PDF
დაბრუნდით უკან

Bug Bounty პროგრამის წესები და პირობები

Bug Bounty პროგრამა, ეს არის პროგრამა , რომელიც შეიმუშავა Paysera-მ პირებისთვის, რომლებმაც აღმოაჩინეს სისტემური უსაფრთხოების დეფექტი და აცნობეს მის შესახებ Paysera-ს, რისთვისაც იმსახურებენ ჯილდოს.

Bug Bounty პროგრამა, ეს არის პროგრამა , რომელიც შეიმუშავა Paysera-მ პირებისთვის, რომლებმაც აღმოაჩინეს სისტემური უსაფრთხოების დეფექტი და აცნობეს მის შესახებ Paysera-ს, რისთვისაც იმსახურებენ ჯილდოს.

დეფექტი -შეცდომა, გაუმართაობა ან სხვა შეფერხება Paysera-ს პროგრამებში ან სისტემებში, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს Paysera-ზე ან Paysera-სთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა სისტემაზე, რომელსაც აკონტროლებს ან მართავს Paysera.

კონფიდენციალური ინფორმაცია - ნებისმიერი ინფორმაცია, მიღებული Bug Bounty-ის პროგრამაში მონაწილეობით ან მონაწილეობის განზრახვით, რომელიც დაკავშირებულია Paysera-ს სისტემასთან ან მის მონაწილეებთან.

მომხმარებელი- პირი, რომელიც რეგისტრირებულია და აქვს შექმნილი ანგარიში Paysera-ს სისტემაში.

Paysera – "Paysera LT", UAB, Paysera ჯგუფში შემავალი კომპანია, მომხმარებლის საცხოვრებელი ქვეყნის მიხედვით, ასევე სხვა იურიდიული პირები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან Paysera LT, UAB-თან მომსახურების მიწოდებით და არიან უფლებამოსილნი იმუშაოს Paysera LT, UAB-ის სახელით.

Paysera-ს სისტემა - პროგრამული გადაწყვეტა Paysera-ს ვებ გვერდებზე, შემუშავებული Paysera-ს მიერ, რომელიც გამოიყენება Paysera-ს მომსახურების უზრუნველსაყოფად.

სანქცირებული პირი, საქნცირებული ქვეყანა - პირები ან ქვეყნები, რომლებიც ექვემდებარებიან ევროკავშირის, აშშ-ს საგარეო აქტივების კონტროლ ოფისის (OFAC) ან სხვა შესაბამისი ორგანიზაციების მიერ დაწესებულ სანქციებს.

1 Bug Bounty პროგრამის მონაწილე ადასტურებს, რომ წაიკითხა და ეთანხმება Bug Bounty პროგრამის მიმდინარე წესებსა და პირობებს.

2. Bug Bounty-ის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, Bug Bounty პროგრამის მონაწილე უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ შესაბამისობის კრიტერიუმებს:

2.1 Bug Bounty პროგრამის მონაწილე უნდა იყოს სულ მცირე 14 წლის. თუ მონაწილე არის მინიმუმ 14 წლის, მაგრამ საცხოვრებელ ადგილას ითვლება არასრულწლოვანად, პროგრამაში ჩარიცხვამდე მან უნდა მიიღოს თანხმობა მშობლებისგან ან კანონიერი მეურვეებისგან. Paysera-ს უფლება აქვს მოსთხოვოს მონაწილეს წერილობითი (ასევე ნოტარიულად დამოწმებული) თანხმობა მონაწილის წარმომადგენლებისგან (მშობლები ან კანონიერი მეურვეები). თუ მონაწილე ვერ უზრუნველყოფს წერილობით თანხმობის წარდგენას დადგენილ ვადაში, Paysera შეწყვეტს მათ მონაწილეობას პროგრამაში;

2.2. Bug Bounty პროგრამის მონაწილემ უნდა დაიცვას მარეგულირებელი კანონმდებლობა.

3.იმ შემთხვევაში, თუ Paysera დაადგენს, რომ Bug Bounty-ის პროგრამის მონაწილემ დაარღვია მე-2 პუნქტში მოცემული კრიტერიუმებიდან სულ მცირე ერთი მათგანი მაინც, მონაწილე წაიშლება Bug Bounty პროგრამიდან და არ ექნება ჯილდოს მიღების უფლება.

