ზოგადი დებულებები
1.2018 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული Paysera პარტნიორთა ქსელის ერთობლივი დამმუშავებლების No. 20180919 ხელშეკრულების თანახმად, თქვენი პერსონალური მონაცემების დამმუშავებელია Paysera პარტნიორთა ქსელი. Paysera-ს პარტნიორთა ქსელში შემავალი თითოეული კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვებ.გვერდზეPaysera პარტნიორთა ქსელის მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო მონაცემებია: dpo@paysera.com.
2. 2.პეისერა ბანკი საქართველოს მიერ შეგროვებული მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის[ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 27 აპრილის რეგულაცია (EU) 2016/679 პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვისა და ასეთი მონაცემების თავისუფალი მიმოცვლის შესახებ, რომელიც აუქმებს 95/46/EC დირექტივას.] (შემდგომში-GDPR) და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. პეისერა ბანკი საქართველოს თითოეული დასაქმებული, აგენტი, თუ აგენტის დასაქმებული, რომელსაც აქვს წვდომა დაფარულ/გასაიდუმლოებულ პერსონალურ მონაცემებზე, ვალდებულია დაიცვას მათი კონფიდენციალურობა შრომითი ან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც.
3.პეისერა ბანკი საქართველო, მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას და ახორციელებს სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს პერსონალური მონაცემების არასანქცირებული წვდომის, გამჟღავნების, შემთხვევითი დაკარგვის, ცვლილების, განადგურების ან სხვა უკანონო ქმედებებისგან დაცვის მიზნით.
4.წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ადგენს თქვენი პერსონალური მონაცემებისა და თქვენთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის დამუშავების, მათ შორის შეგროვების, აღრიცხვის/ჩაწერის, ორგანიზების და შენახვის ძირითად წესებს. ასევე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების ფარგლებს, მიზანს, წყაროს, მიმღებს და პეისერა ბანკი საქართველოს საბანკო მომსახურების მიღების დროს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს.
5.5.პეისერა ბანკი საქართველოს ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციაზე ან/და მომსახურებაზე წვდომით/გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით, წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, მასში ასახული პირობები თქვენთვის გასაგები და ნათელია და ეთანხმებით მათ. ასევე, როდესაც თქვენ დარეგისტრირდებით სისტემაში და დაიწყებთ ჩვენი მომსახურებებით სარგებლობას, აღნიშნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ხდება მომსახურების გენერალური ხელშეკრულების დანართი.
6. Paysera იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში. აღნიშნული შესახებ, კლიენტთა ინფორმირება განხორციელდება პოლიტიკის განახლებული ვერსიის ვებგვერდზე გამოქვეყნებით, ხოლო არსებითი ცვლილებების შემთხვევაში, რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის ელ.ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შეცვლილი ან განახლებული ვერსია ძალაში შედის მისი ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
7. თუ მომსახურების მიმღები იურიდიული პირი ან ორგანიზაციული წარმონაქმნია, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლის მონაცემებსაც გვაწვდის აღნიშნული იურიდიული პირი/ორგანიზაციული წარმონაქმნი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონისა და GDPR-ის მე-14 მუხლის შესაბამისად, მომსახურების მიმღებმა უნდა აცნობოს მონაცემთა სუბიექტს (ხელმძღვანელებს, საბოლოო ბენეფიციარებს, წარმომადგენლებს და ა.შ.) მათი მონაცემების პეისერა ბანკი საქართველოსთვის გადაცემის შესახებ.
მონაცემთა დამუშავების მიზნები. მონაცემთა მომწოდებლები, ვადები, მონაცემთა მიმღებნი
8. ძირითადი მიზანი, რისთვისაც Paysera აგროვებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, არის საგადახდო მომსახურების მიწოდება იმ კლიენტებისთვის, ვინც ახორციელებს ან იღებს გადახდებს. თქვენთვის ფინანსური მომსახურების გაწევამდე, Paysera, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია განახორციელოს თქვენი იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, ხოლო მომსახურებების გაწევისას - მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, შეაფასოს ის და შეინახოს კანონით დადგენილი ვადებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, თქვენ უნდა მოგვაწოდოთ სწორი და სრული ინფორმაცია.
9. 10. მიზანი: კლიენტის იდენტიფიცირება, საგადახდო მომსახურების მიწოდება (ანგარიშის გახსნა, თანხების გადარიცხვა, გადახდების შეგროვება და სხვა) ან საგადახდო მომსახურების განმახორციელებელი პირის სხვა სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება.
9.1. აღნიშნული მიზნით, პერსონალური მონაცემები მუშავდება იმ საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად, რომელიც ეხება:
9.1.1. კლიენტის ვინაობის დადგენას და გადამოწმებას/დადასტურებას;
9.1.2. კლიენტთან ხელშეკრულების გაფორმებასა და შესრულებას ან კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, შემდგომი ქმედებების განხორციელებას;
9.1.3. ფულადი სახსრების გადარიცხვას და კანონმდებლობის შესაბამისად, გადარიცხვასთან დაკავშირებული/გადარიცხვის თანმხლები საჭირო ინფორმაციის გადაგზავნას;
9.1.4. „იცნობდე შენს კლიენტს“ (KYC) მოთხოვნების განხორციელებას;
9.1.5. კლიენტების აქტივობის მუდმივ და პერიოდულ მონიტორნიგს;
9.1.6 რისკების შეფასებას;
9.1.7. კლიენტის მონაცემების განახლებას მისი სიზუსტის/სისწორის უზრუნველსაყოფად;
9.1.8. შესაძლო ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთას, თაღლითობის პრევენციას, ასეთი ქმედებების გამოვლენას, გამოძიებასა და შეტყობინებას, პოლიტიკურად აქტიური პირების (PEP) ან კლიენტთა მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების დადგენას;
9.1.9. რისკისა და ორგანიზაციის სათანადოდ მართვის უზრუნველყოფას;
9.2. აღნიშნული მიზნით შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, მომხმარებლის სახის გამოსახულება (ფოტო), მოქალაქეობა, მონაცემები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან და ამ დოკუმენტის ასლი, პირდაპირი ვიდეო გადაცემის (როგორც ტრანსმისიის, ისე ბროადკასტის გზით) ჩანაწერი, ელ.ფოსტის მისამართი, მობილურის ნომერი, საგადახდო ანგარიშის ნომერი, IP მისამართი, მიმდინარე საქმიანობა, დაკავებული საჯარო/სახელმწიფო თანამდებობა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით მოთხოვნილი სხვა მონაცემები.
