს პირის ანგარიშზე არსებული თანხების განკარგვის უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტები ან Paysera-ს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები Paysera-თვის მისაღები გზით და კლიენტის ხარჯზე. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, Paysera მოქმედებს კლიენტის, Paysera-ს ან/და სხვა პირების კანონიერი ინტერესების დასაცავად. შესაბამისად, Paysera არ იღებს პასუხისმგებლობას ზიანზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წარდგენილი საგადახდო დავალების შეუსრულებლობით.
7.7. კლიენტმა უნდა უზრუნველყოს, Paysera ანგარიშზე საგადახდო დავალების შესასრულებლად შესაბამის ვალუტაში შესაბამისი თანხისა და საგადახდო დავალების შესრულებისათვის საჭირო ტარიფის/საკომისიო ოდენობის თანხის არსებობა.
7.8. კლიენტის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების შესრულებამდე, Paysera-ს უფლება აქვს, მოსთხოვოს კლიენტს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის წარმომავლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ კლიენტი არ წარმოადგენს აღნიშნულ დოკუმენტებს, Paysera-ს უფლება აქვს უარი თქვას დავალების შესრულებაზე.
7.9. Paysera-ს უფლება აქვს გამოიყენოს მესამე პირ(ებ)ი კლიენტის საგადახდო დავალების ნაწილობრივ ან სრულად შესრულებისთვის, თუ კლიენტის ინტერესები ან/და საგადახდო დავალების არსი საჭიროებს ამას. როდესაც კლიენტის საგადახდო დავალების შესრულებისთვის საჭიროა მისი გაგზავნა და შემდგომ შესრულება სხვა ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით, მაგრამ ეს ინსტიტუტი აჩერებს კლიენტის საგადახდო დავალებას, Paysera არ არის პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მსგავს ქმედებებზე, მაგრამ მიმართავს ყველა შესაძლო ზომას, რათა გაარკვიოს საგადახდო დავალების შეჩერების მიზეზები. Paysera-ს უფლება აქვს შეაჩეროს ან/და შეწყვიტოს კლიენტის საგადახდო დავალების შესრულება, თუ ეს მოთხოვნილია კანონით ან აუცილებელია Paysera-ს კონტროლს მიღმა არსებული სხვა მიზეზების გამო.
7.10. თუ Paysera უარს აცხადებს კლიენტის საგადახდო დავალების შესრულებაზე, მან შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, მაგრამ არაუგვიანეს საგადახადო დავალების შესრულების ვადისა, უნდა აცნობოს კლიენტს ამის შესახებ ან შეუქმნას საჭირო პირობები, რათა გაეცნოს ამგვარ შეტყობინებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსგავსი შეტყობინების მიწოდება ტექნიკურად შეუძლებელია ან აკრძალულია სამართლებრივი აქტებით.
7.11. Paysera არ მიიღებს და არ შეასრულებს კლიენტის საგადახდო დავალებას მის ანგარიშებზე განსახორციელებელ ოპერაციებთან დაკავშირებით, თუ კლიენტის ანგარიშზე არსებული თანხები დაბლოკილია/დაყადაღებულია, კლიენტის უფლება განკარგოს თანხები სხვაგვარად არის სამართლებრივად შეზღუდული ან კლიენტის გადახდის ოპერაციები შეჩერებულია მოქმედი სამართლებლივი აქტებით.
7.12. თუ საგადახდო დავალების საფუძველზე გადარიცხული თანხა უკან დაბრუნდა Paysera-სგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (საგადახდო დავალების არასწორი მონაცემები, მიმღების ანგარიში დახურულია და ა.შ.), დაბრუნებული თანხა განთავსდება ანგარიშზე. საგადახდო დავალების შესრულებისთვის Paysera-თვის გადახდილი საკომისიო უკან არ ბრუნდება, ხოლო თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული, Paysera-ს მიერ დადგენილი საკომისიო, შესაძლებელია, ჩამოიჭრას ანგარიშიდან.
7.13. Paysera-ს მიერ ინიცირებული გადარიცხვები შესაძლოა იყოს სტანდარტული და სწრაფი (თუ არსებობს ამის ტექნიკური შესაძლებლობა). გადარიცხვის მეთოდს ირჩევს კლიენტი (თუ არსებობს ამის ტექნიკური შესაძლებლობა). თუ კლიენტი, გადარიცხვის ელექტრონულად განხორციელებისას, არ აირჩევს გადარიცხვის მეთოდს, მიიჩნევა, რომ კლიენტმა დააინიიცირა გადარიცხვის მეთოდი, რომელიც განხორციელდება კლიენტისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობის ავტომატური შერჩევით.
8. თანხმობის წარდგენა და გაუქმება, საგადახდო დავალების შესრულება და გაუქმება
8.1. გადარიცხვა მიიჩნევა ავტორიზებულად, მხოლოდ გადამხდელის თანხმობის მიღების შემდეგ, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. Paysera-ს აგენტისთვის მიცემული თანხმობა ითვლება Paysera-სთვის მიცემულ თანხმობად. საგადახდო დავალებაზე, კლიენტს (გადამხდელს) შეუძლია თანხმობა წარადგინოს Paysera-ს მიერ განსაზღვრული ან კლიენტთან შეთანხმებული ფორმითა და წესით. წერილობით წარდგენილ თანხმობას ხელი უნდა მოაწეროს კლიენტმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა. თანხმობა ასევე შეიძლება დადასტურდეს, პაროლით, კოდით ან/და ავთენტიფიკაციის სხვა საშუალებებით. გადახდის ოპერაციის ან რამდენიმე გადახდის ოპერაციის შესრულებაზე თანხმობა, ასევე შეიძლება გაცემულ იქნეს მიმღების ან გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის მეშვეობით. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში, კლიენტის (გადამხდელის) მიერ გაცემული თანხმობა ითვლება კლიენტის (გადამხდელის) მიერ სათანადოდ დადასტურებულად, ამგვარ თანხმობას აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც კლიენტის (მისი წარმომადგენლის) მიერ მატერიალურ დოკუმენტზე პირადად ხელმოწერილ დოკუმენტს (თანხმობას) და დასაშვებია, მისი, როგორც მტკიცებულების გამოყენება Paysera-სა და კლიენტს შორის სასამართლოებსა და სხვა დაწესებულებებში დავების გადაწყვეტისას. კლიენტს არ აქვს უფლება სადაო გახადოს Paysera-ს მიერ შესრულებული გადახდის ოპერაცია, თუ საგადახდო დავალება ავტორიზებულია აღნიშნულ პუნქტში მითითებული წესით.
8.2. კლიენტის (გადამხდელის) თანხმობა წარდგენილ უნდა იქნეს გადახდის ოპერაციის შესრულებამდე. კლიენტსა (გადამხდელსა) და Paysera-ს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, გადახდის ოპერაცია შეიძლება იყოს ავტორიზებული, ანუ კლიენტის ასეთი თანხმობა შეიძლება მიღებულ იქნეს გადახდის ოპერაციის შესრულების შემდეგ.
8.3. კლიენტი თანახმაა, რომ საგადახდო დავალების შესრულებისას Paysera დავალებაში მითითებულ ინფორმაციას (კლიენტის პერსონალური მონაცემების ჩათვლით) და კლიენტის საკონტაქო მონაცემებს (ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში) გადასცემს გადახდის ოპერაციის განხორციელებასთან უშუალოდ დაკავშირებულ პირებს, როგორიცაა საგადახდო ბარათების საერთაშორისო ორგანიზაციები, კომპანიები, რომლებიც ამუშავებენ ინფორმაციას სადებეტო/საკრედიტო საბარათე გადახდების შესახებ, მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, გადახდის ოპერაციის განხორციელების საგადახდო სისტემის ოპერატორი, მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შუამავლები/აგენტები, გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი და მიმღები.
8.4.საგადახდო დავალების გამოთხოვის პროცედურა:
8.4.1.საგადახდო დავალების გამოთხოვა შეუძლებელია Paysera-ს მიერ მისი მიღების შემდეგ, გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8.4.2.თუ საგადახდო დავალება ინიცირებულია მიმღების მიერ ან მიმღების მეშვეობით (ე.ი. გადახდა საგადახდო ინსტურმენტის, ბარათის, გამოყენებით) ან გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის მიერ (გარდა პირდაპირი დებეტისა), გადამხდელს არ აქვს უფლება გამოითხოვოს საგადახდო დავალება მას შემდეგ რაც გადამხდელს გადახდების ოპერაციის ინიციირებაზე გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისთვის ან მიმღებისთვის გადახდის ოპერაციის შესრულებაზე თანხმობა აქვს გაცემული.
8.4.3. ხელშეკრულების 5.25.4 პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო დავალება შეიძლება გამოთხოვილ იქნას არაუგვიანეს ოპერაციისთვის შეთანხმებული დღის წინა სამუშაო დღის ბოლომდე.
8.4.4. პირდაპირი დებეტის შემთხვევაში, გადამხდელს უფლება აქვს გამოითხოვოს საგადახდო დავალება არაუგვიანეს სადებეტო ოპერაციისთვის შეთანხმებული დღის წინა სამუშაო დღის ბოლომდე.
8.4.5.ხელშეკრულების 8.4.1-8.4.4 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების გასვლის შემდეგ, საგადახდო დავალება შეიძლება გამოთხოვილ იქნას მხოლოდ კლიენტისა (გადამხდელის) და Paysera-ს შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, ხოლო ხელშეკრულების 8.4.2 და 8.4.4. პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე, აუცილებელია მიმღების თანხმობა;
8.4.6.თუ საბარათე ოპერაცია ინიციირებულია მიმღების მიერ ან მიმღების მეშვეობით (გადარიცხვა ბარათის გამოყენებით) და გადახდის ოპერაციის შესრულებაზე გადამხდელის მიერ თანხმობის გაცემის მომენტში ცნობილი არ არის გადახდის ოპერაციის ზუსტი თანხა, Paysera გადამხდელის ანგარიშზე შეძლებს თანხის დაბლოკვას იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელს დასაბლოკი თანხის განსაზღვრულ ოდენობაზე აქვს თანხმობა გაცემული. ოპერაციის ზუსტი თანხის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, Paysera დაუყოვნებლივ და არა უგვიანეს საგადახდო დავალების მიღებისთანავე, განბლოკავს გადამხდელის ანგარიშზე დაბლოკილ თანხას.
