Contis Financial Services Limited ან Finansinės paslaugos "Contis", UAB ("ჩვენ" ან "ჩვენი") კისრულობს ვალდებულებას დაიცვას და პატივი სცეს თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას.
წინამდებარე პოლიტიკა, Visa საგადახდო ბარათის ანგარიშის წესებსა და პირობებთან და აღნიშნული წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, ადგენს თუ რა საფუძვლით ხორციელდება ჩვენ მიერ თქვენგან ან თქვენს შესახებ Paysera ვებგვერდზე ("Website"), მობილურ აპლიკაციაში ან თქვენთან ელ.ფოსტით, ტელეფონით ან ფოსტით ურთიერთობისას მიღებული თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება.რადგან ჩვენ ვამუშავებთ თქვენგან მიღებულ და ჩვენ მიერ შეგროვენულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ და თუ როგორ შევინახავთ და გამოვიყენებთ მათ და გაგაცნოთ წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული ინფორმაცია. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას რათა გაიგოთ ჩვენი მიდგომა თქვენი პერსონალური მონაცემების მიმართ და მიიღოთ ინფორმაცია მათი დამუშავების წესის შესახებ. Contis-ის რომელი კომპანია იქნება თქვენი პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი, მითითებული იქნება თქვენი პროფილის წესებში.
აღნიშნული მონაცემები ჩვენ შეიძლება მოგვცეს Paysera LT, UAB/სს „პეისერა ბანკი საქართველომ“, რომლის ვებგვერდით ან მობილურ აპლიკაციით თქვენ შეგიძლიათ ანგარიშის გახსნაზე მოთხოვნის წარდგენა და რომელიც ახორციელებს ანგარიშთან დაკავშირებულ გარკვეულ მომსახურებას. Paysera LT, UAB/სს „პეისერა ბანკი საქართველო“ არის პერსონალურ მონაცემთა დამოუკიდებელი დამმუშავებელი, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენს უფლებამოსილ პირს. დამატებითი ინფორმაცია, თუ რა სახის პერსონალურ მონაცემებს გადავცემთ Paysera LT, UAB/სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ და როგორც იყენებენ ისინი ამ მონაცემებს, შეგიძლიათ იხილოთ წინამდებარე პოლიტიკის მონაცემთა გადაცემის თავში. რეკომენდაციას გაძლევთ, ასევე გაეცნოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ.გვერდზე და მობილურ აპლიკაციაში.
კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ წინამდებარე პოლიტიკის "დაგვიკავშირდით" თავში მოცემულ რეკვიზიტებზე.
თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენების კანონიერების უზრუნველყოფა
თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენ გამოვიყენებთ მხოლოდ ამისათვის კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენ გამოვიყენებთ:
- როდესაც ეს აუცილებელია თქვენთან ხელშეკრულების გაფორმების ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის (მაგალითად ,ანგარიშის გახსნისათვის და თქვესთვის მომსახურების გაწევისათვის);
- ჩვენი საქმიანობის განხორციელების გონივრული მიზნებისათვის და რომელიც მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს თქვენს ინტერესებზე, უფლებებსა თუ თავისუფლებებზე. მაგალითად, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ტექნიკური ინფორმაცია თქვენს შესახებ, როდესაც თქვენ შეხვალთ ჩვენს ვებ.გვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში, რათა თქვენთვის უფრო მოხერხებული იყოს ჩვენი ვებ.გვერდით და მობილური აპლიკაციით სარგებლობა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემულ რეკვიზიტებზე;
- კანონით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულებისას. მაგალითად, თაღლითურ საქმიანობასთან დაკავშირებული პირების შესახებ ინფორმაციის გადაცემისას და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო შემოწმებების/ფულის გათეთრების პრევენციული ღინისძიებების ჩატარებისას;
- როდესაც მოგვეცით თანხმობა თქვენი მონაცემების გამოყენებაზე (მაგალითად, გამოხატეთ ნება სიახლეებზე ინფორმაცია მიიღოთ ელ.ფოსტით).