9.3. აღნიშნული პერსონალური მონაცემები გროვდება და მუშავდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების საფუძველზე, მათ შორის, გადახდების შესახებ კანონის, ელექტრონული ფულისა და ელექტრონული ფულის ინსტიტუტების შესახებ კანონის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონისა და სხვა მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად და აუცილებელია ანგარიშის გასახსნელად ან/და საგადახდო მომსახურების გასაწევად.
9.4. მონაცემთა შენახვის ვადა: მომხმარებელთან საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან 10 (ათი) წელი. ეს პერსონალური მონაცემები უნდა იყოს შენახული 8 (რვა) წლის განმავლობაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კანონის შესაბამისად. ეს მონაცემები ინახება კიდევ 2 (ორი) წლის განმავლობაში Paysera-ს კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, სარჩელის ჩვეულებრივი ხანდაზმულობის ვადის შესაბამისად.
9.5. მონაცემთა მომწოდებლები და წყაროები: უშუალოდ მონაცემთა სუბიექტი, საკრედიტო და სხვა ფინანსური ინსტიტუტები და მათი ფილიალები, სახელმწიფო და არასახელმწიფო რეესტრები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მონაცემთა შემოწმების ბაზები (ვადაგასული დოკუმენტებისა და სხვა საერთაშორისო მონაცემთა ბაზები), უფლებამოსილების/ რწმუნებულების შემოწმების რეესტრები (ნოტარიულად დამოწმებული უფლებამოსილების/ რწმუნებულების რეესტრები და სხვა მონაცემთა ბაზები), ქმედუუნარო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეესტრი, მოსახლეობის რეესტრი, სხვა მონაცემთა ბაზები, კომპანიები, რომლებიც ამუშავებენ მოვალეთა კონსოლიდირებულ ფაილებს/საკრედიტო ინფორმაციას (მაგ. ლიეტუვაში, UAB „Creditinfo Lithuania“, ან სხვა), კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ საერთაშორისო სანქციების რეესტრებს, აღმასრულებელი სააგენტოები, სასამართლო აღმასრულებლები, იურიდიული პირები (იმ პირობით, რომ თქვენ ხართ ამ იურიდიული პირის წარმომადგენელი, თანამშრომელი, დამფუძნებელი, აქციონერი, მონაწილე, კონტრაქტორი ან ამ იურიდიული პირების რეალური (საბოლოო) ბენეფიციარი), პარტნიორები ან სხვა იურიდიული პირები, რომლებიც ჩვენ გვიწევენ მომსახურებას ან ჩვენ მიერ არიან ჩართულები ჩვენი მომსახურების მიწოდებაში, ის სოციალური ქსელები, რომელთა პროფილიც დაკავშირებული გაქვთ ჩვენს სისტემასთან და სხვა პირები.
9.6 მონაცემთა მიმღები ჯგუფები: საზედამხედველო ორგანოები, საკრედიტო, ფინანსური, საგადახდო და/ან ელექტრონული ფულის ინსტიტუტები, წინასასამართლო საგამოძიებო დაწესებულებები, სახელმწიფო საგადასახადო ორგანოები/სააგენტოები, საგადახდო მომსახურების წარმომადგენლები ან Paysera-ს პარტნიორები (თუ ტრანზაქცია ხორციელდება მათი მომსახურების გამოყენებით), ტრანზაქციის/ფულადი სახსრების მიმღებნი, რომლებიც ტრანზაქციასთან/ფულად სახსრებთან ერთად იღებენ საგადახდო დავალების შესახებ ინფორმაციას, მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და კორესპონდენტები, მონაწილეები და/ან მხარეები, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნულ, ევროპულ და საერთაშორისო გადარიცხვების სისტემებთან, ვალის შეგროვებისა და ამოღების სააგენტოები, კომპანიები, რომლებიც ამუშავებენ მოვალეთა კონსოლიდირებულ ფაილებს/საკრედიტო ინფორმაციას (მაგ. ლიეტუვაში, UAB „Creditinfo Lithuania“ ან სხვა), ადვოკატები, სასამართლო აღმასრულებლები, აუდიტორები, ლეგიტიმური ინტერესის მქონე სხვა ორგანიზაციები, სხვა პირები Paysera-სთან არსებული შეთანხმებით ან სხვა კანონიერი საფუძვლით.
10. მიზანი: ვალის მართვა.
10.1. აღნიშნული მიზნით პერსონალური მონაცემები მუშავდება ვალის მართვისა და შეგროვების, პრეტენზიების/საჩივრების, მოთხოვნების, სარჩელების წარდგენის მიზნით და ა.შ.
10.2 აღნიშნული მიზნით შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, მონაცემები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საგადახდო ანგარიშის ნომერი, IP მისამართი, საგადახდო ანგარიშის ამონაწერი, და სხვა მონაცემები, რომლებიც შესაძლოა ვალის წარმოქმნასთან იყოს დაკავშირებული.
10.3 მონაცემთა შენახვის ვადები: დავალიანების შესახებ ინფორმაციის შენახვის ვადა არის 10 (ათი) წელი ვალის წარმოშობის დღიდან, ხოლო სასამართლო პროცესის დაწყების შემდეგ შენახვის ვადა გაგრძელდება ვალის დაფარვამდე და დაფარვის შემდეგ 24 (ოცდაოთხი) თვე. მონაცემთა შენახვის პერიოდი ეფუძნება ლიეტუვას სამოქალაქო კოდექსით დადგენილ სამართალწარმოების ხანდაზმულობის ვადებს.