8.5. Paysera განათავსებს თანხებს ანგარიშზე და ჩამოჭრის/გადარიცხავს მათ ანგარიშიდან საგადახდო დავალებაში მითითებული უნიკალური იდენტიფიკატორის მიხედვით - Paysera-ს IBAN-ის სტანდარტის ანგარიშის ნომერი. Paysera-ს აქვს უფლება, მაგრამ არა ვალდებულება, შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა Paysera-ს მიერ მიღებულ დავალებაში მოცემული უნიკალური იდენტიფიკატორი ანგარიშის მფლობელის სახელსა და გვარს (ანგარიშის მფლობელის სახელწოდებას). თუ აღნიშნული უნიკალური იდენტიფიკატორი მიწოდებულია Paysera ანგარიშზე თანხის ჩასარიცხად ან გადასარიცხად, საგადახდო დავალება ითვლება სათანადოდ შესრულებულად, თუ იგი შესრულებულია მითითებული უნიკალური იდენტიფიკატორის მიხედვით. თუ Paysera ამოწმებს საგადახდო დავალებას და ადგენს აშკარა შეუსაბამობას Paysera-ს მიერ მიწოდებულ უნიკალურ იდენტიფიკატორსა და ანგარიშის მფლობელის სახელსა და გვარს (ანგარიშის მფლობელის სახელწოდებას) შორის, Paysera-ს უფლება აქვს უარი თქვას ასეთი გადახდის ოპერაციის შესრულებაზე.
8.6. როდესაც Paysera მიიღებს საგადახდო დავალებას თანხის საგადახდო მომსახურების სხვა პროვაიდერთან/სხვა ბანკში არსებულ ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ, Paysera ამგვარ გადახდის ოპერაციას შეასრულებს მიღებულ დავალებაში მოცემული უნიკალური იდენტიფიკატორის მიხედვით - მიმღების ანგარიშის ნომერი IBAN ფორმატში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ იყენებს IBAN ანგარიშის ფორმატს. Paysera-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ უნიკალური იდენტიფიკატორი არ არის მოწოდებული ან ის არასწორია ან/და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დაადგინა განსხვავებული უნიკალური იდენტიფიკატორი გადახდის ოპერაციის სათანადო შესრულებისთვის (თანხის ჩარიცხვა მიმღების საგადახდო ანგარიშზე).
8.7.საჭიროების ან/და სხვა სახელმწიფოს, დაწესებულების/ინსტიტუტების მოთხოვნის შემთხვევაში, Paysera-ს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია (მაგ. მიმღების სახელი და გვარი ან დასახელება, გადახდის კოდი), რომელიც აუცილებელია გადახდის ოპერაციის სათანადოდ შესრულებისათვის.
შესრულებისათვის.
9. აკრძალული საქმიანობა
9.1. კლიენტს, რომელიც სარგებლობს Paysera-ს მომსახურებებით ეკრძალება:
9.1.1. ხელშეკრულების პირობებთან, ხელშეკრულების დანართებთან, კანონმდებლობის და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნებთან შეუსაბამობა/მათი დარღვევა;
9.1.2. Paysera-ს და მესამე მხარის სავაჭრო ნიშნებზე უფლებების, საავტორო უფლებების, კომერციულ საიდუმლოებისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევა;
9.1.3. Paysera-თვის ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან არასწორი ინფორმაციის მიწოდება, უარის თქმა ინფორმაციის მიწოდებაზე ან სხვა ქმედებების განხორციელებაზე, რომლებიც გონივრული საფუძვლით არის მოთხოვნილი Paysera-ს მიერ;
9.1.4. მესამე პირებისთვის Paysera-ს და Paysera-თან თანამშრომლობის შესახებ ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან არასწორი ინფორმაციის მიწოდება;
9.1.5. სახსრების გადარიცხვა ან მიღება, თუ კლიენტმა იცის ან უნდა სცოდნოდა, რომ აღნიშნული სახრები მიღებულია უკანონო გზით;
9.1.6. Paysera-ს მომსახურებით სარგებლობა, როდესაც ეს იწვევს პასუხისმგებლობას ან სხვა უარყოფით სამართლებრივ ან ფინანსურ შედეგებს ან ზიანს აყენებს Paysera-ს ან მესამე პირების საქმიან რეპუტაციას;
9.1.7. Paysera-ს მომსახურებით სარგებლობა, თუ კლიენტი, მისი წარმომადგენელი, ბენეფიციარი მესაკუთრე, შესრულებული ან მიღებული გადარიცხვა შეესაბამება Paysera-ს მომსახურების მიწოდების შეზღუდვების ჩამონათვალში მითითებულ კრიტერიუმებს (Paysera-ს მომსახურების მიწოდების შეზღუდვების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ვებ.გვერდზე);
9.1.8. კომპიუტერული ვირუსების გავრცელება და სხვა ქმედებების განხორციელება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისტემის გაუმართაობა, ინფორმაციის დაზიანება ან განადგურება და Paysera-ს სისტემის, აღჭურვილობის ან ინფორმაციის სხვა სახის დაზიანება;
9.1.9. ნებისმიერი სხვა მიზანმიმართული ქმედების განხორციელება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს კლიენტისთვის ან მესამე პირებისათვის Paysera-ს მომსახურების მიწოდებას ან სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
9.1.10. არალეგალური აზარტული თამაშების ორგანიზება, აქციებით, ინდექსებით, ნედლეულით, ვალუტით (მაგ. Forex), ოფციონებით, საბირჟო ვაჭრობის ფონდებით (ETF) უკანონო ვაჭრობა; ვაჭრობის, ინვესტიციების ან სხვა მომსახურების გაწევა სავალუტო ბირჟებზე, Forex-ის ბაზრებზე და ელექტრონული ვალუტით ვაჭრობის სხვა სისტემებზე; თამბაქოს ნაწარმით, ალკოჰოლით, რეცეპტით გასაცემი წამლებით, სტეროიდებით, იარაღის, ნარკოტიკული ნივთიერებებისა და მასთან დაკავშირებული ატრიბუტებით, პორნოგრაფიული შინაარსის პროდუქციით, არალიცენზირებული ლატარიის ბილეთებით, არალეგალური პროგრამული უზრუნველყოფით უკანონო ვაჭრობა და კანონით აკრძალული სხვა ქმედებების განხორციელება;
9.1.11. გადახდების მიღება არარეგულირებად ან/და არაკონტროლირებად ვირტუალურ ვალუტაში, მისი შეძენა, კონვერტაცია ან სხვა გზით განკარგვა (აკრძალვა მოიცავს გადარიცხვების შესრულებას ან მიღებას ვირტუალური ვალუტის გადამცვლელებისგან, ე.ი შემთხვევები, როდესაც გადარიცხვის განხორციელება ან მიღება ხორციელდება რეგულირებად ვალუტაში, თუმცა, ასეთი გადარიცხვა დაკავშირებულია ვირტუალური ვალუტის გადამცვლელებთან);
9.1.12. Paysera-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, ფინანსური მომსახურების გაწევა ან/და აქციებით, ინდექსებით, ნედლეულით, ვალუტებით (მაგ. Forex), ოფციებით, საბირჟო ვაჭრობის ფონდებით (ETF) კანონიერი ვაჭრობის ორგანიზება, ვაჭრობის, ინვესტირების ან სხვა მომსახურების განხორციელება სავალუტო ბირჟებზე, Forex-ის ბაზრებზე და ელექტრონული ვალუტით ვაჭრობის სხვა სისტემებზე. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი აპირებს ფინანსური მომსახურების გაწევას Paysera-ს ანგარიშის გამოყენებით, მას უნდა ჰქონდეს მოქმედი ლიცენზია, (ნებართვა) გაცემული საქართველოს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან მესამე ქვეყნის მიერ, რომელმაც დააწესა ანალოგიური ან თანაბარი მოთხოვნები და აღნიშნული მოთხოვნების შესრულება ექვემდებარე კონტროლს ამისთვის დანიშნული კომპეტენტური ორგანოების მიერ.
9.1.13. Paysera-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე ლეგალური აზარტული თამაშების, ლატარიების, სხვა საქმიანობის განხორციელება, რომლებიც ექვემდებარება ლიცენზირებას/ ნებართვის მიღებას). თუ კლიენტი აპირებს აღნიშნული მომსახურების გაწევას Paysera-ს ანგარიშის გამოყენებით, მას უნდა ჰქონდეს მოქმედი ლიცენზია (ნებართვა), გაცემული საქართველოს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან მესამე ქვეყნის მიერ, რომელმაც დააწესა ანალოგიური ან თანაბარი მოთხოვნები და აღნიშნული მოთხოვნების შესრულება ექვემდებარე კონტროლს ამისთვის დანიშნული კომპეტენტური ორგანოების მიერ;
9.1.14. ჰქონდეს ერთზე მეტი პროფილი; პროფილის რეგისტრაცია ფიქტიური ან სხვისი სახელით მინდობილობის გარეშე; პროფილის რეგისტრაცია სხვა პირების ან ვებ.გვერდების მიერ მოწოდებული ანონიმური ტელეფონის ნომრების ან ელ.ფოსტის მისამართების გამოყენებით;
9.1.15. მომსახურების გაწევა, რომელიც აკრძალულია კანონით ან სხვა ნორმატიული აქტებით, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და მორალურ პრინციპებს;
9.1.16. სისტემაში შესვლა, როგორც ანონიმური მომხმარებელი (მაგ. Proxy-ის სერვერების მეშვეობით ან ვირტუალური კერძო ქსელის (VPN) მეშვეობით), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც VPN გამოიყენება სტატიკური (მუდმივი) IP მისამართიდან, მონაცემთა გადაცემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დგინდება ყოველი კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური მახასიათებლებით);
9.1.17. პაროლებისა და გადახდის ინსტრუმენტების სხვა პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლების გამჟღავნება მესამე პირებისთვის, მათ შორის, კლიენტის სახელით მომსახურებით სარგებლობის მიზნით.
