პაკეტური გადახდები API-ს საშუალებით



Paysera API გაძლევთ რეალურ დროში ოპერაციების შესრულების შესაძლებლობას, თქვენს საბუღალტრო ან ფინანსურ სისტემასთან API-ს ინტეგრაციით

ავტომატური პაკეტური გადახდები

მსხვილ კომპანიებს, ელ.კომერციის პლატფორმებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს ხშირად ესაჭიროებათ ერთდროულად ბევრი საგადასახადო დავალების შესრულება, მცირე დროში. პეისერა ბანკი საქართველო გთავაზობთ პროცესის გამარტივების გზას API-ს საშუალებით შესრულებული მარტივი, სწრაფი და კონკურენტუნარიანი ტარიფის მქონე პაკეტური გადახდების გამოყენებით. თქვენს საბუღალტრო ან ფინანსურ სისტემასთან Paysera API-ის დაცული ინტერფეისით ინტეგრაციის შემდგომ, თქვენი საბუღალტრო ან ფინანსური სისტემიდან ავტომატურად დაინიცირდება პაკეტური გადახდები, რაც თავიდან აგარიდებთ Paysera-ს სისტემაში ყოველ ჯერზე ტრანზაქციების ინდივიდუალურ გენერირებას.

სწრაფი გადარიცხვები

გადარიცხვები სრულდება მსოფლიოს მასშტაბით, 180 ქვეყნის 10 000-ზე მეტ ბანკში, მარტივად, სწრაფად და დაბალი ტარიფით. მიმღების ანგარიშზე თანხა უმეტესად აისახება 30 წუთის განმავლობაში.

ვალუტის კონვერტაცია

პეისერა ბანკი საქართველო გთავაზობთ ვალუტის კონვერტაციას ხელსაყრელი კურსით. გადაცვალეთ თანხა 30-ზე მეტ განსხვავებულ ვალუტაში და გამოიყენეთ საერთაშორისო ან ადგილობრივი გადარიცხვების შესასრულებლად. ვალუტის კონვერტაცია შესაძლებელია ავტომატურად, API-ის მეშვეობით.

Paysera ანგარიშით თქვენს სისტემაში ავტორიზაცია



მიეცით მომხმარებელს შესაძლებლობა თქვენს სისტემაში გაიაროს ავტომატური ავტორიზაცია, დამატებითი ველების შევსების გარეშე.

ვერიფიცირებული მონაცემები

მომხმარებელს, წინასწარ დადასტურების შემთხვევაში, აქვს შესაძლობლობა გაიაროს ავტორიზაცია თქვენს სისტემაში მისი Paysera-ს პროფილის მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით. მომხმარებლის მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია ყოველთვის იქნება ჩვენ მიერ ვერიფიცირებული, ხოლო მათი ცვლილების შემთხვევაში - ავტომატურად განახლებული, შესაბამისად მომხმარებელს არ მოუწევს ზრუნვა დამატებითი ვერიფიკაციის გასავლელად.

მონაცემთა მართვა

თქვენს სისტემას შეუძლია განსაზღვროს სავალდებულო მონაცემები, ხოლო Paysera ევროპილი ანგარიშით ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს გადმოსაცემ მონაცემთა მოცულობა ან უარი თქვას მონაცემთა გადმოცემაზე.

უსაფრთხო ავტორიზაცია

აღნიშნული მომსახურება თქვენს სისტემაში ავტორიზაციას ხდის კიდევ უფრო უსაფრთხოს, რადგან ავტორიზაცია დასტურდება Paysera სისტემის მიერ. თქვენს მომხმარებელს არ მოუწევს დამატებითი პაროლის შექმნა.

ავტომატური შეტყობინებები გადახდების შესახებ



ავტომატური პროცესი, რომელიც არ საჭიროებს თქვენს მონაწილეობას

შეტყობინებები რეალურ დროში

რეალურ დროში მიიღეთ შეტყობინება ანგარიშზე შესრულებული ტრანზაქციების შესახებ.

მონაცემთა უსაფრთხო გადაცემა

ინფორმაცია თქვენს ანგარიშზე შესრულებული ტრანზაქციების შესახებ დაშიფრულია და საინფორმაციო სისტემაში იგზავნება უსაფრთხო პროტოკოლის წესების მკაცრი დაცვით.

პირდაპირი ინტეგრაცია

საბუღალტრო/ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაცია დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მონაცემთა არასაჭირო იმპორტი. ინფორმაცია თქვენს სისტემაში სრულად იქნება ხელმისაწვდომი.

საბანკო გადარიცხვების მონაცემთა გაცვლა და მართვა



აღნიშნული სისტემა გაძლევთ შესაძლებლობას თქვენი ფინანსური ან საბუღალტრო სისტემიდან ავტომატურად გადარიცხოთ თანხა პირდაპირ თქვენი Paysera ანგარიშიდან ნებისმიერ ბანკსა თუ სხვა სისტემაში.

მარტივი

დაზოგეთ თქვენი მომხმარებლის დრო და უზრუნველყავით მათ მიერ გადახდების შესრულება მარტივად, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით.

სწრაფი

ავტომატური საგადახდო დავალება საშუალებას მოგცემთ შეასრულოთ გადარიცხვები სწრაფად. დამატებით ავტორიზაციისა და ფორმების შევსების გარეშე.

Paysera ღია ბანკინგის API



გადახდის ინიციირების მომსახურება (PIS)

აღნიშნული მომსახურების გამოყენება შესაძლებელია ლიცენზირებული გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის (PISP) მიერ, რომელსაც აქვს eIDAS სერტიფიკატი გადახდების ინიციირებისთვის და მსგავსი გადახდების სტატუსის შესამოწმებლად მომხმარებლის მითითებისამებრ.

ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება (AIS)

აღნიშნული მომსახურების გამოყენება შესაძლებელია ლიცენზირებული გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის (PISP) მიერ, რომელსაც აქვს eIDAS სერტიფიკატი გადახდების ინიციირებისთვის და მსგავსი გადახდების სტატუსის შესამოწმებლად, მომხმარებლის მითითებისამებრ.

თანხების დადასტურების მომსახურება

აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია ლიცენზირებული ბარათზე დაფუძნებული გადახდის ინსტრუმენტის გამცემის მიერ (CBPII) , რომელიც სერტიფიცირებულია eIDAS სერტიფიკატით თანხის დადასტურების თანხმობის მოთხოვნის შესაქმნელად, მომხმარებლის მითითებისამებრ.