10.4 მონაცემთა მომწოდებლები: უშუალოდ მონაცემთა სუბიექტი, საკრედიტო, ფინანსური, საგადახდო ან/და ელექტრონული ფულის ინსტიტუტები, სახელმწიფო და არასახელმწიფო რეესტრები, კომპანიები, რომლებიც ამუშავებენ მოვალეთა კონსოლიდირებულ ფაილებს/საკრედიტო ინფორმაციას (მაგ. ლიეტუვაში, UAB „Creditinfo Lithuania“ ან სხვა), სხვა პირები.
10.5. მონაცემთა მიმღები ჯგუფები: კომპანიები, რომლებიც ამუშავებენ მოვალეთა კონსოლიდირებულ ფაილებს/საკრედიტო ინფორმაციას, საკრედიტო, ფინანსური, საგადახდო ან/და ელექტრონული ფულის დაწესებულებები, ადვოკატები, სასამართლო აღმასრულებლები, სასამართლოები, წინასასამართლო საგამოძიებო, საგამოძიებო ორგანოები, სახელმწიფო საგადასახადო ორგანოები/სააგენტოები, ვალის შეგროვებისა და ამოღების სააგენტოები, და სხვა პირები, რომლებსაც აქვთ ლეგიტიმური ინტერესი.
10.6 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ გაქვთ დავალიანება Paysera-ს მიმართ და გადააცილებთ თქვენი ვალდებულებების შესრულებას 30 (ოცდაათ) დღეზე მეტი ხნით, Paysera იტოვებს უფლებას, მოვალეთა კონსოლიდირებული ფაილების/საკრედიტო ინფორმაციის მმართველ კომპანიებს (როგორიცაა, ლიეტუვაში, UAB „Creditinfo Lithuania“, ან სხვა), ისევე, როგორც ვალის შემგროვებელ კომპანიებს მიაწოდოს ინფორმაცია თქვენი ვინაობის, საკონტაქტო ინფორმაციისა და საკრედიტო ისტორიის, ე.ი. ფინანსური და ქონებრივი ვალდებულებებისა და მათი აღსრულების შესახებ, დავალიანებისა და მათი დაფარვის შესახებ ინფორმაცია. საკრედიტო ისტორიაზე წვდომა შეგიძლიათ მოიპოვოთ უშუალოდ საკრედიტო ბიუროსთვის მიმართვის გზით.
11. მიზანი: კლიენტებთან ურთიერთობის მხარდაჭერა და ადმინისტრირება, დავების თავიდან აცილება და მტკიცებულებების შეგროვება (სატელეფონო კომუნიაციის ჩაწერა), კლიენტებთან საქმიან ურთიერთობასთან დაკავშირებული მიმოწერება.
11.1 პერსონალური მონაცემები მუშავდება:
11.1.1 კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის შენარჩუნებისა და კომუნიკაციისათვის;
11.1.2 12.1.2 კლიენტის და/ან Paysera-ს ინტერესების დაცვისათვის;
11.1.3 კლიენტთან დავის თავიდან აცილების და მასთან საქმიან ურთიერთობასთან დაკავშირებული კომუნიკაციის მტკიცებულებების შეგროვებისათვის (საუბრის ჩანაწერები, მიმოწერა);
11.1.4. Paysera-ს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხი შეფასებისა და უზრუნველყოფისათვის;
11.1.5. საჭიროების შემთხვევაში, კლიენტთან დადებული ხელშეკრულების შესრულების მიზნით, კლიენტის მოთხოვნით, მოქმედებების განხორციელების ან კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისათვის;
11.2 აღნიშნული მიზნით, შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი პერსონალური მონაცემები:სახელი, გვარი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, IP მისამართი, საგადახდო ანგარიშის ამონაწერი, ტელეფონზე საუბრის ჩანაწერები, და კლიენტთან მიმოწერა.
11.3 მონაცემთა შენახვის ვადა: კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან 5 (ხუთი) წელი, შენახვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 (ორი) წლით, კომპეტენტური ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. მონაცემთა შენახვის აღნიშნული ვადა საჭიროა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონების შესაბამისად.
11.4 მონაცემთა მიმწოდებელი: უშუალოდ მონაცემთა სუბიექტები.
11.5 მონაცემთა მიმღებები: საზედამხედველო ორგანოები, კომპანიები, რომლებიც ამუშავებენ მოვალეთა საქმეებს/საკრედიტო ინფორმაციას, ადვოკატები, სასამართლო აღმასრულებლები, სასამართლოები, წინასასამართლო საგამოძიებო ორგანოები, ვალის შეგროვებისა და ამოღების სააგენტოები, სხვა ლეგიტიმური ინტერესების მქონე სუბიექტები, Paysera-სთან არსებული შეთანხმების საფუძველზე სხვა სუბიექტები.
12. მიზანი: საკრედიტო რეიტინგის შეფასება, საკრედიტო რისკის მართვა და გადაწყვეტილების ავტომატური მიღება.
12.1. აღნიშნული მიზნით პერსონალური მონაცემები მუშავდება კლიენტის კრედიტუნარიანობის შესაფასებლად, საკრედიტო რისკის სამართავად, საოპერაციო რისკის მართვასა და კაპიტალის ადეკვატურობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესასრულებლად, რის საფუძველზეც Paysera შეძლებს დაფინანსების შეთავაზებას.
12.2 აღნიშნული მიზნით შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საგადახდო ანგარიშის ნომერი, IP მისამართი, საგადახდო ანგარიშის ამონაწერი, ნაშთი საგადახდო ანგარიშზე, ფინანსური ვალდებულებები, საკრედიტო და გადახდების ისტორია, შემოსავალი, განათლება, სამუშაო ადგილი, მიმდინარე სამუშაო პოზიცია, სამუშაო გამოცდილება, ხელმისაწვდომი აქტივები/ქონებრივი მდგომარეობა, მონაცემები ოჯახის წევრების/ნათესავების შესახებ და სხვა ინფორმაცია.