9.2. კლიენტი ვალდებულია აუნაზღაუროს Paysera-ს ნებისმიერი ზიანი, ჯარიმა და სხვა ფინანსური სანქცია, რომელიც დაეკისრა Paysera-ს კლიენტის ბრალით, ხელშეკრულების პირობების (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების 9.1 პუნქტის პირობების), მისი დანართების, Paysera-ს წესების, რეკომენდაციების შეუსრულებლობით.
9.3. კლიენტი პასუხისმგებელია და იღებს ვალდებულებას, აანაზღაუროს მის მიერ Paysera-ს მომსახურებით სარგებლობისა და წინამდებარე ხელშეკრულების ან მისი დანართების, Paysera-ს წესების, რეკომენდაციების დარღვევით Paysera-ს, Paysera-ს სხვა კლიენტებისა და მესამე მხარისთვის მიყენებული ზარალი. თუ აღმოჩნდება, რომ კლიენტის პროფილი შეიქმნა ყალბი ან არასწორი დოკუმენტების წარდგენით, კლიენტს ეკისრება პირგასამტეხლო 300 (სამასი) ლარის ოდენობით (აღნიშნული ოდენობის თანხა ითვლება მინიმალურ დანაკარგად/ზიანად, რომელიც არ საჭიროებს დადასტურებას), რომელიც Paysera უფლებამოსილია უაქცეპტოდ ჩამოჭრას კლიენტის ანგარიშიდან. ზარალის უფრო დიდი ოდენობა დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით. უკანონო საქმიანობის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, Paysera მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს.
10. მხარეთა მიერ შეტყობინებების გაგზავნა, კლიენტთან კომუნიკაცია და კონსულტაცია
10.1. კლიენტი ადასტურებს და ეთანხმება, რომ Paysera-ს მიერ შეტყობინების წარდგენა განხორციელდება Paysera-ს ვებ.გვერდზე მისი განთავსებისა ან/და კლიენტის მიერ პროფილში ასახულ ელ.ფოსტის მისამართზე, მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით. კლიენტი ადასტურებს, რომ Paysera-ს მიერ შეტყობინების ნებისმიერი ზემოაღნიშნული გზით წარდგენა, ჩაითვლება შეტყობინების სათანადო წარდგენად. თუ შეტყობინება არ არის დაკავშირებული ხელშეკრულების 10.3 პუნქტით გათვალისწინებულ ცვლილებასთან, ითვლება რომ კლიენტმა შეტყობინება მიიღო Paysera-ს ვებ.გვერდზე მისი განთავსებიდან, ხოლო კლიენტისთვის ელ.ფოსტის მისამართზე ან მობილურ ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში - გაგზავნიდან 24 საათის განმავლობაში. თუ შეტყობინება წერილობითი დოკუმენტის სახით გაიგზავნა ფოსტით, ითვლება რომ კლიენტმა ის მიიღო გაგზავნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტი შეტყობინებას ფაქტობრივად მიიღებს ამ ვადაზე ადრე ან გვიან. თუ Paysera-ს შესაბამის დოკუმენტში (დანართი, წესი, პროცედურა, შეთანხმება, ხელშეკრულება, რეკომენდაცია და სხვა), სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ითვლება, რომ კლიენტისაგან შეტყობინებები (პრეტენზიები, მოთხოვნები ან საჩივრები) მიღებულია მათი წარდგენის დღეს, თუ ისინი წარდგენილია Paysera-ს სამუშაო დღის განმავლობაში. მითითებულ ვადის შემდეგ გაგზავნილი შეტყობინებები Paysera-ს მიერ მიღებულად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღეს.
10.2. იმ შემთხვევაში, თუ მხარე წარმოდგენილია ერთობლივად რამდენიმე პირისაგან (ერთობლივი ანგარიშის მფლობელები და ა.შ. გარდა სპეციფიკური საფინანსო პროდუქტებისა[ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესით“ განსაზღვრული სპეციფიკური საფინანსო პროდუქტი.]), Paysera-ს უფლება აქვს, შეტყობინება წარუდგინოს აღნიშნულთაგან ნებისმიერ პირს. პირმა, რომელმაც მიიღო შეტყობინება/ინფორმაცია, ვალდებულია ის გადასცეს ხელშეკრულებაში მითითებულ დანარჩენ პირებს.
10.3. ხელშეკრულებაში მოცემული პირობების არსებითი ცვლილებების, მათ შორის, საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შესახებ კლიენტს ეცნობება ცვლილების ძალაში შესვლამდე არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე, სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის მნიშვნელოვანი პირობების ცალმხრივი ცვლილებების შესახებ, კლიენტს ეცნობება ცვლილების ძალაში შესვლამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე. ითვლება, რომ კლიენტმა მიიღო შეტყობინება და ცვლილებები ძალაში შევა კლიენტისთვის შეტყობინების პროფილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მისამართზე ან მობილურ ტელეფონის ნომერზე შეტყობინების (რომელშიც მითითებულია შესაბამისი ვებ.გვერდის ბმული) გაგზავნიდან, წინამდებარე პუნტით განსაზღვრული შესაბამისი ვადის ამოწურვის შემდეგ. ინფორმაცია ხელშეკრულების პირობებში ცვლილებების შეტანის შესახებ დამატებით ქვეყნდება Paysera-ს ვებ.გვერდზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება ეხება კონკრეტულ კლიენტს.
10.4. ხელშეკრულების 10.3 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინებების ვადა არ ვრცელდება და შეტყობინების მიწოდება განხორციელდება 10.1 პუნქტით გათვალისწინებული წესით, თუ:
10.4.1. ხელშეკრულების პირობები იცვლება კანონმდებლობის ცვლილების გამო;
10.4.2. მომსახურების ტარიფები მცირდება ან ხელშეკრულების პირობები იცვლება კლიენტის სასარგებლოდ;
10.4.3. დაემატა ახალი მომსახურება ან არსებული მომსახურების ნაწილი, რომლით სარგებლობაც კლიენტის სურვილზე იქნება დამოკიდებული.
10.4.4. სტილისა და გრამატიკული შესწორებები, წინადადების, პუნქტის ან მუხლის პერიფრაზირება და გადატანა ხელშეკრულების უკეთ გასაგებად; მუხლების მაგალითების მიწოდება და სხვა ცვლილებები, რომლებიც არ ამცირებს ან ზღუდავს კლიენტის უფლებებს და არ ზრდის კლიენტის პასუხისმგებლობას ან არ ამძიმებს მის მდგომარეობას.
10.5. თუ ცვლილება ხორციელდება ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული და კლიენტის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო, ცვლილების/ფასის ზრდის შესახებ კლიენტს შეტყობინება წარედგინება ცვლილების/ფასის ზრდის შემდეგ ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
10.6. კლიენტისათვის ცნობილია, რომ კანონმდებლობით ან Paysera-ს შესაბამისი დოკუმენტით (დანართი, წესი, პროცედურა, შეთანხმება, ხელშეკრულება და სხვა) შეიძლება განისაზღვროს შეტყობინების სხვა ვადა ან/და წესი.
10.7. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით, კლიენტი ვალდებულია რეგულარულად, მინიმუმ დღეში ერთხელ, შეამოწმოს Paysera-ს ვებ.გვერდი, საკუთარი ელ.ფოსტა და შეტყობინებების მიღების სხვა საშუალებები, რომლებიც მითითებულია პროფილში.
10.8. მხარეთა შეტყობინება ხორციელდება დაშვებულ ენაზე.
10.9. კლიენტი იღებს ვალდებულებას საკუთარ პროფილში ასახოს და ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ განაახლოს საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი და მისამართი), რომლის საშუალებით, Paysera-ს შეუძლია ოპერატიულად დაუკავშირდეს კლიენტს ან მის წარმომადგენელს. თუ კლიენტი არ განაახლებს საკონტაქტო მონაცემებს საკუთარ პროფილზე, კლიენტს ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ შედეგზე, რომელიც გამოწვეულია Paysera-გან შეტყობინების მიუღებლობით.
10.10. მესამე პირების შესაძლო უკანონო ქმედებებისგან კლიენტის ფულადი სახსრების დაცვის მიზნით, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს Paysera-ს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაკარგვისა ან ქურდობის შესახებ.
10.11. კლიენტს შეუძლია მიიღოს კონსულტაცია სისტემის და ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, Paysera-ს ვებ.გვერდზე მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე შეკითხვის გაგზავნის, მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურთან ზარის განხორციელების ან პროფილში მოთხოვნის ფორმის შევსების გზით. კლიენტის შეტყობინებები, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე ხელშეკრულებასთან, უნდა გაიგზავნოს Paysera-ს ვებ.გვერდზე მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე ან ხელშეკრულებაში მითითებულ Paysera-ს მისამართზე.
10.12. Paysera ვალდებულია, ხელშეკრულების 10.1 პუნქტში მითითებული პროცედურის შესაბამისად, წინასწარ აცნობოს კლიენტს სისტემის ან Paysera-ს მიერ მომსახურების მიწოდებაში მონაწილე მესამე პირების სისტემების ან/და აღჭურვილობის ცნობილი და შესაძლო ტექნიკური გაუმართაობის შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს Paysera-ს მომსახურების გაწევაზე.
10.13. Paysera-ს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს მომსახურების ინტეგრაციის ტექნიკური გადაწყვეტილება. აღნიშნული სახის ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეტყობინება, რომელიც საჭიროებს შესწორებებს კლიენტის პროგრამულ უზრუნველყოფაში, იგზავნება ცვლილების დანერგვამდე არაუგვიანეს 90 (ოთხმოცდაათი) დღით ადრე. ცვლილებები, რომლებიც საჭიროა კლიენტის მხრიდან, ხორციელდება კლიენტის ხარჯზე.
