წარმატებული პარტნიორობა Paysera-ს ქსელთან



Paysera არის ლიტვური წარმოშობის საერთაშორისო Fintech კომპანია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს 2004 წლიდან. ჩვენ ვაერთიანებთ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ფინანსურ სერვისებს მარტივი, სწრაფი და ეფექტური საგადახდო გადაწყვეტილებების შექმნით, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისთვის, ნებისმიერ დროსა და ადგილას.

წამოიწყეთ წარმატებული ბიზნეს ურთიერთობა Paysera-ს ქსელთან. ჩვენ ვაძლევთ პარტნიორებს ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ Fintech ბიზნესის დასაწყებად, როდესაც ჩვენი ადგილობრივი პარტნიორები კონცენტრირებულნი არიან ბიზნესის კომერციულ და დეველოპერულ მხარეზე თავიანთ ქვეყანაში.

სს "პეისერა ბანკი საქართველო" წარმოადგენს ამ ქსელის ნაწილს, რომელიც წარმატებით ოპერირებს ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ბულგარეთში, კოსოვოში, უკრაინაში, პოლონეთი, ალბანეთსა და რუმინეთში და სულ მალე დაემატება კიდევ 3 ქვეყანა.

Paysera-ს ქსელი მუდამ მზად არის გაფართოვდეს, შეიძინოს ახალი ბიზნეს პარტნიორები და შესთავაზოს მრავალფეროვანი მომსახურება საკუთარ მომხმარებელს.

რა სარგებელს მიიღებთ Paysera ქსელთან პარტნიორობით?



#
Paysera-ს ქსეთან პარტნიორობით მიიღებთ ყველას საჭირო შესაძლებლობას განავითაროთ ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი Fintech ბიზნესი, მიიღებთ ყველა საჭირო ინსტრუმენტს წარმატებული და საერთაშორისო დონეზე ინტეგრირებული საგადახდო მომსახურების გასაწევად
  • დაუყოვნებლივ მიიღებთ წვდომას საერთაშორისო ონლაინ გადარიცხვებზე, გადახდის დამუშავების პლატფორმებსა და საჭირო ბიზნეს სისტემებზე.
  • უზრუნველვყოფთ სისტემურ ინტეგრაციასა და ადაპტაციას, ბანკებისა და სხვა პარტნიორების ინფრასტრუქტურაზე წვდომას, საჭირო ტრენინგსა და მხარდაჭერას, ასევე მოგაწვდით საჭირო მარკეტინგულ მასალას.
  • მუდმივად დაგეხმარებით პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებისა და გაუმჯობესებების მოწოდებით, დაგეხმარებით ახალი მომსახურებისა და პროდუქტების დანერგვაში. უზრუნველგყოფთ IT და მარკეტინგული მხარდაჭერით.
  • თქვენ მიიღებთ წვდომას ბიზნესის მართვის ყოვლისმომცველ სისტემებზე, მუდმივად გაუმჯობესებულ და განახლებულ ნოუ-ჰაუზე, ასევე მყისიერ მხარდაჭერაზე ბიზნესის, მარკეტინგისა და ფინანსური მენეჯმენტის საკითხებში.
  • ექსკლუზივს თქვენი ქვეყნის ან რეგიონისთვის.

რას მოველით პარტნიორებისგან?



მნიშვნელოვანია, პარტნიორი აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებსა და წინაპირობებს, რათა შეძლოს წარმატების მიღწევა ელექტრონულ საგადახდო ბიზნესში.

Paysera მომავალი ბიზნეს პარტნიორისგან მოელის:

  • წარმატებული ბიზნესის მართვის გამოცდილებას;
  • სანდო და სუფთა რეპუტაციას;
  • საინვესტიციო შესაძლებლობებს;
  • ადგილობრივი საგადახდო ბაზრის გამდიდრების სურვილის ქონას ინოვაციური და ეკონომიური გადაწყვეტილებებით;
  • მზაობას, მიიღოს საქმიანობის შესაბამისი ლიცენზია.

სასურველია Paysera-ს იდეალური პარტნიორი ფლობდეს:

  • გამოცდილებას საბანკო ან საფინანსო სექტორში;
  • მჭიდრო კავშირებს ადგილობრივ ბიზნეს საზოგადოებასთან.

წინასწარი ინვესტიციის ზომა:

  • საწევრო საკომისიო არის 30 000 ევრო, რომელიც მოიცავს მომსახურების ადაპტაციასა და ტრენინგს;
  • საწყისი ინვესტიცია იწყება 300 000 ევროდან, რომელიც მოიცავს ინვესტიციას ოფისში, ადამიანურ რესურსებს, მარკეტინგსა და სხვა ხარჯებს;
  • კაპიტალი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი ბიზნეს საქმიანობის ლიცენზიის მოთხოვნებს.
#

დაიწყე Fintech ბიზნესი თქვენს ქვეყანაში!

დაგვიკავშირდით მეილზე: business@paysera.com

ან შეავსეთ ფორმა