12.3 მონაცემთა შენახვის ვადა: კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტიდან 10 (ათი) წელი.
12.4. მონაცემთა მომწოდებლები: უშუალოდ მონაცემთა სუბიექტები, საკრედიტო და სხვა ფინანსური ინსტიტუტები და მათი ფილიალები, აღმასრულებელი ორგანოები/სააგნეტოები, სხვა რეესტრები და სახელმწიფო ინსტიტუტები, კომპანიები, რომლებიც ამუშავებენ მოვალეთა კონსოლიდირებულ ფაილებს/საკრედიტო ინფორმაციას (მაგ. ლიეტუვაში, UAB „Creditinfo Lithuania ან სხვა), ფიზიკური პირები, რომლებიც აწვდიან მონაცემებს მეუღლეების, შვილების და ოჯახის წევრების/ნათესავების/დაკავშირებული პირების შესახებ, სოლიდარული მოვალეები, თავდებები, უზრუნველყოფის მიმწოდებლები და ა.შ. იურიდიული პირები, როდესაც კლიენტი არის ამ იურიდიული პირის წარმომადგენელი, თანამშრომელი, კონტრაქტორი, აქციონერი, მონაწილე, მფლობელი და ა.შ. და პარტნიორები ან სხვა ორგანიზაციები, რომლებსაც Paysera იყენებს მომსახურების მიწოდებისთვის.
12.5 მონაცემთა მიმღებნი: საკრედიტო, ფინანსური, საგადახდო და/ან ელექტრონული ფულის ინსტიტუტები ან კრედიტუნარიანობის შეფასებაში დამხმარე კომპანიები და კომპანიები, რომლებიც ამუშავებენ დებეტორთა კონსოლიდირებულ ფაილებს/საკრედიტო ინფორმაციას.
12.6 თქვენთვის ფინანსური ხელშეკრულების გაფორმების შემოსათავაზებლად ან მის გასაფორმებლად და მომსახურების გასაწევად, კონკრეტულ შემთხვევებში, Paysera გადაწყვეტილების მისაღებად მიმართავს თქვენი მონაცემების ავტომატურ დამუშავებას. ამ შემთხვევაში სისტემა თქვენს კრედიტუნარიანობას ამოწმებს შესაბამისი ალგორითმით და აფასებს შესაძლებელია თუ არა მომსახურების მიწოდება. უარყოფითი ავტომატური გადაწყვეტილების გადახედვა შესაძლებელია კლიენტის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოწოდების საფუძველზე. Paysera იღებს ყველა საჭირო ზომას თქვენი უფლებების, თავისუფლებისა და ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ადამიანის ჩარევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გამოთქვათ თქვენი აზრი და გაასაჩივროთ ავტომატური გადაწყვეტილება. თქვენ გაქვთ უფლება გაასაჩივროთ ავტომატური გადაწყვეტილება Paysera-სთან პირდაპირი დაკავშირებით.
13.1.აღნიშნული მიზნით პერსონალური მონაცემები მუშავდება Paysera-სა და მისი კლიენტის/მათი წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სიცოცხლის, ჯანმრთელობის და სხვა უფლებების დასაცავად. შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება (ვიდეო მეთვალყურეობა Paysera-ს შენობაში და ჩაწერა) ხორციელდება კლიენტის, Paysera-სა და მათი თანამშრომლების, ვიზიტორების და მათი ქონების დაცვის ლეგიტიმური ინტერესით.
13.2. აღნიშნული მიზნით შეიძლება დამუშავდეს შემდეგი პერსონალური მონაცემები: ვიდეო ჩანაწერები Paysera-ს მართვის ქვეშ მყოფ შენობაში/უძრავი ქონების ტერიტორიაზე.
13.3. Paysera-ს შენობაში შესვლამდე, სადაც მიმდინარეობს ვიდეო თვალთვალი, ვიდეო მეთვალყურეობის შესახებ გეცნობებათ სპეციალური აღნიშვნებით/ გამაფრთხილებელი ნიშნით.
13.4 მონაცემთა შენახვის ვადა: 1 (ერთი) წელი.
13.5. მონაცემთა მომწოდებლები: მონაცემთა სუბიექტი რომელიც სტუმრობს Paysera-ს შენობას, სადაც მიმდინარეობს ვიდეო კონტროლი და ჩაწერა სათვალთვალო კამერით.
13.6 მონაცემთა მიმღებნი: სასამართლოები, წინასასამართლო გამოძიების დაწესებულებები, ადვოკატები (მხოლოდ დანაშაულის მცდელობის არსებობის შემთხვევაში).
14. მიზანი: მომსახურების შესახებ კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება.
14.1. აღნიშნული მიზნით პერსონალური მონაცემები მუშავდება, რათა კლიენტს ეცნობოს Paysera-ს მიერ გაწეული მომსახურებების შესახებ, მათი ფასების, სპეციფიკის, კლიენტთან დადებული ხელშეკრულების პირობების, სისტემური ცვლილებისა და Paysera-ს მომსახურებებთან დაკავშირებული სხვა მოკლეტექსტური შეტყობინებების მიწოდება.
14.2 აღნიშნული მიზნით შეიძლება დამუშავდეს შემდეგი პერსონალური მონაცემები: ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი.
14.3. მონაცემთა სუბიექტი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია, რომ მსგავსი შეტყობინებები აუცილებელია Paysera-სა და კლიენტს შორის დადებული საგადახდო მომსახურების გენერალური ხელშეკრულების ან/და მისი დამატებების (დანართების), შესასრულებლად და ისინი არ განიხილება, როგორც პირდაპირი მარკეტინგის მიზნით განხორციელებული შეტყობინებები.
14.4 მონაცემთა შენახვის ვადა: კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან 24 (ოცდაოთხი) თვე.
14.5. მონაცემთა მომწოდებლები: უშუალოდ მონაცემთა სუბიექტი.
14.6. მონაცემთა მიმღებნი: აღნიშნული მიზნით მონაცემები არ მიეწოდება სხვა პირებს.