10.14. მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ერთმანეთს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. კლიენტი ვალდებულია წარადგინოს გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები (მაგ. სახელის, გვარის, ხელმოწერის, ტელეფონის ნომრის, მისამართის, ელ.ფოსტის მისამართის და სხვა საკონტაქტო მონაცემების ცვლილება; პირადი დოკუმენტები ან იმ პირის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განკარგონ ანგარიშზე არსებული თანხები და ა.შ.) მიუხედავად იმისა, ეს ინფორმაცია უკვე აისახა თუ არა საჯარო ან შესაბამის რეესტრში.
10.15. Paysera-ს უფლება აქვს, მოითხოვოს საზღვარგარეთ შედგენილი დოკუმენტების თარგმნა, ლეგალიზება ან აპოსტილით დამოწმება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონმდებლობით/საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არის განსაზღვრული.
10.16.Paysera-თვის წარსადგენი დოკუმენტების შედგენის, წარდგენის, დადასტურების და თარგმნის ხარჯი ეკისრება კლიენტს.
10.17.კლიენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გაეცნოს ხელშეკრულების მოქმედ რედაქციას, მის დანართებსა და ტარიფებს Paysera-ს ვებ.გვერდზე.
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა
11.1. Paysera-ს უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანის ცვლილებები და დამატებები ხელშეკრულებაში, წინამდებარე ხელშეკრულების მე-10 მუხლით დადგენილი წესით.
11.2. კლიენტს უფლება არ აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ხელშეკრულებაში.
11.3.კლიენტს უფლება აქვს დაეთანხმოს ცვლილებებს ან უარი თქვას Paysera-ს მიერ ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებებზე, ცვლილებების ამოქმედებამდე Paysera-თვის წერილობითი შეტყობინების წარდგენის გზით. თუ კლიენტი არ აცნობებს Paysera-ს ცვლილებაზე უარის შესახებ მათი ძალაში შესვლის მომენტამდე, ჩაითვლება, რომ კლიენტი ეთანხმება ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებებს და ისინი ამოქმედდება მათი ძალაში შესვლისათვის განსაზღვრულ დღეს. თუ კლიენტი არ ეთანხმება ცვლილებას, ის უფლებამოსილია, ცვლილების ამოქმედებამდე, შეწყვიტოს ხელშეკრულება Paysera-თვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წარდგენის გზით. აღნიშნულ შემთხვევაში, არ ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების 12.11 პუნქტით განსაზღვრული ვადა, თუ ხელშეკრულების შესაბამისი დანართიდან ან შესაბამისი პროდუქტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
11.4.ხელშეკრულების დანართში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება შესაბამის დანართში განსაზღვრული წესის თანახმად. თუ დანართით არ არის განსაზღვრული ცლილებისა და დამატების შეტანის პირობები, გამოიყენება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ცვლილებისა და დამატების შეტანისა და აღნიშნული შესახებ შეტყობინების პირობები.
11.5.მხარეებს შეუძლიათ წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე ხელშეკრულებაში ან დანართებში განსაზღვრონ ხელშეკრულების ან დანართებისაგან განსხვავებული ან დამატებითი პირობები. აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად, Paysera ამზადებს შეთანხმების (შეთანხმება შეიძლება წარმოდგენილ იქნას დეკლარაციის ფორმით ანუ მხოლოდ კლიენტის მიერ ხელმოწერილი) პროექტს და უგზავნის მას კლიენტს ელ.ფოსტით. თუ კლიენტი ეთანხმება შეთანხმების პირობებს, ის ხელს აწერს მას და შეთანხების სკანიბერებულ ვერსიას უგზავნის Paysera-ს ელ.ფოსტით. Paysera-ს უფლება აქვს, მოითხოვოს კლიენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერილი შეთანხმების დედნის Paysera-ს მიერ მიღების შემდეგ. თუ შეთანხმების დედანი, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე წარმოდგენილ უნდა იქნას ფოსტით, შეთანხმებაზე Paysera-ს ხელმოწერა არ არის აუცილებელი და შესაბამისად, Paysera არ არის ვალდებული, კლიენტს ხელმოწერილი დოკუმენტი უკან გაუგზავნოს.
12. მომსახურების შეჩერება. ხელშეკრულების შეწყვეტა (პროფილის წაშლა)
12.1. Paysera-ს საკუთარი შეხედულებისამებრ და კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით, Paysera-ს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებლივი აქტებისა და კლიენტის ინტერესების გათვალისწინებით, უფლება აქვს ცალმხრივად და წინასწარი შეტყობინების გარეშე, განახორციელოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი ქმედება:
12.1.1. შეაჩეროს ან არ განახორციელოს ერთი ან რამდენიმე გადარიცხვა;
12.1.2. სრულად ან ნაწილობრივ შეაჩეროს კლიენტისთვის მომსახურების გაწევა;
12.1.3.შეზღუდოს კლიენტის წვდომა პროფილზე;
12.1.4. დააკავოს კლიენტის თანხები, რომლებიც დავის/განხილვის საგანია;
12.1.5. დაბლოკოს ანგარიში (ე.ი.სრულად ან ნაწილობრივ შეზღუდოს გადახდის ოპერაციები ანგარიშზე) ან/და საგადახდო ინსტრუმენტი (ე.ი. სრულად ან ნაწილობრივ აკრძალოს საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენება);
12.1.6. უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე;
12.1.7. კლიენტის ანგარიშზე დაბლოკილი სახსრები დააბრუნოს თანხების თავდაპირველ გადმომგზავნთან (გადამხდელთან);
12.2. წინამდებარე ხელშეკრულების 12.1.1-12.1.7 პუნქტებით განსაზღვრული ზომები შესაძლოა გამოყენებულ იქნას შემდეგ შემთხვევებში:
12.2.2. თუ კლიენტის საქმიანობამ, რომელსაც ის ახორციელებს Paysera ანგარიშის გამოყენებით შეუძლია მიაყენოს ზიანი Paysera-ს საქმიან რეპუტაციას;
12.2.2. თუ კლიენტის საქმიანობამ, რომელსაც ის ახორციელებს Paysera ანგარიშის გამოყენებით შეუძლია მიაყენოს ზიანი Paysera-ს საქმიან რეპუტაციას;
12.2.3. თუ კლიენტი არ ასრულებს იდენტიფიკაციის აუცილებელ პროცედურებს, ან არ წარადგენს Paysera-ს მიერ მოთხოვნილ აუცილებელ ინფორმაციას, ან წარადგენს ინფორმაციას ან დოკუმენტებს, რომელიც არ შეესაბამება კანონმდებლობის ან Paysera-ს მოთხოვნებს, ან Paysera-ს აქვს საფუძვლიანი ეჭვი წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობასა ან ნამდვილობასთან დაკავშირებით, ან Paysera-ს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, კლიენტის მიერ ხელშეკრულების მე-9 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით;
12.2.4. თუ კლიენტისათვის მომსახურების გაწევამ და კლიენტის საქმიანობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მესამე პირთა ინტერესებს;
12.2.5. თუ არსებობს გადახდის ინსტრუმენტის ან/და ანგარიშზე არსებული სახსრების უსაფრთხოების ობიექტურად დასაბუთებული მიზეზები, ან გადახდის ინსტრუმენტის ან/და ანგარიშზე არსებული სახსრების არაავტორიზებული ან თაღლითური გამოყენების ეჭვი;
12.2.6. თუ Paysera-თვის ცნობილი გახდება გადახდის ინსტრუმენტის ქურდობის ან დაკარგვის შესახებ; გადახდის ინსტრუმენტის უკანონო შეძენის ან არაავტორიზებული გამოყენების ფაქტის დადასტურების ან ეჭვის არსებობისას; თუ დადასტურდა ფაქტი ან არსებობს ვარაუდი, რომ გადახდის ინსტრუმენტის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები (მათ შორის, ავთენთიფიკაციის მახასიათებლები) ცნობილი გახდა ან შესაძლოა გამოყენებულ იქნას მესამე პირის მიერ; თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სახსრები ან/და გადახდის ინსტრუმენტი შეიძლება უკანონოდ გამოიყენოს მესამე პირმა, ან ანგარიში ან/და გადახდის ინსტრუმენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას უკანონო საქმიანობისთვის;
12.2.7. თუ Paysera მიიღებს დადასტურებულ ინფორმაციას კლიენტის გარდაცვალების შესახებ;
12.2.8. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;
12.2.9. ხელშეკრულებით ან მისი დანართით, შეთანხმებით, წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
12.3. ხელშეკრულების 12.1.7 პუნქტში მითითებული ქმედება შეიძლება განხორციელდეს კლიენტის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ Paysera-ს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კლიენტი ეწევა/ჩართულია თაღლითურ საქმიანობაში. აღნიშნულ შემთხვევაში, კლიენტს ჯერ ეზღუდება ანგარიშზე არსებული გადმომრიცხავის (გადამხდელის) მიერ ჩარიცხული სახსრების განკარგვის უფლება (თანხა იბლოკება) და თუ კლიენტი არ შეასრულებს აუცილებელ ქმედებებს (დამატებით არ გაივლის იდენტიფიკაციის პროცედურას, არ წარმოადგენს მოთხოვნილ დოკუმენტებს) ან დადგენილ ვადაში არ წარმოადგეს აღნიშნული შემთხვევის დასაბუთებულ განმარტებას/საფუძველს, აღნიშნული თანხა შეიძლება დაუბრუნდეს თანხის გადმომრიცხავს (გადამხდელს) ან/და ინფორმაცია წარედგინოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ან სამართალდამცავ ორგანოს. აღნიშნული ქმედება, ასევე შესაძლოა განხორციელდეს, თანხის გადამხდელის ანგარიშზე დაბრუნების შესახებ Paysera-სთვის წარდგენილი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე.
12.4. ხელშეკრულების 12.1 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვების მიზანია დაიცვას Paysera, მესამე პირები და კლიენტი შესაძლო ფინანსური სანქციების, დანაკარგებისა და სხვა არასასურველი შედეგებისგან.
