PDF
დაბრუნდით უკან

ინფორმაცია განახლდა: 22/01/2016

გაყიდვების წერტილში გადახდების დამუშავება

განმარტებები

ზოგადი ხელშეკრულება - საგადახდო მომსახურების ზოგადი ხელშეკრულება , პირობები, რომლებიც ვრცელდება მერჩანტზე.

გადახდის ინსტრუმენტი -   ნებისმიერი გადახდის ინსტრუმენტი, რომლის Paysera ანგარიშთან დაკავშირების უფლებასაც იძლევა სისტემა და აღნიშნული გადახდის ინსტრუმენტის დახმარებით ასრულებს გადარიცხვებს.

მერჩანტი - Paysera სისტემის მომხმარებელი, რომელიც ყიდის საქონელსა და მომსახურებებს და სარგებლობს სისტემაში მერჩანტისთვის განკუთვნილი გადახდების შეგროვების ერთი ან მეტი მომსახურებით, რომელიც მოწოდებულია Paysera-ს მიერ.
(*განმარტება: როდესაც საგადახდო მომსახურების ზოგადი ხელშეკრულების დებულებები მიემართება ყველა მომხმარებელს- როგორც მერჩანტს, ასევე სხვა მომხმარებლებს- გამოიყენება ტერმინი "მომხმარებელი", ხოლო როდესაც საგადახდო მომსახურების ზოგადი ხდელშეკრულების დებულებები მიემართება მხოლოდ მერჩანტს, გამოიყენება ტერმინი "მერჩანტი" ).

მერჩანტის მოწყობილობა -   მერჩანტის მოწყობილობა გადახდების მიღებისთვის, რომელშიც გადახდის ინსტრუმენტის გადაწყვეტილება დაკავშირებულია Paysera ანგარიშთან გადახდების მისაღებად და რომელსაც აქვს სისტემური მხარდაჭერა და შესაძლებელია მისი დაყენება.

მყიდველი - გადამხდელი და/ან საბოლოო მიმღები მოწოდებული მომახურებისა და მერჩანტის მიერ გაყიდული საქონლის , რომელიც იყენებს სისტემას გადახდების შესაგროვებლად.

გაყიდვების წერტილი - მომსახურების გასაწევად განკუთვნილი ფიზიკური ადგილი, სადაც მერჩანტი ყიდის საქონელსა და/ან უწევს მომსახურებას.

პროექტიმერჩანტის მიერ მოწოდებული საქონლისა და/ან მომსახურების დეტალური აღწერა მყიდველებისგან გადასახადების შეგროვების მიზნით მერჩანტის მიერ მოწოდებული საქონლის ან მომსახურებისთვის, სისტემაში მითითებული მეთოდებით.

ზოგადი დებულებები

1. გაყიდვების ფიზიკურ წერტილებში გადახდების შეგროვების მომსახურება აძლევს მერჩანტს შესაძლებლობას, შეაგროვოს გადახდები მყიდველებისგან მათ Paysera ანგარიშზე გაყიდვის წერტილში სისტემაში მითითებული გადახდის ინსტრუმენტების მიღებით.

2. როდესაც სარგებლობთ აღნიშნული მომსახურებით, გენერალური ხელშეკრულების ყველა პირობა და აღნიშნულ დანართში მოცემული პირობები სრულად მიემართება მერჩენტს. აღნიშნულ დანართში არსებული ტერმინები გამოიყენება გენერალურ ხელშეკრულებაში განსაზღვრული მნიშვნელობებით.

3. თუ მერჩანტი იურიდიული პირია, როდესაც იგი ეთანხმება აღნიშნული დანართის პირობებს, ადასტურებს რომ მას აქვს ყველა საჭირო უფლებამოსილება იურიდიული პირის სახელით შეუკვეთოს აღნიშნული მომსახურება.

გამოყენების პირობები

4. ჩამონათვალი ხელმისაწვდომი გადახდის ინსტრუმენტებისა, რომლებსაც მერჩანტი იყენებს გაყიდვების წერტილში გადახდების შესაგროვებლად საკუთარი საქონლის გაყიდვისა და/ან მომსახურების მიწოდებისთვის მოცემულია აქ .

5. გადახდის შეგროვების განსაზღვრული მეთოდი ან მეთოდები, რომელთა გამოყენება სურს მერჩანტს არჩეულია მერჩანტის ანგარიშზრე, პროექტის წარდგენისას.