დამატებითი მონაცემები, თუ როგორ გამოვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, შეგიძლიათ იხილოთ წინამდებარე პოლიტიკის სხვა თავებში.
რა ინფორმაციას ვაგროვებთ და როგორ ვიყენებთ მას
რა ინფორმაციას ვაგროვებთ და როგორ ვიყენებთ მას
როდესაც წარადგენთ მოთხოვნას ანგარიშის გახსნაზე ვებგვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში, თქვენ უნდა წარადგინოთ შემდეგი მონაცემები (სრულად ან ნაწილობრივ მოთხოვნის შესაბამისად):
- სახელი, გვარი
- საცხოვრებელი მისამართი (არსებული და წინა)
- კომპანიის სახელწოდება
- კომპანიის მისამართი
- დაბადების თარიღი
- სქესი
- ელ.ფოსტის მისამართი
- ტელეფონის ნომრები
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (როგორიცაა პასპორტი, მართვის მოწმობა ან ID ბარათი) ნომერი
- თქვენი გამოსახულება ან ფოტოსურათი
აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენ გამოვიყენებთ თქვენი მოთხოვნის განხილვისათვის/დამუშავებისათვის და თუ თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება, გამოვიყენებთ თქვენი ანგარიშის გახსნის, მართვის და თქვენს მიერ მოთხოვნილი პროდუქტის ან მომსახურების მიწოდებისათვის. თქვენი თანახმობის შემთხვევაში, თქვენს ელ.ფოსტის მისამართზე გამოგიგზავნით შეტყობინებებს სიახლეებზე.
აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის გარეშე, თქვენ ვერ მოგვმართავთ ანგარიშის გახსნაზე ან პროდუქტით ან მომსახურებით სარგებლობაზე.
აღნიშნული ინფორმაცია ჩვენ შეიძლება მოგვაწოდოს Paysera LT, UAB/ სს „პეისერა ბანკი საქართველომ“, რომლის მიღების შემდგომ, ჩვენ გავხდებით ინფორმაციის დამმუშავებლები.
თაღლითობასა და ფულის გათეთრებაზე შემოწმება
იმისათვის რომ განვიხილოთ/დავამუშაოთ თქვენი მოთხოვნა, ასევე თქვენი შეკვეთის შესრულებამდე და მომსახურების, საქონლის, დაფინანსების მიწოდებამდე, ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თქვენი ანგარიშის გახსნის, თაღლითობისა და ფულის გათეთრების პრევენციის მიზნით შემოწმების და თქვენი ვინაობის დადგენის მიზნით. ჩვენ უფლება გვაქვს გადავცეთ თქვენი მონაცემები თაღლითობის პრევენციის განმახორციელებელ დაწესებულებებს. სანამ თქვენ იქნებით ჩვენი კლიენტი, აღნიშნულ შემოწმებას ჩვენ განვახორციელებთ რეგულარულად,
ჩვენ და თაღლითობის პრევენციის განმახორციელებელი დაწესებულებები ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს თაღლითობისა და ფულის გათეთრების პრევენციასა და პირის ვინაობის დადგენასთან დაკავშირებით ჩვენი კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ბიზნესის დაცვისა და ჩვენზე მოქმედი კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით. მონაცემთა ასეთი დამუშავება წარმოადგენს თქვენთვის მომსახურების გაწევისა და დაფინანსების სახელშეკრულებო მოთხოვნას.
ჩვენ და თაღლითობის პრევენციის განმახორციელებელმა დაწესებულებებმა ასევე შეიძლება მივცეთ სამართალდამცავ ორგანოებს თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომისა და გამოიყენების უფლება დანაშაულის გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით.
თაღლითობის პრევენციის განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები შენახვის ვადა სხვადასხვაა. თუ მიჩნეული იქნება, რომ თქვენ ხართ თაღლითობის ან ფულის გათეთრების რისკის მატარებელი თქვენი მონაცემები შეიძლება ინახებოდეს ექვსი წლის განმავლობაში.