12.5. ხელშეკრულების 12.1 პუნქტით განსაზღვრული ზომის გამოყენებისასკლიენტისათვის კუთვნილი თანხის დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ, კლიენტს ეცნობება მომსახურების შეჩერების/შეწყვეტის მომენტიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეასუსტებს უსაფრთხოების ზომებს ან აკრძალულია კანონით;
12.6. კლიენტის ან მისი ანგარიშის მეშვეობით ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელების საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, Paysera-ს უფლება აქვს, გაფრთხილებისა და დასაბუთების გარეშე, სრულად ან ნაწილობრივ შეაჩეროს კლიენტისთვის მომსახურების გაწევა 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში, აღნიშნული ვადის შეუზღუდავი რაოდენობით გახანგრძლივების უფლებით, გონივრული ეჭვის სრულად გაქარწყლებამდე ან დადასტურებამდე.
12.7. თუ Paysera-ს აქვს ანგარიშზე ან კლიენტის პროფილზე არასანქცირებული წვდომის საფუძვლიანი ეჭვი, Paysera-ს უფლება აქვს, სრულად ან ნაწილობრივ, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეაჩეროს კლიენტის მომსახურება. აღნიშნულ შემთხვევაში, Paysera ატყობინებს კლიენტს მომსახურების შეჩერების შესახებ და აწვდის ინფორმაციას თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოს კლიენტმა, შეჩერებული მომსახურების განახლებისათვის.
12.8. Paysera აუქმებს პროფილის, ანგარიშის და/ან გადახდის ინსტრუმენტის ბლოკირებას (ან ცვლის გადახდის ინსტრუმენტს ახლით), როდესაც მათი დაბლოკვის მიზეზი აღმოიფხვრება.
12.9. ანგარიში და/ან გადახდის ინსტრუმენტი კლიენტის ინიციატივით იბლოკება, თუ კლიენტი Paysera-ს წარუდგენს შესაბამის მოთხოვნას ან აცნობებს, რომ კლიენტის გადახდის ინსტრუმენტი მოიპარეს ან დაიკარგა, ან ანგარიშზე არსებული თანხები და/ან გადახდის ინსტრუმენტი გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნას არაკანონიერი გზით. Paysera-ს უფლება აქვს მოითხოვოს ანგარიშის ან/და გადახდის ინსტრუმენტის დაბლოკვის ზეპირი მოთხოვნის, კლიენტის მიერ მოგვიანებით, წერილობით ან Paysera-თვის მისაღები სხვა გზით დადასტურება. თუ ანგარიში და/ან გადახდის ინსტრუმენტი დაიბლოკა კლიენტის ინიციატივით, Paysera-ს უფლება აქვს გააუქმოს დაბლოკვა მხოლოდ კლიენტისგან წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდეგ ან გამოიყენოს კლიენტის იდენტიფიკაციის სხვა პროცედურები, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. Paysera-ს უფლება აქვს ჩაანაცვლოს დაბლოკილი საგადახდო ინსტრუმენტი ახლით.
12.10. Paysera არ არის პასუხისმგებელი კლიენტისთვის მომსახურების გაწევის შეჩერებით, შეწყვეტით, ანგარიშის და/ან გადახდის ინსტრუმენტის დაბლოკვით ან სხვა ქმედებებით გამოწვეულ ზიანზე, თუ აღნიშნული ქმედებები განხორციელდა ხელშეკრულებაში ან მის დანართებში განსაზღვრული წესით და საფუძვლით. 12.
12.11. კლიენტს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მისი დანართები, ასევე უარი თქვას მომსახურების გაწევაზე, აღნიშნულის შესახებ Paysera-თვის 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი წერილობით შეტყობინების საფუძველზე. აღნიშნული ვადა არ ვრცელდება 11.3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევაზე. თუ კლიენტი წყვეტს ხელშეკრულებას, ანგარიშზე არსებული თანხა უბრუნდება კლიენტს მის მიერ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.
12.12. Paysera-ს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მისი დანართები, ასევე უარი თქვას მომსახურების გაწევაზე მიზეზის მითითების გარეშე, აღნიშნულის შესახებ კლიენტის, წინამდებარე ხელშეკრულების მე-10 მუხლით განსაზღვრული წესით, 60 (სამოცი) დღით ადრე შეტყობინების გზით. Paysera-ს ასევე უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მისი დანართები, უარი თქვას მომსახურების გაწევაზე, წინამდებარე ხელშეკრულების 12.2 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლით, კლიენტის 30 (ოცდაათი) დღით ადრე, ხელშეკრულების მე-10 მუხლით განსაზღვრული წესით შეტობინების გზით. იმ შემთხვევებში, თუ აღმოჩნდება, რომ კლიენტი ახორციელებს დანაშაულებრივ ან/და უკანონო ქმედებას ანგარიშის მეშვეობით, თუ Paysera-ს გაუჩნდება ეჭვი კლიენტის ერთი ან რამდენიმე ტრანზაქციის კანონიერებასთან დაკავშირებით, თუ Paysera-თვის ცნობილი გახდება ან არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, ტერორიზმის დაფინანსებაში ან სხვა სახის სავარაუდო დანაშაულში კლიენტის, მისი წარმომადგენლის, ბენეფიციარი მესაკუთრის ან კლიენტთან დაკავშირებული სხვა პირის შესაძლო მონაწილეობის შესახებ, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, Paysera-ს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება წინასწარი გაფრთხილების გარეშე. Paysera-ს ასევე უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება ან ნაწილობრივ შეწყვიტოს მომსახურება, კლიენტის მიერ ცვლილებაზე უარის შემთხვევაში, ცვლილების ამოქმედების თარიღის შემდეგ, წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ვალდებულების ვადის დაცვის გარეშე.
12.13. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, Paysera კლიენტის ანგარიშიდან ჩამოჭრის მისთვის გაწეული მომსახურებების საფასურს, კლიენტის ვალდებულებებიდან გამომდინარე Paysera-ს კუთვნილ თანხებს, ასევე კლიენტის მიზეზით გადახდილი ჯარიმების/პირგასამტეხლოს და იმ დანაკარგების, ზარალის თანხებს, რომლებიც Paysera-ს მიადგა კლიენტის მიზეზით. თუ კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე არსებული თანხა არასაკმარისია წინამდებარე პუნქტით განსაზღვრულო თანხის დასაფარად, კლიენტი იღებს ვალდებულებას, საჭირო თანხა ჩარიცხოს Paysera-ს მიერ მითითებულ ანგარიშზე 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში. თუ Paysera დაიბრუნებს მესამე პირებისთვის გადახდილი თანხის ნაწილს, ის ვალდებულებას იღებს, დაუბრუნოს კლიენტს აღნიშნული ოდენობის თანხა.
12.14. გენერალური ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებს კლიენტს Paysera-ს მიმართ ყველა იმ ვალდებულების სათანადო შესრულებისგან, რომელიც წარმოიშვა მის შეწყვეტამდე.
12.15. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ანგარიშზე არსებული სახსრები გადაირიცხება კლიენტის მიერ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.
13. კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა
13.1.მხარეები იღებენ ვალდებულებას, დაიცვან ერთმანეთის ტექნიკური და კომერციული ინფორმაციის კონფიდენციალობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნული არ შეეხება: ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მეორე მხარისაგან დამოუკიდებლად; ინფორმაციას, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან; ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. მხარეები იღებენ ვალდებულებას, არ გაუმჟღავნონ აღნიშნული ინფორმაცია მესამე პირებს ხელშეკრულების მეორე მხარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის გარეშე.
13.2. კლიენტი თანახმაა, Paysera-მ დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები კლიენტისთვის მომსახურების გაწევისა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულების მიზნით. მხარეები უზრუნველყოფენ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისას მიღებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას.
13.3. კლიენტი თანახმაა, Paysera-მ მომსახურების გაწევის, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებების გაგზავნის, განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების და პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, გამოიყენოს სისტემაში ასახული კლიენტის პერსონალური მონაცემები.
13.4. მონაცემთა შენახვისა და მათი დაცვის საკითხები რეგულირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს, რომელსაც კლიენტი გაეცნო და იღებს მისი შესრულების ვალდებულებას.
13.5. კლიენტი იღებს ვალდებულებას, დაიცვას და არ გაუმჟღავნოს მესამე პირებს მის მიერ შექმნილი ან წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მისთვის მიწოდებული პაროლი ან გადახდის ინსტრუმენტების სხვა პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლები, მათ შორის, სხვა პირის მიერ მისი სახელით მომსახურებით სარგებლობის მიზნით. თუ კლიენტმა არ შეასრულა ეს ვალდებულება ან/და შეეძლო, მაგრამ არ აღკვეთა ეს ან/და განზრახ ან გაუფრთხილებლობით განახორციელა აღნიშნული ქმედებები, კლიენტს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა აღნიშნულით გამოწვეულ შედეგებზე და იღებს ვალდებულებას სრულად აუნაზღაუროს მესამე პირებს აღნიშნული ქმედებით ან უმოქმედობით მიყენებული ზიანი.
13.6. თუ კლიენტმა დაკარგა მისი პროფილის ან სხვა პაროლი, ან ის ცნობილი გახდა მესამე პირისათვის კლიენტის ან Paysera-ს ბრალის/მიზეზის გარეშე, ასევე რეალური საფრთზე შეექმნა ან შეიძლება შეექმნას კლიენტის პროფილს, კლიენტი იღებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ შეცვალოს პაროლები, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეატყობინოს Paysera-ს ხელშეკრულების მე-10 მუხლში მითითებული საშუალებებით. Paysera არ არის პასუხისმგებელი შეუტყობინებლობით გამოწვეულ შედეგებზე.
13.7. ხელშეკრულების 13.6 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებისთანავე, Paysera დაუყოვნებლივ ზღუდავს კლიენტის პროფილზე წვდომას და აჩერებს მომსახურებას, სანამ კლიენტს არ მიენიჭება ან არ შეიქმნება ახალი პაროლი.