15. მიზანი: პირდაპირი მარკეტინგი
15.1. აღნიშნული მიზნით ხდება პერსონალური მონაცემების დამუშავება, რათა კლიენტს შევთავაზოთ Paysera-ს მომსახურება და გავიგოთ კლიენტების დამოკიდებულება აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით.
15.2 აღნიშნული მიზნით შეიძლება დამუშავდეს შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, ელ.ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.
15.3.აღნიშნული მიზნით Paysera კლიენტის თანხმობის მიღების შემდეგ აგზავნის საინფორმაციო ბროშურებს და პირდაპირ მარკეტინგულ შეტყობინებებს. Paysera-ს შეუძლია გამოიყენოს საინფორმაციო ბროშურის მომსახურების მიმწოდებელი, მას შემდეგ რაც დარწმუნდება, რომ აღნიშნული მიმწოდებელი აკმაყოფილებს Paysera-ს პარტნიორთა ქსელის ერთობლივი დამმუშავებლების ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნებს. კლიენტს ბმულზე „თქვენი თანხმობის გაუქმება/გამოხმობა“ გადასვლით, შეუძლია გააუქმოს/გამოიხმოს საინფორმაციო ბროშურის ან პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე მის მიერ გაცემული თანხმობა. თანხმობის გამოხმობა ასევე შესაძლებელია პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის დამუშავებაზე უარის თქმის შესახებ Paysera-სთვის ელ.ფოსტაზე (support@paysera.com) ნებისმიერ დროს შეტყობინების გაგზავნით. .
15.4 მონაცემთა შენახვის ვადა: კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტამდე ან იმ დღემდე, სანამ კლიენტი გააპროტესტებს/შეეწინააღმდეგება აღნიშნული მიზნით მონაცემთა დამუშავებას.
15.5 მონაცემთა მომწოდებლები: უშუალოდ მონაცემთა სუბიექტი.
15.6.მონაცემთა მიმღებები: აღნიშნული მიზნით მონაცემები შესაძლოა გადაეცეს საძიებო ან სოციალური ქსელის სისტემებს (მონაცემთა დამუშავების გაპროტესტების/აკრძალვის შესაძლებლობას უზრუნველყოფილია ამ სისტემების ვებ გვერდებზე), საინფორმაციო ბროშურების მომსახურების მომწოდებლებს.
16. მიზანი: სტატისტიკური ანალიზი. ზემოაღნიშნული მიზნებისთვის შეგროვებული თქვენი პერსონალური მონაცემები, გარდა პირადი საიდენტიფიკაციო ნომერის, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების/მათი დეტალების, ასევე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილისა, შესაძლოა, დამუშავდეს სტატისტიკური ანალიზის განსახორციელებლად. აღნიშნული მიზნით მონაცემთა დამუშავება მოხდება ისე, რომ სტატისტიკური ანალიზის ფარგლებში მისი გამოყენებით შეუძლებელი იყოს მონაცემთა შესაბამისი სუბიექტების იდენტიფიცირება. სტატისტიკური ანალიზის მიზნით თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება ეფუძნება საქმიანობის ანალიზის, გაუმჯობესებისა და განვითარების ლეგიტიმურ ინტერესს. თქვენ გაქვთ უფლება არ დაეთანხმოთ და აკრძალოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ასეთი მიზნით დამუშავება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით აღნიშნულის შესახებ Paysera-სთვის შეტყობინებით. თუმცა, Paysera-ს შეუძლია სტატისტიკური ანალიზის მიზნით გააგრძელოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, თუკი დაამტკიცებს, რომ მონაცემები მუშავდება მონაცემთა სუბიექტის ინტერესების, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და უფლებების დაცვის მიზანზე აღმატებული კანონიერი მიზეზით ან სამართლებრივი საჩივრების/სარჩელების ჩამოყალიბების, წარდგენის ან მათგან დაცვის მიზნით.
17. მიზანი: მომსახურების გაუმჯობესება. ყველა ზემოაღნიშნული მიზნისთვის შეგროვებული მონაცემები შესაძლოა, დამუშავდეს ტექნიკური და ორგანიზაციული მოწყობილობების/საშუალებების, IT ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, გამოყენებულ მოწყობილობებთან/საშუალებებთან მომსახურებების ადაპტირებისთვის, Paysera-ს ახალი მომსახურებების განვითარებისთვის, არსებული მომსახურებებით კმაყოფილების გაზრდისთვის, ასევე ტექნიკური მოწყობილობების/შესაძლებლობების და IT ინფრასტრუქტურის ტესტირებისა და გაუმჯობესებისთვის.
18. მიზანი: მომსახურების არამართებულად გამოყენების პრევენცია და მომსახურების სათანადო მიწოდება. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნისთვის შეგროვებული მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას არაავტორიზებული წვდომისა და გამოყენების თავიდან ასაცილებლად, კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
19. პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის Paysera-ს შეუძლია, ჩართოს მონაცემთა დამმუშავებლები და/ან, საკუთარი შეხედულებისამებრ, დაიქირავოს სხვა პირები, Paysera-ს სახელით სხვადასხვა დამხმარე/დამატებითი ფუნქციების შესასრულებლად (მაგ. მონაცემთა ცენტრები, ჰოსტინგი, ღრუბლოვანი ჰოსტინგი, სისტემის ადმინისტრირება, სისტემის განვითარება, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება, უზრუნველყოფა, გაუმჯობესებისა და განვითარებების მხარდაჭერა, მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრების სერვისი; მარკეტინგი, კომუნიკაცია, კონსულტაცია, დროებითი პერსონალი ან მსგავსი მომსახურება). ასეთ შემთხვევებში, Paysera მიიღებს ყოველგვარ ზომებს, რათა დარწმუნდეს, რომ დამმუშავებლები ამუშავებენ მონაცემებს Paysera-ს ინსტრუქციებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მოითხოვს მათგან პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვას. Paysera, ასევე უზრუნველყოფს მსგავსი პირებისთვის კონფიდენციალურობის ვალდებულების დაკისრებას, რათა მათ ვერ შეძლონ ამ ინფორმაციის გამოყენება მათი ფუნქციების შესრულების გარდა სხვა ნებისმიერი მიზნით.
20. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მითითებული მიზნებისთვის შეგროვებული პერსონალური მონაცემები არ უნდა დამუშავდეს აღნიშნულ ლეგიტიმურ მიზნებთან ან იურიდიულ მოთხოვნებთან შეუსაბამო გზით.
21. ზემოაღნიშნული მონაცემები მიწოდებული და მიღებული იქნება პროგრამული საშუალებების მეშვეობით, რომელსაც იყენებს Paysera ან მისი ავტორიზებული აგენტი, ასევე სხვა საშუალებებისა და მესამე პირების მეშვეობით, ვისთანაც Paysera-მ დადო პერსონალური მონაცემების დამუშავების ხელშეკრულებები კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.
დამუშავების გეოგრაფიული ფარგლები
22. ჩვეულებრივ, პერსონალური მონაცემები მუშავდება ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური არეალის (EU/EEA) ფარგლებში, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გადაიცეს და დამუშავდეს ევროკავშირის (EU) / ევროპის ეკონომიკურ არეალის (EEA) ფარგლებს გარეთაც.
23. პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაიცეს და დამუშავდეს ევროკავშირის (EU) / ევროპის ეკონომიკურ არეალის (EEA) ფარგლებს გარეთ, როდესაც ამგვარი გადაცემა აუცილებელია ხელშეკრულების გასაფორმებლად ან მის შესასრულებლად (მაგალითად, როცა გადახდა ხდება მესამე მხარისთვის ან მესამე მხარე პარტნიორის (კორესპონდენტის) მეშვეობით) ან მაგალითად, როცა კლიენტი ახორციელებს კომერციულ საქმიანობას ონლაინ პლატფორმის გამოყენებით (არის რეგისტრირებული მომხმარებელი), სადაც რეგისტრირებული მომხმარებლების მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, თავის მხრივ, ექვემდებარებიან მომხმარებლებზე ინფორმაციის გადაცემის სპეციალურ მოთხოვნებს), როცა გადაცემის აუცილებლობა გათვალისწინებულია კანონით ან როდესაც კლიენტმა თავად გასცა თანხმობა. ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ Paysera-ს პარტნიორთა ქსელის ერთობლივი დამმუშავებლების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების არსებობა.
პროფილირება
24.Paysera-ს მიერ პროფილირების ჩატარება მოიცავს პერსონალური მონაცემების ავტომატური საშუალებებით დამუშავებას, კანონმდებლობით დადგენილი მიზნებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია რისკების მართვასა და თაღლითობის თავიდან ასაცილებლად ტრანზაქციების მუდმივ და პერიოდულ მონიტორინგთან. ამგვარი განგრძობადი/მიმდინარე პროფილირება ეფუძნება Paysera-ს კანონისმიერ ვალდებულებებს.
25.პირდაპირი მარკეტინგისა და სტატისტიკური ანალიზის მიზნით, პროფილირება შესაძლოა განხორციელდეს „Matomo“-ს, „Google“-ს, „Facebook“-ისა და სხვა ანალიტიკური საშუალებების გამოყენებით.
არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავება
26. 14 (თოთხმეტ) წლამდე არასრულწლოვნებმა, რომელთაც აქვთ სურვილი ისარგებლონ Paysera-ს მომსახურებით, უნდა წარმოადგინონ თავიანთი წამომადგენლებისაგან (მშობელი/ კანონიერი მზრუნველი) თანხმობა მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით. .
მზა ჩანაწერების („Cookie“-ს) პოლიტიკა
27. Paysera-მ შესაძლოა, ვებ გვერდზე გამოიყენოს მზა ჩანაწერები („cookie“.) ქუქი არის პატარა ფაილი, რომელიც იგზავნება პიროვნების ინტერნეტ ბრაუზერში და ინახება მათ მოწყობილობებში. ქუქი-ფაილები გადაეცემა პერსონალურ კომპიუტერს ვებ საიტზე პირველივე ვიზიტისას.
28. ჩვეულებრივ, Paysera პიროვნების მოწყობილობაზე იყენებს მხოლოდ აუცილებელ ქუქი-ფაილებს. აღნიშნული გამოიყენება იდენტიფიკაციისთვის, ვებ გვერდის ფუნქციონირებისა და გამოყენების გაუმჯობესებისთვის, ასევე ამ ვებ გვერდსა და მასში განთავსებულ ინფორმაციაზე პიროვნების წვდომის გასამარტივებლად. Paysera-ს შეუძლია გამოიყენოს სხვა ქუქი-ფაილები კლიენტის თანხმობის მიღებისთანავე. ქვემოთ იხილავთ სხვადასხვა ტიპის ქუქი-ფაილების მოკლე აღწერას:
სავალდებულო ტიპის ქუქი-ფაილები. აღნიშნული ქუქი-ფაილები აუცილებელია, რათა მოახერხოთ Paysera ვებგვერდზე სხვადასხვა ფუნქციების გამოყენება. ისინი აუცილებელია ვებგვერდის მუშაობისთვის და მათი გამორთვა შეუძლებელია. ამგვარი ქუქი-ფაილები ინახება თქვენს კომპიუტერში, მობილურ ტელეფონში ან თაბლეტზე, მანამ სანამ თქვენ იყენებთ ვებ საიტს და მოქმედებს მხოლოდ შეზღუდული დროით. როგორც წესი, ქუქი-ფაილები ყენდება/იწერება თქვენს მიერ დათვალიერების დროს განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ, როგორიცაა თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრების შეცვლა, ავტორიზაცია და სხვადასხვა ფორმის/განაცხადის შევსება.