ავტომატური გადაწყვეტილებები
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას გადაწყვეტილებები შეიძლება მიღებულ იქნას ავტომატური საშუალებებით. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება ავტომატურად გადავწყვიტოთ, რომ თქვენ წარმოადგენთ თაღლითობის ან ფულის გათეთრების რისკის მატარებელს, თუ:
- მონაცემთა დამუშავებისას გამოვლინდა, რომ თქვენი ქცევა შეესაბამება თაღლითებისა და ფულის გათეთრების განმახორციელებელ პირთა ქცევას; ან არ შეესაბამება თქვენს მიერ ადრე წარმოდგენილ მონაცემებს; ან
- გამოვლინდა, რომ თქვენ განზრახ დამალეთ თქვენი ნამდვილი ვინაობა.
თუ თქვენ გსურთ გამოიყენოთ თქვენი უფლება ავტომატურ დამუშავებაზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემულ საკონტარტო მონაცემებზე.
დამუშავების შედეგები
თუ ჩვენ ან თაღლითობის პრევენციის განმახორციელებელი დაწესებულება, მიიჩნევს, რომ თქვენ ხართ თაღლითობის ან ფულის გათეთრების რისკის მქონე, ჩვენ შეგვიძლია უარი გითხრათ მომსახურების მიწოდებაზე ან დაფინანსებაზე ან შევწყვიტოთ თქვენთვის მომსახურებების გაწევა.
თაღლითობის ან ფულის გათეთრების რისკის შესახებ ჩანაწერი ინახება თაღლითობის პრევენციის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს სხვების მხრიდან თქვენთვის მომსახურების გაწევაზე, დაფინანსებაზე ან დასაქმებაზე უარის თქმა.
გარდა ზემოაღნიშნულ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისა, ჩვენ არ განვახორციელებთ გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ მონაცემთა ავტომატურ დამუშავებაზე დაყრდნობით.
როდესაც დაგვიკავშირდებით
როდესაც დაგვიკავშირდებით, თქვენი ვინაობის დადგენისა და თქვენთვის რაიმე ინფორმაციის გამღავნებამდე მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უნდა მოგვაწოდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენს მოთხოვნაზე პასუხის გაცემას, თუ არ მოგვაწვდით მოთხოვნილ ინფორმაციას. ჩვენ ასევე შეგვიძლია შევაგროვოთ ნებისმიერი სხვა პერსონალური მონაცემი, რომელსაც თქვენ მოგვაწვდით ჩვენთან ურთიერთობისას. თქვენს მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს ჩვენ გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენი მოთხოვნის განხილვის/დამუშავების მიზნით.
მონაცემთა დამუშავების ხერხი, მიზანი და სამართლებლივი საფუძვლები
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს სხვადასხვა მიზნით, რომელიც დაკავშირებულია თქვენს მიერ ანგარიშისა და მომსახურებების გამოყენებასთან. ჩვენ დავამუშავებთ თქვენ პერსონალურ მონაცემებს, მხოლოდ კანონიერ საფუძველზე. ჩვეულებრივ, ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს როდესაც:
- პერსონალური მონაცემები საჭიროა თქვენთან ხელშეკრულების გაფორმების ან/და მისი შესრულებისათვის. მაგალითად, ანგარიშის გახსნისა და საგადახდო მომსახურებების მიწოდებისათვის;
- როდესაც აღნიშნული საჭიროა ჩვენი საქმიანობის განხორციელების გონივრული მიზნებისათვის და რომელიც მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს თქვენს ინტერესებზე, უფლებებსა თუ თავისუფლებაზე. მაგალითად, თქვენი გადახდის ოპერაციების დამუშავებისა და მართვის გაუმჯობესებისათვის;
- კანონისმიერი ვალდებულებების შესასრულებლად. მაგალითად, თაღლითობაში ჩართული პირების შესახებ ინფორმაციის გადაცემასა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო შემოწმებების ჩატარებისას.
ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ შემდეგი მიზნით:
- თქვენი ანგარიშის გასახსნელად და სამართავად;
- თქვენს ანგარიშზე/ ანგარიშიდან გადახდის ოპერაციების დასამუშავებლად;
- თქვენი ვინაობისა აუცილებელი შემოწმებისა და თქვენს მიერ ანგარიშის გამოყენებისას თაღლითობის პრევენციისათვის;
- ანგარიშის გამოყენების გასაადვილებლად;
- თქვენთან საკომუნიკაციისა და თქვენთვის მომხმარებელთა მხარდაჭერის მომსახურების განსახორციელებლად;
- საჭიროების შემთხვევაში, ჩვენთვის მომსახურების მომწოდებელი და სხვა მესამე პირებისათვის (როგორიცაა საბანკო დაწესებულებები, საგადახდო სისტემები და ბარათის ოპერატორები) ინფორმაციის გაზიარებისათვის.
ქვემოთ მოცემული ცხრილში წარმოდგენილია დამატებით ინფორმაცია იმ მიზნების შესახებ, რისთვისაც ჩვენ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს, ასევე თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები და მათი შეგროვების შესაბამისი მეთოდები.
მიზანი |
დამუშავების სამართლებლივი საფუძველი
|
თქვენი ანგარიშის გახსნა და მართვა
|
ანგარიშის გახსნისა და მომსახურების გაწევის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება. ჩვენი კანონიერი ინტერესები საქმიანობის განხორციელებისა და თქვენთვის მომსახურების გაუმჯობესების პროცესში. ჩვენი კანონისმიერი ვალდებულებები, დავიცვათ ჩვენი საქმიანობის მარეგლამენტირებელი წესები. |
თაღლითობის გამოვლენა და თაღლითობაზე შემოწმება
|
ანგარიშის გახსნისა და მომსახურების გაწევის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება. ჩვენი კანონიერი ინტერესები საქმიანობის განხორციელებისა და თქვენთვის მომსახურების გაუმჯობესების პროცესში და ფინანსურ დანაშაულის აღკვეთა. ჩვენი კანონისმიერი ვალდებულებები, დავიცვათ ჩვენი საქმიანობის მარეგლამენტირებელი წესები. |
ბარათისა და ანგარიშის გამოყენების გაადვილება
|
ანგარიშის გახსნისა და მომსახურების გაწევის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება. ჩვენი კანონიერი ინტერესები საქმიანობის განხორციელებისა და თქვენთვის მომსახურების გაუმჯობესების პროცესში. ჩვენი კანონისმიერი ვალდებულებები, დავიცვათ ჩვენი საქმიანობის მარეგლამენტირებელი წესები. |
თაღლითობის აღკვეთის მიზნით თქვენი ანგარიშისა და ბარათის გამოყენების მონიტორინგი
|
ანგარიშის გახსნისა და მომსახურების გაწევის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება. ჩვენი კანონიერი ინტერესები საქმიანობის განხორციელებისა და თქვენთვის მომსახურების გაუმჯობესების პროცესში. ჩვენი კანონისმიერი ვალდებულებები, დავიცვათ ჩვენი საქმიანობის მარეგლამენტირებელი წესები. |
თქვენთან კომუნიკაცია და თქვენთვის მომხმარებელთა მხარდაჭერის მომსახურების განსახორციელებლად
|
ანგარიშის გახსნისა და მომსახურების გაწევის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება. ჩვენი კანონიერი ინტერესები საქმიანობის განხორციელებისა და თქვენთვის მომსახურების გაუმჯობესების პროცესში. ჩვენი კანონისმიერი ვალდებულებები, დავიცვათ ჩვენი საქმიანობის მარეგლამენტირებელი წესები. |
საჭიროების შემთხვევაში, ჩვენთვის მომსახურების მიმწოდებელი და სხვა მესამე პირებისათვის (როგორიცაა საბანკო დაწესებულებები, საგადახდო სისტემები და ბარათის ოპერატორები) ინფორმაციის მიწოდება
|
ანგარიშის გახსნისა და მომსახურების გაწევის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება. ჩვენი კანონიერი ინტერესები საქმიანობის განხორციელებისა და თქვენთვის მომსახურების გაუმჯობესების პროცესში. ჩვენი კანონისმიერი ვალდებულებები, დავიცვათ ჩვენი საქმიანობის მარეგლამენტირებელი წესები. |