13.8. Paysera კლიენტის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ანგარიშთან დაკავშირებული ელ.ფოსტა და ასევე სხვა საშუალებები (მაგ. მობილურის ტელეფონის ნომერი), რომლებიც კლიენტის არჩევნით დაკავშირებულია მის ანგარიშთან, გამოიყენება როგორც კლიენტთან კომუნიკაციის ან/და კლიენტის იდენტიფიკაციისათვის. ამიტომ, კლიენტმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული საშუალებების და მათზე შესვლის უფლების მიმნიჭებელი მონაცემების დაცულობა. კლიენტი სრულად პასუხისმგებელია საკუთარი ელ.ფოსტასა და მის მიერ გამოყენებული სხვა საშუალებების წვდომის უსაფრთხოებაზე, ასევე მათ პაროლებზე. პაროლი წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, შესაბამისად, კლიენტი სრულად არის პასუხისმგებელი მის გამჟღავნებასა და ყველა იმ ოპერაციაზე, რომელიც ხორციელდება შესაბამის პროფილზე შესვლის ან სხვა გადახდის ინსტრუმენტით სარგებლობისთვის პაროლის გამოყენების შემდეგ. Paysera გირჩევთ, დაიმახსოვროთ პაროლები და არ ჩაიწეროთ ისინი, არ შეიყვანოთ ისეთ მოწყობილობებზე, სადაც მათი ნახვა შესაძლებელი იქნება სხვა პირებისთვისაც.
13.9. Paysera-ს უფლება აქვს გადასცეს კლიენტისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს, სხვა უფლებამოსილ ორგანოებს, თუ მსგავსი ვალდებულება განსაზღვრულია კანონმდებლობით ან იმ მიზნით, რომ დადგინდეს დაირღვა თუ არა ეს ხელშეკრულება ან შესაბამისი ნორმატიული აქტი.
13.10. კლიენტი Paysera-ს ანიჭებს უფლებას უშუალოდ ან მესამე პირების მეშვეობით, მიიღოს აუცილებელი ზომა (მათ შორის, მაგრამ არ მხოლოდ, წარადგინოს მესამე პირებთან მოთხოვნა), კლიენტის ვინაობისა და კლიენტის მიერ წარმოდგენილი მონაცემების ნამდვილობის დადგენის მიზნით.
13.11. Paysera-ს უფლება აქვს ჩაწეროს კლიენტთან სატელეფონო საუბარი. მხარეები თანხმდებიან, რომ სატელეფონო საუბრები, აგრეთვე ფოსტით და სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით, მათ შორის ელექტრონული ფოსტით, გაგზავნილი შეტყობინებები შეიძლება გამოყენებულ იქნას მტკიცებულებად მხარეებს შორის დავების შემთხვევაში. წინამდებარე ხელშეკრულებით, კლიენტი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია და ეთანხმება Paysera-ს უფლებამოსილებას ჩაიწეროს ნებისმიერი სატელეფონო საუბარი კლიენტთან ან/და მის წარმომადგენელთან დამატებითი გაფრთხილებისა და შეტყობინების გარეშე. კლიენტს ასევე აქვს უფლება, პირადი მიზნებისათვის, ჩაწეროს და შეინახოს სატელეფონო საუბრები და სხვა კორესპონდენცია.
13.12. კლიენტი ინფორმირებულია და თანახმაა, რომ მისი ანგარიშის ნომერი და გადარიცხვის განსახორციელებლად საჭირო პერსონალური მონაცემები შეიძლება ცნობილი გახდეს Paysera-ს /Paysera-ს ქსელში შემავალი კომპანიის სხვა კლიენტისათვის, რომელიც აპირებს კლიენტისთვის თანხის გადარიცხვას. აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომი ხდება თანხის გადმომრიცხველიკლიენტის მიერ თანხის მიმღები კლიენტის სისტემაში დადასტურებული უნიკალური იდენტიფიკატორის (ანგარიშის ნომერი, EVP ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი) მითითებისას;
კლიენტის თანხმობით, მისი მონაცემები შეიძლება ასევე გადაეცეს გადახდის ინიციირების ან ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების პროვაიდერს. Paysera-მ შესაძლოა უარი უთხრას ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების პროვაიდერს ან გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს კლიენტის ანგარიშზე წვდომაზე, ობიექტური და სათანადოდ დასაბუთებული მიზეზით, რომელიც დაკავშირებულია მათ მიერ ან მათი საშუალებით ანგარიშზე არაავტორიზებულ ან თაღლითურ წვდომასთან, ან/და გადახდის ოპერაციის არაავტორიზებულ ან თაღლითურ ინიციირებასთან. აღნიშნულ შემთხვევაში, Paysera აცნობებს კლიენტს ანგარიშზე წვდომის შეზღუდვის შესახებ მიზეზის მითითებით. ეს ინფორმაცია, თუ შესაძლებელია, კლიენტს უნდა მიეწოდოს ანგარიშზე წვდომის შეზღუდვამდე, მაგრამ არაუგვიანეს წვდომის შეზღუდვისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის მიწოდება დაუშვებელია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული მიზეზებით, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
13.14.კლიენტისათვის ცნობილია, რომ Paysera შეაგროვებს/დაამუშავებს კლიენტის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე ინფორმაცია მუშავდება კლიენტის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული მომხმარებლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირები). კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. Paysera უფლებამოსილია კლიენტის სასესხო/გარესაბალანსო ვალდებულებების მოქმედების პერიოდში განახორციელოს კლიენტის საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის გადამოწმება ბიუროში კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, კლიენტის არსებული ვალდებულების მონიტორინგის ან/და ახალი საკრედიტო/სასესხო/გარესაბალანსო ვალდებულების გადამხდელუნარიანობის შეფასების მიზნებისათვის.
13.15.წინამდებარე ხელშეკრულებით, დანართებით, Paysera-სთან გაფორმებული სხვა ხელშეკრულებით, შეთანხმებით და სხვა ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში, დავალიანების კლიენტისაგან ამოღების მიზნებისათვის, კლიენტი უფლებამოსილებას ანიჭებს Paysera -ს კლიენტთან და წინამდებარე ხელშეკრულებით, დანართებით, Paysera -სთან გაფორმებული სხვა ხელშეკრულებით, შეთანხმებით და სხვა ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს ასევე სხვა მესამე პირებს.
13.16.Paysera უფლებამოსილია კლიენტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გადასცეს მესამე პირს კლიენტის მიმართ არსებული მოთხოვნის დათმობის მიზნით.
13.17.Paysera უფლებამოსილია კლიენტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი მიაწოდოს გარე აუდიტორს, კონსულტანტს, მრჩეველს, რომელიც Paysera-ს უწევს პროფესიულ მომსახურებას.
13.18.Paysera უფლებამოსილია (ა) კლიენტის პერსონალური მონაცემები და საკრედიტო ვალდებულებებთან დაკავშირებული მონაცემები გადასცეს სადაზღვევო კომპანიას, რომელიც საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით სადაზღვევო მომსახურებას გაუწევს Paysera - ს ან/და კლიენტს; (ბ) კლიენტისათვის შესაბამისი მომსახურების გაწევის/პროდუქტის მიწოდების ფარგლებში ქონების შეფასების/ღირებულების განსაზღვრის მიზნით, შეფასებისათვის საჭირო ინფორმაცია (მათ შორის კლიენტის პერსონალური მონაცემები) გადასცეს გარე შემფასებელს.
13.19.კლიენტი ადასტურებს, რომ Paysera უფლებამოსილია: (ა) პროფილში ასახულ კლიენტის ტელეფონის ნომერზე ან ელექტონული ფოსტის მისამართზე, როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ისე შემდგომ, გააგზავნოს Paysera-ს სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინებები ყოველგვარი შინაარსობრივი შეზღუდვის გარეშე. შეტყობინება შეიძლება გაგზავნილი იქნას როგორც Paysera-ს, ისე Paysera-ს მიერ შერჩეული მომსახურე კომპანიის მიერ. Paysera / Paysera-ს მიერ შერჩეული მომსახურე კომპანია ასევე უფლებამოსილია ზემოაღნიშნული ინფორმაცია კლიენტს შეატყობინოს სატელეფონო ზარის ან კომუნიკაციის სხვა საშუალების მეშვეობითაც; (ბ) კლიენტისათვის მომსახურების გაწევის ან/და საბანკო პროდუქტების შეთავაზების მიზნით, როგორც წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ისე მისი მოქმედების დასრულების შემდგომაც, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, ნებისმიერი საკრედიტო–საინფორმაციო მონაცემთა ბაზიდან ან/და სხვა წყაროდან მოიძიოს/გამოითხოვოს, გამოიყენოს ან სხვაგვარად დაამუშაოს კლიენტის შესახებ არსებული მონაცემები (მათ შორის პერსონალური მონაცემები და საკრედიტო ისტორიის შესახებ მონაცემები); (გ) დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით, კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები ან/და ინფორმაცია კლიენტის მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ, გადასცეს სხვა კომერციულ ბანკებს; (დ) Paysera-ს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული კვლევის განხორციელების მიზნით, კლიენტის პერსონალური ინფორმაცია გადასცეს კვლევის განმახორციელებელ პირს; (ე) საგადახდო მომსახურების პროვაიდერს გადასცეს კლიენტის/კლიენტის ანგარიშის შესახებ ის ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მისცემს მესამე პირებს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ან მათი აგენტების მეშვეობით კლიენტის საბანკო ანგარიშებზე განათავსონ თანხა.
13.20. კლიენტის შესახებ ნებისმიერი სახის მონაცემის/ინფორმაციის მოძიების/გამოთხოვის, გამოყენების, მესამე პირებისათვის გადაცემის და სხვაგვარად დამუშავების წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები ძალაში რჩება წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების დასრულების/შეწყვეტის შემდგომაც.
13.21.კლიენტი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ სხვა პირების შესახებ Paysera-თვის ინფორმაციის გადაცემამდე, კლიენტმა აღნიშნული პირებისგან უნდა მოიპოვოს თანხმობა მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და წინამდებარე ხელშეკრულების 13.22 პუნქტის შესაბამისად, ამ ინფორმაციის Paysera ქსელში შემავალი კომპანიებისთვის ხელმისაწვდომობაზე. შესაბამისად, მხარეები ადასტურებენ, რომ Paysera-ს მიერ აღნიშნულ პირთა მონაცემების დამუშავება ხორციელდება იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კლიენტს მოპოვებული აქვს წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული თანხმობა.