6. იმისათვის რომ მერჩანტმა ისარგებლოს მომსახურებით, მან უნდა წარუდგინოს Paysera-ს საკუთარი პროექტი და სისტემაში Paysera-ს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები .

7. Paysera-ს აქვს უფლება არ დაადასტუროს პროექტი და არ გაუწიოს მომსახურება მერჩანტს, ყოველგვარი ახსნის გარეშე.

8.მომსახურება მიწოდებულ იქნება, მას შემდეგ რაც Paysera დაადასტურებს მერჩანტის პროექტს და თუ ეს აუცილებელია გადახდის კონკრეტული მეთოდისთვის, მას შემდეგ რაც მერჩანტი შეასრულებს ინტეგრაციას ინტეგრაციის ინსტრუქციების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია Paysera-ს მიერ გადახდის შეგროვების თითოეული განსაზღვრული მეთოდისთვის.

9. გაყიდვების წერტილებში გადახდის შეგროვების მეთოდის თითოებული გადახდის პროცედურა, რომელსაც აქვს სისტემური მხარდაჭრა, აღწერილია გაყიდვის წერტილში გადახდის კონკრეტული მეთოდის წესებში, რომლებიც მოცემულია აქ

10. მერჩანტი იღებს ვალდებულებას დაიცვას მის მიერ შერჩეული გადახდის შეგროვების მეთოდის წესები.

11. მერჩანტი, სისტემაში მითითებული გადახდის შეგროვების განსაზღვრული მეთოდის შერჩევის შემდეგ, იღებს ვალდებულებას მყიდველს მისცეს შესაძლებლობა გადაიხადოს შესაბამისი გადახდის ინსტრუმენტის გამოყენებით გაყიდვების წერტილში.

12. მერჩანტი პასუხისმგებელია მერჩანტის მოწყობილობის ზუსტ ფუნქციონირებაზე მყიდველის მიერ გადახდილი თანხის გამოკლებისას, ზუსტი თანხის მიწოდებისას და გადახდის კონკრეტული მეთოდის წესებით გათვალისწინებული სხვა ქმედებების შესრულებისას.

ტარიფები და გადახდის პროცედურები

13. გადახდის დამუშავების ტარიფები გადახდის წერტილებში მოცემულია აქ .  

14. მერჩანტი ადასტურებს, რომ იგი გაეცნო გადახდის შეგროვების, გადარიცხვებისა და Paysera-ს ყველა სხვა მომსახურების ტარიფებსა და პირობებს, რომელიც მიემართება და შეესაბამება მათ.

15. თანხის ოდენობა (საკომისიო გადასახადი), რომელიც ეკუთვნის Paysera-ს, ავტომატურად ჩამოიჭრება მას შემდეგ რაც მერჩანტს ჩაერიცხება თანხა. თუ საკომისიო გადსახადი არ ჩამოიჭრება ოპერაციის შესრულებისას, Paysera-ს აქვს უფლება ჩამოჭრას საკომისიო გადასახადი მოგვიანებით.

16. მერჩანტი იღებს ვალდებულებას არ გამოიყენოს დამატებითი საკომისიო, როდესაც მყიდველები გადაიხდიან მერჩანტს სისტემის მეშვეობით და არა სხვა საგადახდო სისტემებით.

17. მერჩანტი შეასრულებს საგადახდო ოპერაციებს გაყიდვის წერტილში მყიდველების მიერ მოწოდებული გადახდის ინსტრუმენტებიდან ფულის ჩამოჭრით მხოლოდ მყიდველის თანდასწრებით.

18.Paysera დააკრედითებს თანხებს, რომლებიც ეკუთვნის მერჩანტს, მათი საქონლისა და მომსახურებისთვის, მერჩანტის Paysera ანგარიშზე, რომელიც გახსნილია ზოგადი ხელშეკრულების პირობების მიხედვით.

19. მერჩანტი ეთანხმება, რომ Paysera-ს შეუძლია გამოიყენოს მერჩანტისგან მიღებული შემოსავალი ან შემოსავლის ნაწილი მიწოდებული მომსახურებისთვის თავისი შეხედულებისამებრ, რათა გადაუხადოს ბონუსები მყიდველს და ეს ჩაითვლება ფასდაკლებად, რომელიც ირიბად მიწოდებულია მყიდველისთვის მერჩანტის მიერ.