მონაცემთა გადაცემა Paysera LT, UAB/სს „პეისერა ბანკი საქართველოსათვის“ რათა Paysera LT, UAB/სს „პეისერა ბანკი საქართველომ“ შეძლოს:
|
ანგარიშის გახსნისა და მომსახურების გაწევის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება. ჩვენი კანონიერი ინტერესები საქმიანობის განხორციელებისა და თქვენთვის მომსახურების გაუმჯობესების პროცესში. ჩვენი კანონისმიერი ვალდებულებები, დავიცვათ ჩვენი საქმიანობის მარეგლამენტირებელი წესები. |
სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია
ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მესამე მხარეებთან (მათ შორის, მაგალითად, პირის ვინაობის დამდგენი დაწესებულებები, მარკეტინგული სააგენტოები და თაღლითობის პრევენციის განმახორციელებელი დაწესებულებები) და შეგვიძლია მივიღოთ მათგან ინფორმაცია თქვენი პიროვნების შემოწმების, თაღლითობის აღკვეთის და მარკეტინგული მიზნით.
მიზნის ცვლილება
ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ მიზნისათვის, რისთვისაც ისინი შევაგროვეთ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გვექნება საფუძველი, რომ ისინი გამოვიყენოთ სხვა საფუძვლით და ეს საფუძველი თავსებადია თავდაპირველ მიზანთან. თუ ჩვენ დაგვჭირდება თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება სხვა მიზნით, ჩვენ შეგატყობინებთ აღნიშნულის შესახებ და აგიხსნით აღნიშნულის სამართლებრივ საფუძველს.
თქვენი ინფორმაციის გამჟღავნება
ჩვენ გავუმჟღავნებთ თქვენს ინფორმაციას:
- თაღლითობის პრევენციის განმახორციელებელ დაწესებულებებს, პირის ვინაობის დამდგენ სამსახურებს და სხვა ორგანიზაციებს თაღლითობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. მაგალითად, ჩვენ გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს CIFAS-ს, როდესაც ვასრულებთ თაღლითობის პრევენციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ შემოწმებებს, ასევე თუ ეჭვი გვაქვს, რომ თქვენ ახორციელებთ/დაკავშირებული ხართ თაღლითურ საქმიანობას;
- ჩვენი ჯგუფის კომპანიებს, ტრანზაქციების დამუშავებისა და თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდების მიზნით;
- მომსახურების გარე მომწოდებლებს და აგენტებს, როგორიცაა:
- IT კომპანიები, მაგალითად, „SherWeb“, რომელიც ახორციელებს მონაცემთა ჰოსთინგის მომსახურებას;
- სატელეფონო კომპანიები, მაგალითად, „Talkdesk“ , რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს სატელეფონო სისტემებს;
- საგადახდო სისტემები, მაგალითად, Visa, რომელიც არის ჩვენი საბარათე გადახდების პროვაიდერი;
- ბარათის მწარმოებელი, მაგალითად, „TAG“, რომელიც არის ჩვენს მიერ, ერთ-ერთი მოწონებული ბარათის მწარმოებელი; /li>
- აუდიტორები, მაგალითად, „ECSC“, რომელიც ამოწმებს ჩვენს მიერ საგადახდო ბარათების მონაცემების დაცვის სტანდარტების (ინგ. PCIDSS / Payment Card Industry Data Security Standard) შესრულებას;
- ჩვენი დისტრიბუტორები და აგენტები, რომლებიც გთავაზობენ და გაწვდიან ბარათთან და ანგარიშთან დაკავშირებულ მომსახურებას,;
- რათა ჩვენ შევძლოთ განვახორციელოთ ჩვენი საქმიანობა და მოგაწოდოთ პროდუქტები და მომსახურება;
თქვენი ინფორმაციის დაცვა
თქვენი მონაცემები დაცულია შიფრაციის მეთოდით, ფაიერვოლებით და უსაფრთხო კავშირის Secure Socket Layer (SSL) ტექნოლოგიით. ეს არის აღნიშნულ სფეროში გამოყენებადი შიფრაციის ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტით გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებას. თქვენს მონაცემებს ჩვენს ვინახავთ უსაფრთხო სერვერებზე, რომლებზეც წვდომა გვაქვს მხოლოდ ჩვენ. ჩვენ ვინახავთ თქვენს პაროლებს ცალმხრივი დაშიფვრის გამოყენებით, რაც ნიშნავს იმას, ჩვენთვის ისინი ცნობილი არ არის.