13.22.კლიენტისათვის ცნობილია, რომ Paysera წარმოადგენს Paysera ქსელში შემავალ კომპანიას, რაც Paysera-ს კლიენტს აძლევს შესაძლებლობას, საჭირო პროცედურების გავლის საფუძველზე, მიიღოს შესაბამისი მომსახურება Paysera ქსელში შემავალი კომპანიებისაგან, და Paysera-სა და Paysera ქსელში შემავალი სხვა კომპანიის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით მიიღოს საჭირო მხარდაჭერა მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრებში, შესაბამისად, აღნიშნული მიზნით, Paysera-ს მიერ კლიენტის შესახებ დამუშავებული/მოპოვებული/შენახული/უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი დაწესებულებისათვის/ორგანოსათვის წარდგენილი/და მათგან მიღებული კლიენტის პერსონალური/საბანკო (მათ შორის ანგარიშებისა და ოპერაციების შესახებ ინფორმაცია), საჭიროებისამებრ, ხელმისაწვდომია Paysera ქსელში შემავალი კომპანიებისათვის, აღნიშნული ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით. ამასთან, Paysera-თვის ხელმისაწვდომია Paysera ქსელში შემავალი კომპანიების მიერ კლიენტისათვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით კლიენტის შესახებ დამუშავებული/მოპოვებული/შენახული პერსონალური და მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. კლიენტი ადასტურებს, რომ მისთვის წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული პირობები ნათელი და გასაგებია. შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებზე დათანხმება Paysera-ს მიერ განიხილება, როგორც კლიენტის თანხმობა წინამდებარე პუნქტით განსაზღვრულ პირობებზე.
13.23.თუ კლიენტი, ხელშეკრულების 15.6 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების გარეშე, მიმართავს საჯარო ინფორმაციის საშუალებებს და მათი მეშვეობით კლიენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სადაო საკითხის შესახებ არ შეესაბამება Paysera-სთან არსებულ ინფორმაციას და ზიანს აყენებს Paysera-ს საქმიან რეპუტაციას, Paysera, თავისი კანონიერი ინტერესების დასაცავად, უფლებამოსილია კლიენტის მონაცემები გადასცეს საჯარო ინფორმაციის საშუალებებს.
14. მხარეთა პასუხისმგებლობა
14.1. თითოეული მხარე პასუხისმგებელია ყველა იმ ჯარიმაზე, პირგასამტეხლოზე და ზიანზე, რომელიც მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგად მიადგა მეორე მხარეს. აღნიშნული მხარე, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ამგვარი დარღვევის შედეგად მიყენებული პირდაპირი ზიანი. Paysera-ს პასუხისმგებლობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში, შეზღუდულია შემდეგი პირობით:
14.1.1. Paysera-ს პასუხს აგებს მხოლოდ იმგვარი პირდაპირი ზიანისათვის, რომელიც წარმოადგენს Paysera-ს მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირდაპირი და არსებითი დარღვევის უშუალო შედეგს და რომელიც Paysera-თვის წინასწარ, ხელშეკრულების დარღვევის დროს გონივრულობის ფარგლებში, იყო სავარაუდო;
14.1.2. Paysera არ არის პასუხისმგებელი კლიენტის მიერ მიუღებელ მოგებასა და შემოსავალზე, რეპუტაციულ და ბიზნეს დანაკარგზე, ასევე, არაპირდაპირ ზიანზე;
14.1.3. Paysera-ს პასუხისმგებლობის შეზღუდვა არ გამოიყენება, თუ ასეთი შეზღუდვა აკრძალულია მოქმედი კანონმდებლობით.
14.2. Paysera არ იძლევა სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირების გარანტიას, რადგან სისტემის მუშაობაზე შეიძლება გავლენა იქონიოს (შეაფერხოს) Paysera-ს კონტროლს მიღმა არსებულმა რიგმა ფაქტორმა. Paysera გაიღებს მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს სისტემის გამართული ფუნქციონირება, თუმცა, ის არ არის პასუხისმგებელი Paysera-ს ბრალის გარეშე სისტემის ფუნქციონირების შეფერხებით წარმოქმნილ შედეგებზე.
14.3. სისტემის შეფერხება შეიძლება გამოწვეული იყოს Paysera-ს მიზეზებით. Paysera არ ანაზღაურებს აღნიშნულის შედეგს, თუ სისტემა ხელმისაწვდომი იყო მთელი დროის 99%-ზე (ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი) მეტი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნული გამოითვლება სულ მცირე ბოლო 3 (სამი) თვის საშუალო მონაცემებით.
14.4. სისტემის გაუმართავ ფუნქციონირებად არ ითვლება როდესაც სისტემის შეკეთების, გაუმჯობესებისა და სხვა მსგავსი მიზეზის გამო, Paysera ზღუდავს სისტემაზე წვდომას დროებით, მაგრამ არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში და აღნიშნულის შესახებაც კლიენტს ეცნობება მინიმუმ 2 (ორი) კალენდარული დღით ადრე.
14.5. Paysera არ არის პასუხისმგებელი:
14.5.1. Paysera ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრასა და გადარიცხვებისთვის, ასევე სხვა სახის გადახდის ოპერაციისთვის, თუ კლიენტი არ იცავს თავის პაროლსა ან/და სხვა იდენტიფიკაციის საშულებებს, რის შედეგადაც ისინი ცნობილი ხდება სხვა პირებისთვის, ასევე მესამე პირების უკანონო ქმედებებზე და ოპერაციებზე, რომლებიც შესრულებულია ყალბი ან/და არალეგიტიმური დოკუმენტების ან უკანონოდ მიღებული მონაცემების გამოყენებით;
14.5.2. ბანკების, ანგარიშსწორების სისტემების და სხვა მესამე მხარის მიერ დაშვებული შეცდომების, არადროული გადახდების, დაკავებული თანხების გამო;
14.5.3. შედეგებზე, რომლებიც წარმოიქმნება, მესამე მხარის მიერ გამოწვეული, Paysera-ს კონტროლის მიღმა არსებული მიზეზით, Paysera-ს მიერ რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო;
14.5.4. შედეგებზე, რომლებიც წარმოიქმნება Paysera-ს მიერ ხელშეკრულების კანონიერი საფუძვლით შეწყვეტის, კლიენტის პროფილის/ანგარიშის გაუქმების ან მასზე წვდომის შეზღუდვის შედეგად, ასევე მომსახურების სრულად ან ნაწილობრივ გონივრული საფუძვლით შეზღუდვის ან შეწყვეტის შედეგად;
14.5.5. პროდუქტსა და მომსახურებაზე, რომელიც შეძენილია Paysera ანგარიშის გამოყენებით, ასევე სხვა მხარის მიერ ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების შეუსრულებლობისთვის, რომელთანაც გადახდები განხორციელდა Paysera ანგარიშის გამოყენებით;
14.6. კლიენტი ადასტრებს, რომ მისი ყველა ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულების შესრულებასთან, შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
14.7. კლიენტი სრულად არის პასუხისმგებელი Paysera-თვის წარდგენილი მონაცემების, დავალებებისა და დოკუმენტების სისწორეზე.
14.8. თუ Paysera-თვის ცნობილი გახდება არაავტორიზირებული გადახდის ოპერაციის შესახებ, Paysera დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნი სამუშაო დღის დასრულებისა, უბრუნებს კლიენტს არაავტორიზირებული გადახდის ოპერაციის თანხას და საჭიროების შემთხვევაში, არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის განხორციელებამდე არსებულ მდგომარეობაში აღადგენს ანგარიშს რომლიდანაც ჩამოიჭრა თანხა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც Paysera-ს აქვს თაღლითური ქმედების საფუძვლიანი ეჭვი და აღნიშნულის შესახებ აცნობებს შესაბამის ორგანოს.
14.7. კლიენტი სრულად არის პასუხისმგებელი Paysera-თვის წარდგენილი მონაცემების, დავალებებისა და დოკუმენტების სისწორეზე.
14.8. თუ Paysera-თვის ცნობილი გახდება არაავტორიზირებული გადახდის ოპერაციის შესახებ, Paysera დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნი სამუშაო დღის დასრულებისა, უბრუნებს კლიენტს არაავტორიზირებული გადახდის ოპერაციის თანხას და საჭიროების შემთხვევაში, არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის განხორციელებამდე არსებულ მდგომარეობაში აღადგენს ანგარიშს რომლიდანაც ჩამოიჭრა თანხა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც Paysera-ს აქვს თაღლითური ქმედების საფუძვლიანი ეჭვი და აღნიშნულის შესახებ აცნობებს შესაბამის ორგანოს.
14.9. თუ კლიენტი უარყოფს გადახდის ოპერაციის ავტორიზაციას ან აცხადებს, რომ გადახდის ოპერაცია არასწორად შესრულდა, Paysera ვალდებულია დაამტკიცოს, რომ გადახდის ოპერაცია ავთენთიფიცირებულია, სწორად დარეგისტრირდა და ჩაიწერა და რომ მას არ შეხებია რაიმე ტექნიკური ან სხვა სახის ხარვეზი.
14.10. კლიენტს ეკისრება პასუხისმგებლობა არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით არაავტორიზებული გადახდის ოპერაციების შედეგად დამდგარ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია დაკარგული ან მოპარული საგადახდო ინსტრუმენტებით ან მისი უკანონო გამოყენებით ან საგადახდო ინსტრუმენტების უკანონო მითვისებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
14.11. კლიენტს სრულად არის პასუხისმგებელი არაავტორიზებული გადახდის ოპერაციების შედეგად დამდგარ ნებისმიერ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია კლიენტის თაღლითური ქმედებით ან კლიენტის მიერ ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ვალდებულებების არაკეთილსინდისიერი, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობის გამო:
14.11.1. საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენება წინამდებარე ხელშეკრულებაში ან მის დანართებში, წესებში, რეკომენდაციაში გათვალისწინებული საგადახდო ინსტრუმენტის გაცემისა და გამოყენების მარეგულირებელი წესების შესაბამისად;
14.11.2. თუ კლიენტისათვის ცნობილი გახდა საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, ქურდობის, მითვისების ან არასანქცირებული გამოყენების შესახებ, ასევე თუ კლიენტისათვის ცნობილია ან ვარაუდობს, რომ საგადახდო ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლები ცნობილია მესამე პირისათვის ან შეიძლება გამოყენებულ იქნას მესამე პირის მიერ, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ Paysera-ს ან მის მიერ განსაზღვრულ სუბიექტს, წინამდებარე ხელშეკრულებით ან მის დანართით გათვალისწინებული საგადახდო ინსტრუმენტის გაცემისა და გამოყენების მარეგულირებელი წესების, რეკომენდაციების შესაბამისად;
14.11.3. საგადახდო ინსტრუმენტის მიღების შემდეგ დაიცვას საგადახდო ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლების უსაფრთხოება/ კონფიდენციალურობა.