სტატისტიკური ქუქი-ფაილები. ისინი გამოიყენება ანონიმური სახით ინფორმაციის შეგროვებისა და რეპორტინგისთვის, რათა დადგინდეს თუ როგორ იყენებენ ჩვენი ვიზიტორები ვებ გვერდს. რეგისტრირებული პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი გამოიყენება ვებ გვერდის მომხმარებლების მიერ ვებ გვერდის გამოყენების სტატისტიკური მონაცემების შესაგროვებლად.
ანალიტიკური ქუქი-ფაილები. ეს ქუქი-ფაილები გამოიყენება ვებ გვერდის ვიზიტორების რაოდენობისა და ტრაფიკის მონიტორინგისთვის. ანალიტიკური ქუქი-ფაილების მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ, თუ რომელი ვებ გვერდებია მომხმარებლების მიერ ყველაზე ხშირად ნანახი და როგორ ხდება მათი გამოყენება, რაც გვაძლევს საშუალებას გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურების ხარისხი. თუ არ ეთანხმებით აღნიშნული ქუქი-ფაილების გამოყენებას, ვებ გვერდზე თქვენი ვიზიტი არ იქნება ჩვენს სტატისტიკაში გამოყენებული.
მარკეტინგული ქუქი-ფაილები. ეს ქუქი-ფაილები გამოიყენება იმისათვის, რომ მოგაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია ჩვენი სერვისების შესახებ, გავაუმჯობესოთ კონტენტის შერჩევა ვებ გვერდზე თქვენ მიერ ხშირად ნანახ მონაცემებზე/თქვენი დათვალიერების ისტორიაზე დაყრდნობით და ჩვენი ვებ გვერდის გამოყენებისას შემოგთავაზოთ მეტი არჩევანი. ამასთანავე, აღნიშნული ქუქი-ფაილები, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას მესამე პირების ვებ გვერდებზე ჩვენი რეკლამირების მიზნებისთვის. ამ შემთხვევაში, ჩვენ ასევე მივიღებთ ინფორმაციას ჩვენი რეკლამის განმათავსებელი ოფიციალური პარტნიორების ვებ გვერდებიდან თქვენი დათვალიერების ისტორიის შესახებ. თუ თქვენ არ ეთანხმებით აღნიშნული ქუქი-ფაილების გამოყენებას, თქვენ ნახავთ მხოლოდ ზოგად, არაპერსონიფიცირებულ რეკლამებს.
29. 30. ვებ ბრაუზერების უმეტესობა იღებს ქუქი-ფაილებს, მაგრამ პირს შეუძლია შეცვალოს ბრაუზერის პარამეტრები ისე, რომ ქუქი-ფაილები არ იქნას გამოყენებული. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სხვა ტიპის ქუქი-ფაილებისგან განსხვავებით, სავალდებულო ქუქი-ფაილების უარყოფამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ვებსაიტის ფუნქციონირებაზე და ზოგიერთმა ფუნქციამ შეიძლება არ იმუშაოს გამართულად. როდესაც მომხმარებელი პირველად ეწვევა Paysera-ს ვებსაიტს, გამოსული ფანჯარა („pop-up“ შეტყობინებას) ნათლად მიუთითებს კონკრეტული დასათანხმებელი ქუქიების სიას, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს რომელი ქუქიების მიღებაზე თანახმაა. როგორც აუცილებელი ქუქიების, ისე სხვა ქუქიების გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს საკუთარი არჩევანი ნებისმიერ დროს და გააუქმოს მოცემული თანხმობა ვებ გვერდის ბოლოში განთავსებულ cookie-ს პარამეტრებზე გადასვლით.
თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის, გასწორების, წაშლის უფლება და მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა
30. თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები:
30.1 მმიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, ამუშავებს თუ არა Paysera თქვენს პერსონალურ მონაცემებს და, თუ ასეა, გაეცნოთ Paysera-ს მიერ დამუშავებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და მიიღოთ ინფორმაცია, რომელი პერსონალური მონაცემები მუშავდება, რომელი წყაროებიდან გროვდება, რა არის დამუშავების მიზანი, ვინ არიან მიმღებნი, რომელთაც მიეწოდებათ ან შეიძლება მიეწოდოთ ეს პერსონალური მონაცემები; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღოთ Paysera-სგან თქვენი პერსონალური მონაცემების ასლი. თქვენი წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე, Paysera-მ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, უნდა მოგაწოდოთ მოთხოვნილი მონაცემები წერილობით ან მიუთითოს უარის მიზეზი. კალენდარულ წელიწადში ერთხელ, მონაცემები შეიძლება მიწოდებულ იქნას უფასოდ, მაგრამ სხვა შემთხვევებში, მონაცემთა მიწოდებისთვის შეიძლება დაწესდეს ღირებულება იმ ოდენობით, რომელიც არ აღემატება მონაცემთა შეგროვების/ მიწოდების ღირებულებას. დამატებითი ინფორმაცია მონაცემებზე წვდომის უფლებებისა და მისი დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ აქ.
30.2 მონაცემთა გასწორების უფლება: თუ Paysera-ს მიერ დამუშავებული თქვენი მონაცემები არასწორი, არასრული ან არაზუსტია, შეგიძლიათ წერილობით მიმართოთ Paysera-ს არასწორი ან არაზუსტი მონაცემების გასასწორებლად ან გაუგზავნოთ შესაბამისი მოთხოვნა არასრული პერსონალური მონაცემების შევსების მიზნით;
30.3. მონაცემთა წაშლის („დავიწყების“) უფლება: მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა (მონაცემთა წაშლა). მონაცემთა დამუშავება შეწყდება, როდესაც მონაცემთა სუბიექტი გაითხოვს თანხმობას, რომლის საფუძველზეც მუშავდება პერსონალური მონაცემები ან პერსონალური მონაცემები აღარ არის საჭირო იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ის შეგროვდა, ან პერსონალური მონაცემები უკანონოდ დამუშავდა ან პერსონალური მონაცემები უნდა წაიშალოს საკანონმდებლო ვალდებულების შესასრულებლად. პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინება უნდა წარედგინოს Paysera-ს პირადად, ფოსტით ან კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით. თუ თქვენს მოთხოვნას აქვს სამართლებრივი საფუძველი, Paysera, მოთხოვნის განხილვის შემდეგ, შეწყვეტს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. უნდა აღინიშნოს, რომ უფლება, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაუყოვნებელი წაშლა, შესაძლოა შეიზღუდოს Paysera-ს მიერ, მისი, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულების (კანონმდებლობით დადგენილი ვადით შეინახოს მონაცემები მომხმარებელთა იდენტიფიკაციის, გადახდის ოპერაციების, დადებული ხელშეკრულებების და ა.შ. შესახებ) შესრულების მიზნით.