თქვენი მონაცემების შენახვა ევროპის ეკონომიკურ არეალსა და მის ფარგლებს გარეთ
ჩვენთვის ჰოსტინგის მომსახურების მომწოდებელი, თქვენი პერსონალური მონაცემების შესანახად იყენებს გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაში მდებარე სერვერებს. ამიტომ, როდესაც იყენებთ ვებგვერდს და მობილურ აპლიკაციას ტრანზაქციების შესასრულებლად ან თქვენი პროფილის/ანგარიშის ინფორმაციის გასაახლებლად, თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაცემულ იქნას გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც არ შედის ევროპის ეკონომიკურ არეალში და შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი ნორმები.
თუმცა, Finansinės paslaugos "Contis", UAB-მა მესამე პირებთან და კომპანიათა ჯგუფთან გააფორმა ევროკავშირის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები (ინგ. EU Standard Contractual Clauses) რათა დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომლებიც მუშავდება ან ინახება დიდ ბრიტანეთში. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა თქვენი მონაცემები, რომლებიც გადაეცემა, ინახება და მუშავდება ასეთი სახით, დამუშავდეს უსაფრთხოდ და წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.
როდესაც თაღლითობის პრევენციის განმახორციელებელი დაწესებულებები გადასცემენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ევროპის ეკონომიკური არეალის ფარგლებს გარეთ, მონაცემთა მიმღები ვალდებულია დაიცვას/მასზე ვრცელდება ევროკომისიის მიერ დამტკიცებული ევროკავშირის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები. ასევე, მონაცემთა მიმღებს შეიძლება დაევალოს შეუერთდეს საერთაშორისო სისტემებს, მონაცემთა უსაფრთხო გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით.
დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების შესახებ ხელმისაწვდომია აქ.შემდგომი ცვლილებები
ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც ჩვენ შევიტანთ წინამდებარე პოლიტიკაში, გამოქვეყნებული იქნება ჩვენს ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, გეცნობებათ ელ.ფოსტით. გთხოვთ, დროდადრო შეამოწმოთ განახლებები.
თქვენი მონაცემების შენახვა
ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მანამ სანამ თქვენ განაგრძობთ ჩვენი მომსახურებებით სარგებლობას. ამის შემდეგ, ჩვენ შევინახავთ თქვენს ინფორმაციას დამატებითი პერიოდის განმავლობაში, თუ ეს ნებადართულია ან საჭიროა მოქმედი კანონმდებლობს შესაბამისად. მაგალითად:
- თუ თქვენ გაქვთ ჩვენთან ანგარიში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება თქვენი ანგარიშის დახურვიდან რვა წლის განმავლობაში, რათა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობის შესაბამისად;
- თუ თქვენ წარადგენთ საჩივარს, მასთან დაკავშირებული თქვენი პერსონალური მონაცემები, შეინახება მისი გადაწყვეტიდან ხუთი წლის განმავლობაში, რათა დაცული ვიყოთ სასამართლო დავებისაგან; და
- თუ თქვენ ანგარიშზე ახორციელებთ ტრანზაქციებს, აღნიშნულ ტრანზაქციებთან დაკავშირებული თქვენი პერსონალური მონაცემები, საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის კანონმდებლობიდან გამომდინარე, შეინახება ტრანზაქციის განხორციელებიდან შვიდი წლის განმავლობაში.