14.12. თუ კლიენტი წინამდებარე ხელშეკრულების 13.6 პუნქტის შესაბამისად წარადგენს შეტყობინებას საგადახდო ინსტრუმენტების დაბლოკვასთან დაკავშირებით, დაკარგული, მოპარული ან უკანონოდ მითვისებული საგადახდო ინსტრუმენტის გამო დამდგარ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება Paysera-ს, გარდა კლიენტის არაკეთილსინდისიერი/თაღლითური ქმედებით გამოწვეული შემთხვევებისა.
14.13. თუ Paysera არ უზრუნველყოფს დაკარგული, მოპარული ან უკანონოდ მითვისებული საგადახდო ინსტრუმენტის შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინების შესაძლებლობას, ასევე თუ Paysera არ ითხოვს ძლიერ ავთენტიფიკაციას (კანონმდებლობი გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) საგადახდო ინსტრუმენტის არასანქცირებული გამოყენებით დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელია Paysera, გარდა კლიენტის არაკეთილსინდისიერი/თაღლითური ქმედებით გამოწვეული შემთხვევებისა.
14.14. კლიენტმა თვეში ერთხელ მაინც უნდა შეამოწმოს ინფორმაცია ანგარიშზე შესრულებული გადახდის ოპერაციების შესახებ და წერილობით აცნობოს Paysera-ს არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაციების, ასევე ამონაწერში არსებული ნებისმიერი სხვა შეცდომის, შეუსაბამობის ან უზუსტობის შესახებ. აღნიშნული შეტყობინება წარდგენილ უნდა იქნეს უმოკლეს ვადაში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე. კლიენტი უფლებამოსილია Paysera-ს მოსთხოვოს არაავტორიზებული ან არასწორად განხორცილებული ოპერაციის მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება თუ ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის დღიდან არ გასულა 13 (ცამეტი) თვე. კლიენტმა უნდა წარუდგინოს Paysera-ს ნებისმიერ ინფორმაცია პროფილში უკანონო შესვლის ან ანგარიშთან დაკავშირებული სხვა უკანონო ქმედებების შესახებ და მიიღოს Paysera-ს მიერ მითითებული ყველა გონივრული ზომა, უკანონო ქმედებების გამოძიებაში/მოკვლევაში დახმარების მიზნით.
14.15. მხარეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის, თუ დაამტკიცებს, რომ ხელშეკრულება არ შესრულდა კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადასტურებული ფორს-მაჟორული გარემოებების გამო. კლიენტმა წერილობით უნდა აცნობოს Paysera-ს ფორს-მაჟორული გარემოებების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის ხელშეკრულების შესრულებას, ამ გარემოებების დადგომიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. Paysera აცნობებს კლიენტს ფორს-მაჟორული გარემოების შესახებ ელექტრონული ფოსტით ან სისტემის ვებ. გვერდის მეშვეობით.
15. კლიენტსა და Paysera-ს შორის დავების გადაწყვეტა, საჩივრების წარდგენის პროცედურა
15.1. Paysera ცდილობს, კლიენტთან ყველა დავა გადაწყვიტოს სწრაფად და ორივე მხარისათვის მისაღები პირობებით. ამიტომ, დავის შემთხვევაში, Paysera მოუწოდებს კლიენტებს პირველ რიგში მიმართონ უშუალოდ Paysera-ს. დავები წყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით.
15.2. კლიენტს შეუძლია Paysera-ს პრეტენზია/საჩივარი წარუდგინოს ელ.ფოსტით, Paysera-ს სატელეფონო ცენტრთან დაკავშირებით, საკუთარი პროფილიდან შეტყობინების გაგზავნით, მატერიალური ფორმით უშულოდ Paysera-ს ოფისში წარდგენით, Paysera-ს ონლაინ მომსახურების სისტემის მეშვეობით ან ზეპირი ფორმით. საჩივარის/პრეტენზიის Paysera-ს მიერ სატელეფონო ზარით მიღებისას, წინამდებარე ხელშეკრულების 13.11 პუნქტის საფუძველზე განხორციელდება კლიენტთან სატელეფონო საუბარის ჩაწერა.
15.3. საჩივარში უნდა იყოს მითითებული ის გარემოებები და დოკუმენტები, რომლებსაც ეფუძნება წარდგენილი პრეტენზია. თუ კლიენტი პრეტენზიაში ეყრდნობა დოკუმენტებს, რომლებიც Paysera-ს არ გააჩნია, ასეთი დოკუმენტები ან მათი ასლები წარდგენილი უნდა იყოს.
15.4. თუ შესაბამისი ნორმატიული აქტით, Paysera არ არის გათავისუფლებული პრეტენზიის/საჩივარის განხილვის ვალდებულებისაგან, Paysera განიხილავს კლიენტის პრეტენზიას/საჩივარს, მისი მიღებიდან და წინამდებარე ხელშეკრულები 15.3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების Paysera -თვის წარდგენიდან, არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღეში და მიაწვდის კლიენტს დეტალურ, მოტივირებულ, დოკუმენტურად დასაბუთებულ პასუხს. თუ Paysera-გან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, Paysera ვერ შეძლებს პასუხის გაცემას 15 სამუშაო დღეში, Paysera კლიენტს მიაწვდის შუალედურ პასუხს, სადაც ნათლად იქნება მითითებული საჩივარზე პასუხის დაგვიანების მიზეზები და საბოლოო პასუხის გაცემის ვადა. საბოლოო პასუხის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 35 (ოცდათხუთმეტ) სამუშაო დღეს.
15.5. Paysera-ს მიერ კლიენტის პრეტენზიების განხილვა უფასოა.
15.6. თუ კლიენტს არ აკმაყოფილებს Paysera-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კლიენტს უფლება აქვს გამოიყენოს სხვა სამართლებრივი საშუალებები თავისი უფლებების დასაცავად. მათ შორის:
15.6.1. წარუდგინოს პრეტენზია საქართველოს ეროვნულ ბანკს;
15.6.2. 2023 წლის 01 აგვისტოდან კლიენტი ასევე უფლებამოსილია, Paysera-თვის საჩივრით/პრეტენზიით მიმართვის დღიდან არაუგვინეს 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით.
15.6.3. თუ დავა ვერ გადაწყდება მოლაპარაკების ან დავის გადაწყვეტის სხვა არასასამართლო გზით, დავას განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლო საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
15.7. კლიენტის მიერ Paysera-თვის პრეტენზიების/საჩივრების წარდგენისა და განხილვის დეტალური პროცედურა მოცემულია კლიენტის პრეტენზიების/ საჩივრის წარდგენისა და დამუშავების წესში.
15.8. აღნიშნული ხელშეკრულება, მისი დანართები, ისევე როგორც მხარეთა ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
16. დასკვნითი დებულებები
16.1. თითოეული მხარე ადასტურებს, რომ ფლობს მოქმედი კანონმდებლობით მოთხოვნილ ყველა თანხმობას, ნებართვას და ლიცენზიას, რომელიც აუცილებელია წინამდებარე ხელშეკრულების შესასრულებლად.
16.2. ხელშეკრულების მუხლებისა და პუნქტების სათაურები განკუთვნილია მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების განმარტებისათვის.
16.3. მხარეები დამოუკიდებლად არიან პასუხისმგებელნი სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტების წინაშე ყველა საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე. Paysera არ არის პასუხისმგებელი კლიენტის საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე, კლიენტის გადასახადების დაანგარიშებასა ან გადახდაზე.
16.4. ყველა შემთხვევაში, Paysera მოქმედებს როგორც ხელშეკრულების დამოუკიდებელი მხარე, რომელიც არ აკონტროლებს ან არ იღებს პასუხისმგებლობას იმ პროდუქტსა და მომსახურებაზე, რომლებიც ანაზღაურებულია Paysera-ს მომსახურების გამოყენებით. Paysera არ იღებს პასუხისმგებლობას, მყიდველი, გამყიდველი ან სხვა მხარე მხარის მიერ კლიენტთან დადებულ გარიგების პირობების შესრულებაზე.
16.5. კლიენტს არ აქვს უფლება გადასცეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავისი უფლებები და მოვალეობები მესამე პირებს, Paysera-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. Paysera უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გადასცეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავისი უფლებები და მოვალეობები მესამე პირებს, კლიენტის თანხმობის გარეშე, თუ უფლებებისა და მოვალეობების ასეთი გადაცემა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
16.6. ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილად ცნობის შემთხვევაში, ხელშეკრულების სხვა დებულებები ძალაში რჩება.
16.7. ხელშეკრულება ძალაში შედის წინამდებარე ხელშეკრულების 2.4 პუნქტის შესაბამისად. კლიენტს შეუძლია შეინახოს ხელშეკრულების ტექსტი სისტემაში რეგისტრაციისას.
16.8. აღნიშნული ხელშეკრულება Paysera-ს ვებ.გვერდზე ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენაზე. კლიენტთან ხელშეკრულება იდება იმ ენაზე, რომელზეც იგი ხელშეკრულებას გაეცნო სისტემაში რეგისტრაციის დროს.
16.9.ხელშეკრულებაში მოცემული ვებ.გვერდების ბმულები და ცალკეული მომსახურების გაწევის მარეგულირებელი დანართები წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და ვრცელდება კლიენტზე შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის დაწყების მომენტიდან.