20. წინამდებარე დანართში განსაზღვრული და მერჩანტისათვის მიწოდებული მომსახურების ანგარიშის ამონაწერი, ისევე როგორც ჩამოჭრილი საკომისიო უნდა აიტვირთოს სისტემაში ან მერჩანტის მოთხოვნით, გაიგზავნოს მერჩანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე. ანგარიშის ამონაწერი უდრის დღგ-სგან გათავისუფლებულ ფინანსურ მომსახურებაზე გაცემულ დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურას, რომელიც განსაზღვრულია დღგ-ის შესახებ კანონის 28-ე მუხლით, დადგენილებით დადასტურებული საგადასახადო სააღრიცხვო დოკუმენტების გაცემისა და აღიარების წესის 18-1 პუნქტების შესაბამისად, ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის 2002 წლის 29 მაისს, No. 780. მერჩანტის მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი განცხადება Paysera-ს მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული, გამოიყენება Paysera-ს მიერ დადგენილი საკომისიო.

თანხის დაბრუნება

21. თუ მერჩანტი ჩამოჭრის განსხვავებული თანხის ოდენობას ვიდრე მითითებულია მომხმარებლისტის, მერჩანტის სასარგებლოდ მიღებული თანხა უნდა დაუბრუნდეს მყიდველს. ბრუნდება ასევე საკომისიო გადასახადი, რომელიც დაეკისრა მერჩანტს, მსგავსი გადახდის მიღებისთვის.

22. თუ რაიმე მიზეზის გამო, მერჩანტის ქმედებებიდან გამომდინარე, Paysera-ს შეუქცევადად ჩამოეჭრება თანხები, მას აქვს უფლება იმავე ოდენობის თანხა დააკისროს მერჩანტს და მერჩანტმა დაკისრებული თანხა უნდა გადაურიცხოს Paysera-ს დაუყოვნებლივ და აანაზღაუროს Paysera-ს მიერ გაწეული ყველა ხარჯი და დანაკარგი. თუ მერჩანტს არ აქვს საკმარისი თანხები სისტემაში დანაკარგების დასაფარად, მან უნდა გადარიცხოს თანხის დანაკლისი Paysera-ს მიერ მითითებულ ანგარიშზე 7 კალენდარული დღის განმავლობაში, შეტყობინების მიღებიდან.

მომსახურების ტექნიკური ინტეგრაცია

23. მერჩანტი, რომელიც მიზნად ისახავს გაყიდვების წერტილებში გადახდების შეგროვების მომსახურებით სარგებლობას, რომელიც აღწერილია აღნიშნულ დანართში, იღებს ვალდებულებას დააკავშიროს თავისი სისტემა Paysera-სთან ან ჩამოტვირთოს საჭირო პროგრამა Paysera-ს მიერ მოწოდებული ინსტრუქციების შესაბამისად. მერჩანტის მიერ არჩეული გადახდის შეგროვების მეთოდიდან გამომდინარე, Paysera უზრუნველყოფს ინტეგრაციის ინსტრუქციებს ან აუცილებელ პროგრამას თითოეული მერჩანტისთვის ინდივიდუალურად ან აწვდის მათ სისტემაში.

24. მერჩანტი იაზრებს და ეთანხემბა, რომ არასწორმა ინტეგრაციამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემის დამატებითი დატვირთვა, რაც არ არის სასურველი და მისაღები; შესაბამისად მათ უნდა უზრუნველყონ, რომ დაკავშირება შესრულდება ინსტრუქციების მკაცრი დაცვით.

25. Paysera-ს შეუძლია შეცვალოს მომსაუხრების ტექნიკური ინტეგრაციის გადაწყვეტა შეზღუდვის გარეშე და ნებისმიერ დროს. შეტყობინება ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც საჭიროებს შესწორებებს მერჩანტის პროგრამულ უზრუნველყოფაში, უნდა გაკეთდეს მინიმუმ 90 (ოთხმოცდაათი) დღით ადრე. მერჩანტს ესმის, რომ მას შემდეგ, რაც Paysera შეცვლის ინტეგრაციის ინსტრუქციებს და აცნობებს მერჩანტს ამის შესახებ, მერჩანტი განაახლებს მათ მხარეს არსებული სისტემების კავშირს მათი ხარჯით არაუგვიანეს 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში შეტყობინების დღიდან. მერჩანტის მხრიდან საჭირო ცვლილებები შესრულდება მერჩანტის ხარჯზე.

მხარეთა შეთანხმებები

26. მერჩანტი იღებს ვალდებულებას, რომ შეატყობინოს მყიდველს ნებისმიერ შემთხვევაში, რომ სისტემა გამოყენებული იქნება გადახდების შესასრულებლად და ასევე შესაბამისი გადახდის ინსტრუმენტით გადახდის შესაძლებლობის შესახებ.