თქვენი უფლებები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონები განიჭებთ შემდეგ უფლებებს:
- მოითხოვოთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა (ცნობილი როგორც „მონაცემთა სუბიექტის მიერ მონაცემებზე წვდომის უფლება“). აღნიშნული უფლება საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ჩვენთან შენახული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლი, შეამოწმოთ მათი დამუშავების კანონიერება;
- მოითხოვოთ ჩვენთან შენახული თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება. აღნიშნული უფლება საშუალებას გაძლევთ შეასწოროთ თქვენს შესახებ არსებული არასრული ან არასწორი ინფორმაცია;
- მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა. აღნიშნული უფლება საშუალებას გაძლევთ მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების წაშლა რომელთა დამუშავების საფუძველი ჩვენ არ გვაქვს. თქვენ, ასევე გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების წაშლა, რომელთა დამუშავების წინააღმდეგი იყავით (იხ. ქვემოთ); მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა. აღნიშნული უფლება საშუალებას გაძლევთ მოგვთხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესის შეზღუდვა, მაგალითად, თუ გსურთ დავადგინოთ მონაცემთა სიზუსტე ან დამუშავების მიზეზი; და
- მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ასლი, რომლიც თქვენ ჩვენ მოგვაწოდეთ სტრუქტურირებულ, ფართოდ გამოყენებად და ელექტრონულად წაკითხვად ფორმატში და მისი გადაცემის უფლებით ან მოგვთხოვოთ გადავცეთ ისინი მონაცემთა სხვა დამმუშავებელს;
- არ დაეთანხმოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, როდესაც ჩვენ მათ ვამუშავებთ კანონიერ საფუძველზე და ჩვენს ინტერესებში (ან მესამე მხარის ინტერესებისათვის) და კონკრეტულ სიტუაციაში, თქვენ წინააღმდეგი ხართ აღნიშნული საფუძვლით ინფორმაციის დამუშავების. თქვენ ასევე გაქვთ უფლება არ დაეთანხმოთ პერსონალურ მონაცემების დამუშავებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
თქვენთვის თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა (ასევე ზემოაღნიშნული უფლებებით სარგებლობა) უფასოა. თუმცა, ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ გონივრული საზღაური, თუ თქვენი მოთხოვნა მონაცემებთან წვდომაზე აშკარად უსაფუძვლო ან გადაჭარბებულია. ალტერნატივის სახით, ასეთ პირობებში ჩვენ შეიძლება უარი ვთქვათ მოთხოვნის შესრულებაზე.
შეიძლება დაგვჭირდეს თქვენგან კონკრეტული ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დავადგინოთ თქვენი ვინაობა და უზრუნველვყოთ თქვენი ინფორმაციაზე წვდომის (ან თქვენი სხვა უფლებების გამოყენება). აღნიშნული არის უსაფრთხოების კიდევ ერთი შესაბამისი ზომა, რათა დავრწმუნდეთ რომ პერსონალური მონაცემები არ არის გამჟღავნებული სხვა პირისთვის, რომელსაც მათი მიღების უფლება არ აქვს.
თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებით, გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს საჩივრების წარდგენის პროცედურას, რომელსაც მოგაწვდით ჩვენთან დაკავშირებისას. თქვენ ასევე უფლება გაქვთ, მიმართოთ საზედამხედველო ორგანოს გაერთიანებულ სამეფოში ინფორმაციის კომისრის ოფისი (ინგ. Information Commissioner's Office) და ლიეტუვაში - მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექცია, რომელიც არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას.
დაგვიკავშირდით
აღნიშნულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ვებგვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში "დაგვიკავშირდით" ფუნქციის გამოყენებით ან შემდეგი გზით:
ფოსტით :
მონაცემთა დაცვის ოფიცერი
Contis
Navigation House
Belmont Wharf
Skipton
North Yorkshire
BD23 1RL
ელ.ფოსტით: dpo@contis.com