30.4 მონაცემთა დამუშავების შეზღუდვის (დაბლოკვის) უფლება: უფლება, როდესაც მონაცემთა სუბიექტი სადავოდ ხდის პერსონალური მონაცემების სიზუსტეს, მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც შესაძლებლობას მისცემს დამმუშავებელს გადაამოწმოს/დაადასტუროს პერსონალური მონაცემების სიზუსტე; როდესაც დამუშავება უკანონოა, თუმცა, მონაცემთა სუბიექტი უარს აცხადებს პერსონალური მონაცემების წაშლაზე და სანაცვლოდ ითხოვს მონაცემების გამოყენების შეზღუდვას; დამმუშავებელს აღარ ესაჭიროება პერსონალური მონაცემები დამუშავების მიზნებისთვის, მაგრამ იგი საჭიროა მონაცემთა სუბიექტის მიერ სამართლებრივი მოთხოვნის დადგენის/განხორციელების, ან პრეტენზიებისგან/სარჩელებისგან დაცვისთვის. მონაცემთა სუბიექტი, რომელმაც მოიპოვა შეზღუდვა მონაცემთა დამუშავებაზე, ამ შეზღუდვის მოხსნამდე უნდა იქნას ინფორმირებული დამმუშავებლის მხრიდან.
30.5. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის უფლება: უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის;
30.6 საჩივრის შეტანის უფლება: თუ თვლით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული თქვენი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევით, უფლება გაქვთ, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით პრეტენზიით მიმართოთ თქვენი მონაცემების დამმუშავებელის ზედამხედველ ორგანოს.
30.7 დაკავშირების უფლება: თქვენი უფლებების განხორციელების, უფლება გაქვთ დაუკავშირდეთ მონაცემთა დამმუშავებელს და/ან მონაცემთა დაცვის ოფიცერს;
30.8 სხვა კანონიერი უფლებები.
31. თქვენ შეგიძლიათ დამუშავებულ მონაცემებზე წვდომის მოპოვების, გასწორების, მონაცემთა შეზღუდვის, წაშლის ან მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შესახებ თქვენი მოთხოვნა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: support@paysera.com. მოთხოვნის წარმდგენმა პირმა მკაფიოდ უნდა მიუთითოს მისი სრული სახელი და დაადასტუროს მოთხოვნა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით.
მესამე მხარის ვებგვერდები
32. Paysera არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის ვებ გვერდებზე კლიენტთა პერსონალური მონაცემების დაცვაზე, მაშინაც კი, თუ კლიენტი აღნიშნულ ვებ გვერდზე გადადის Paysera-ს ვებ გვერდზე მოწოდებული ბმულების მეშვეობით. Paysera გირჩევთ, გაეცნოთ თითოეული ვებგვერდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, რომელიც არ ეკუთვნის Paysera-ს.
ლოგოს გამოყენება
33. კლიენტი, რომელიც იყენებს Paysera-ს ბიზნეს მიზნებისა ან პროფესიული ინტერესებისთვის, ეთანხმება, რომ Paysera-მ შესაძლოა, გამოიყენოს მათი სახელი და/ან ლოგო პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის (მაგალითად, მიუთითოს, რომ კლიენტი სარგებლობს Paysera-ს მომსახურებით).
ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
34. Paysera=ს მიზანია, უზრუნველყოს კლიენტებისა და საჯარო მონაცემების ფაილებიდან მოპოვებული ყველა ინფორმაციის მაქსიმალური უსაფრთხოება. ამ ინფორმაციის არასანქცირებული წვდომისგან, გამოყენებისგან, კოპირებისგან, შემთხვევით ან უკანონო წაშლისგან, ცვლილებისგან ან გამჟღავნებისგან, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა არაავტორიზებული დამუშავებისგან თავის დასაცავად Paysera იყენებს შესაბამის სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და ფიზიკურ უსაფრთხოების ზომებს.
საბოლოო დებულებები
35. აღნიშნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დებულებები ექვემდებარება ლიეტუვის რესპუბლიკის კანონმდებლობას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დებულებებთან დაკავშირებული ყველა დავა წყდება მოლაპარაკების გზით და მისი ამ გზით გადაუჭრელობის შემთხვევაში, დავა განიხილება ლიეტუვას რესპუბლიკის სასამართლოებში.
*-– UAB „Creditinfo Lithuania“ (კომპანიის კოდი: 111689163, მისამართი: A. Goštauto st. 40, LT 01112 Vilnius, Lithuania, www.manocreditinfo.lt , ტელეფონი: (8 5) 2394131, რომელიც მართავს და აწვდის თქვენს ინფორმაციას მესამე პირებს (ფინანსური ინსტიტუტები, სატელეკომუნიკაციო სააგენტოები, სადაზღვევო, ელექტროენერგიის და კომუნალური მომსახურების პროვაიდერები, სავაჭრო კომპანიები და ა.შ.) კანონიერი ინტერესებისა და მიზნების მისაღწევად: თქვენი კრედიტუნარიანობის შეფასება და ვალის მართვა. საკრედიტო ისტორიის მონაცემები ჩვეულებრივ ინახება ვალდებულებების შესრულებიდან 10 წლის განმავლობაში) .
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.
ხელშეკრულების არქივი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (მოქმედია 28.09.2021- მდე)
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (მოქმედია 20.07.2020 -მდე)
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ( მოქმედია 17.04.2020- მდე)
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ( მოქმედია 16.09.2019 -მდე)