27. მერჩანტი ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ მყიდველებისთვის მომსახურების მიწოდებისა და საქონლის მიყიდვისას მერჩანტი იმოქმედებს პატიოსნად და ისე, რომ დააკმაყოფილოს Paysera-ს, მერჩანტისა და მყიდველის ინტერესები. მერჩანტი ასევე იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მომსახურება და მიყიდოს საქონელი მყიდველებს სწორად, დროულად და ხარისხიანად.

28. მერჩანტი გარანტიას იძლევა, რომ მერჩანტის ყველა ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულების შესრულებასთან და ასევე გაყიდული საქონელი და/ან მათ მიერ გაწეული მომსახურება, შეესაბამება იმ სახელმწიფოს სამართლებრივ აქტებს, სადაც ხდება საქონლის გაყიდვა და მომსახურების მიწოდება. ყველა პასუხისმგებლობა აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად წარმოშობილ შედეგებზე ეკისრება მერჩანტს.

29. წინამდებარე დანართით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას, Paysera არ არის პასუხისმგებელი მერჩანტის მიერ გაყიდულ საქონელზე და/ან მომსახურებაზე და საქონლის გაყიდვისა და/ან მომსახურების მიწოდების შედეგად წარმოშობილ შედეგებზე. Paysera ასევე არ იძლევა გარანტიას, რომ მერჩანტის მიერ ჩამოყალიბებული ტრანზაქციის მეორე მხარე (მყიდველი) შეასრულებს ტრანზაქციას (თუ ტრანზაქციის შესასრულებლად საჭიროა არა მხოლოდ საქონლის ან მომსახურების გადახდა).

30. მხარეები (მერჩანტი და Paysera) იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ ორგანიზაციული და ტექნიკური საშუალებების სათანადო გამოყენება, რომლებიც განკუთვნილია მყიდველების პერსონალური მონაცემების შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, ჩანაცვლების, გამჟღავნების ან სხვა უკანონო დამუშავებისგან, როგორც ეს დადგენილია გამოყენებული სამართლებრივი აქტებით.

31. მხარეები (მერჩანტი და Paysera) იღებენ ვალდებულებას არ შეინახონ მყიდველების საგადახდო ინსტრუმენტების საიდენტიფიკაციო მონაცემები, უზრუნველყონ მყიდველების საგადახდო ინსტრუმენტების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უზრუნველყონ, რომ ასეთი მონაცემები არ გახდება ცნობილი მესამე პირებისთვის, მათ შორის მერჩანტის თანამშრომლებისთვის.

32. Paysera მერჩანტს, რომელიც სარგებლობს Paysera-ს მომსახურებით საქმიანი და პროფესიული საჭიროებებისთვის, აძლევს შესაძლებლობას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სისტემაში უსასყიდლოდ განათავსოს მერჩანტის აღწერილობები და მოწოდებული მომსახურებები და მათ მიერ გაყიდული საქონელი. Paysera-ს უფლება აქვს წაშალოს ასეთი აღწერილობა სისტემიდან ან არ განახორციელოს მისი რეკლამა ცალკეული გაფრთხილების გარეშე და ასეთი წაშლის ან არარეკლამირების მიზეზების მითითების გარეშე.

33. მერჩანტი თანახმაა, რომ მათი ლოგოტიპი და მოწოდებული მომსახურებები ან/და მის მიერ გაყიდული საქონლის აღწერა გამოჩნდეს სისტემაში. Paysera-ს უფლება აქვს წაშალოს ასეთი აღწერილობა სისტემიდან ცალკე გაფრთხილებისა და წაშლის მიზეზების მითითების გარეშე.

აკრძალული ქმედებები

34. მერჩანტს ეკრძალება კანონდმებლობით აკრძალული პროდუქტის, საქონლის ან მომსახურების გაყიდვა და სხვა პროდუქტის, საქონლისა თუ მომსახურების, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის მოთხოვნით (სადაც მიმდინარეობს ვაჭრობა) ესაჭიროება სპეციალური ლიცენზია ან ნებართვა. შესაბამისი, კანონით მოთხოვნილი ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე.

35. მერჩანტს აქვს ვალდებულება, დარწმუნდეს, რომ მის მიერ გაწეული მომსახურება ან გაყიდული საქონელი აკმაყოფილებს და არ არღვევს იმ კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობას, სადაც მომსახურება არის გაწეული ან საქონელი იყიდება.

36. თუ ცხადი გახდება, რომ მერჩანტმა არ შეასრულა დნართში მითითებული აკრძალული ქმედებების შეზღუდვის ვალდებულება ან მათი ქმედებები არ შეესაბამებოდა ან ართვევდა განსაზღვრული ქვეყნის კანონმდებლობას და Paysera-ს მიადგა ზიანი აღნიშნული მიზეზით (ე.ი. დაეკისრა ჯარიმები, ახსნა-განმარტება გახდა საჭირო, ოპერატორთან გაუქმდა ხელშეკრულება), Paysera-ს უფლება აქვს მერჩანტის ანგარიშიდან არაკონკურენტულად ჩამოჭრას ყველა ხარჯი და ზარალი, რომელიც წარმოიშვა მერჩანტის ასეთი დარღვევის გამო. თუ მერჩანტის ანგარიშზე არასაკმარისი თანხაა ხარჯების დასაფარად, მერჩანტი დაუყოვნებლივ გადარიცხავს Paysera-ს მიერ მითითებულ ზარალის ოდენობას Paysera-ს მიერ მითითებულ ანგარიშზე.

მომსახურების შეწყვეტა

37. Paysera, რომელიც მოქმედებს გონივრულად და მერჩანტის ინტერესების გათალისწინებით, აქვს უფლება წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეზღუდოს მომსახურების სრული ან ნაწილობრივი მიწოდება, შეაჩეროს აღნიშნულ დანართში აღწერილი მომსახურების გაწევა და/ან გადახდების შეგროვების შესრულება, , შეწყვიტოს სახელშეკრულებო ურთიერთობები და უარი თქვას მომავალში მომსახურების გაწევაზე ნებისმიერ დროს, თუ ცხადი გახდება, რომ:

37.1. მერჩანტი არ ასრულებს ან არღვევს აღნიშნული დანართის ნაწილის „აკრძალული საქმიანობის“ მოთხოვნებს;

37.2. მერჩანტის საქონლის ან მომსახურების გავრცელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს Paysera-ს ბიზნეს რეპუტაციას;

37.3. დარღვეულია მერჩანტის ვალდებულებები, რომლებიც აიღო აღნიშნული დანართის საფუძველზე, ან ჩნდება რეალური საფრთხე მათთვის ან მყიდველების გონივრული ინტერესები შეიძლება დაზიანდეს მომსახურების შემდგომი მიწოდების გამო.

37.4. საგადახდო მომსახურების ზოგადი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ყველა სხვა შემთხვევაში.

38. Paysera აცნობებს მერჩანტს მომსახურების მიწოდების მსგავსი შეზღუდვის შესახებ დაუყოვნებლივ (ერთ საათში) და მომსახურების მიწოდების შეწყვეტიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში მერჩანტის კუთვნილი თანხების დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ.

39. აღნიშნულ დანართში და საგადახდო მომსახურების ზოგად ხელშეკრულებაში მითითებული შეზღუდვების მიზანია დაიცვას Paysera, მერჩანტები, სხვა მომხმარებლები, მყიდველები და სხვა მესამე პირები შესაძლო ფულადი სანქციების, დანაკარგებისა და სხვა უარყოფითი შედეგებისგან.

ინფორმაცია ხარვეზების შესახებ

40. Paysera წინასწარ აცნობებს მომხმარებელს, გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, სისტემის და სისტემების ან აღჭურვილობის ცნობილი და პოტენციური ტექნიკური გაუმართაობის შესახებ, რომლებიც მუშაობენ Paysera-ს მიერ მომსახურების მიწოდებაზე, რაც შესაბამისად გავლენას ახდენს Paysera-ს მომსახურების მიწოდება. მერჩანტი ასევე იღებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ აცნობოს მყიდველებს და Paysera-ს ტექნიკური გაუმართაობის, დაგეგმილი პრევენციისა და სარემონტო სამუშაოების შესახებ, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მერჩანტის მომსახურების მიწოდებაზე ან მყიდველებისთვის საქონლის მიყიდვაზე.

პასუხისმგებლობები

41. მხარეთა პასუხისმგებლობები განისაზღვრება ზოგადი ხელშეკრულების პირობებით.

42. მერჩანტი პასუხისმგებელია მყიდველის მიერ წარმოდგენილი საგადახდო ინსტრუმენტზე ზუსტი თანხის მითითებასა და ჩამოჭრაზე.