4. Bug Bounty პროგრამის მონაწილე მოვალეა დაიცვას კონფიდენციალურობის მოთხოვნები-პროგრამაში მონაწილეობის ან მონაწილეობის განზრახვით მიღებული ყველა ინფორმაცია ეკუთვნის Paysera-ს და ჩაითვლება კონფიდენციალურად. Paysera იტოვებს უფლებას განახორციელოს სამართლებრივი ზომები პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენების ან გამჟღავნების ან ამ ინფორმაციის სხვაგვარად გავრცელებისთვის.

5. Bug Bounty პროგრამის მონაწილემ უნდა გამოიყენოს მხოლოდ საკუთარი მონაცემები პროგრამაში მონაწილეობისას.

6.Bug Bounty პროგრამის მონაწილეს ეკრძალება:

6.1ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებმაც შესაძლოა ავნოს ან სხვაგვარად იქონიოს ზეგავლენა Paysera-ს მომსახურებების ან მონაცემების სანდოობასა და მთლიანობაზე;

6.2. ხარვეზების კვლევის მეთოდების გამოყენება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებელთა მომსახურების გაუარესება;

6.3. პროგრამაში Paysera მომხმარებლის მონაწილეობით მიღებული მონაცემების მიღება ან გამოყენება;

6.4. ისეთი ქმედებების შესრულება, რომლებიც საშუალებას მისცემს Bug Bounty პროგრამის მონაწილეს ან ნებისმიერ სხვა მესამე პირს ჰქონდეს წვდომა, შეინახოს, წაშალოს ან სხვა გზით გავლენა მოახდინოს Paysera-ს ან მის მომხმარებლის მონაცემებზე;

6.5.სხვა გზებით Paysera-ს სისტემაში შეფერხებების გამოწვევა, სისტემაში Paysera-ს მომხმარებლების აქტივობის შეფერხება, შეცდომის გამოყენება საკუთარი სარგებლის მისაღწევად ან სამართლებრივი მოთხოვნების დარღვევა.

7.Bug Bounty პროგრამის მონაწილეს ჯილდო გადაეცემა ხარვეზის სიმძიმის პროპორციულად.

8.დაჯილდოვდება მხოლოდ Paysera-ს მიერ აღიარებული ხარვეზები.

9. ანაზღაურება ხდება ხარვეზისთვის, რომელიც:

9.1. აღმოჩენილია პირველად და აქამდე არ იყო მოხსენებული ან ცნობილი;

9.2. აღმოჩენილია დისტანციურად ან იძლევა შესაძლებლობას გაიზარდოს ან მიიღოთ ახალი პრივილეგიები Paysera სისტემასთან დაკავშირებით ან შეიძლება გამოიწვიოს Paysera-ს ან მისი მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვა.

10. ჯილდო გადაიხდება ევროში.

11. ჯილდო განაწილდება პირებს შორის, როდესაც ხარვეზი მოხსენებლია ორზე მეტი ადამიანის მიერ, 24 საათის განმავლობაში.

12.ჯილდო ხარვეზის შესახებ შეტყობინებისთვის გადაირიცხება მხოლოდ მონაწილის იდენტიფიცირებულ Paysera-ს ანგარიშზე.

13. Bug Bounty-ის პროგრამის მონაწილის მოთხოვნით, ჯილდო შეიძლება გადაეცეს Greenpeace-ს, Red Cross-ს ან Caritas-ს.

14. Bug Bounty-ის პროგრამის მონაწილე პასუხისმგებელია Bug Bounty-ის პროგრამაში მონაწილეობისთვის გადახდილ ჯილდოზე დაკისრებულ ყველა გადასახადზე, რომელიც შეიძლება მოქმედი იყოს მის საცხოვრებელ ქვეყანაში. თუ Bug Bounty პროგრამის მონაწილე ლიეტუვის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჯილდო ანაზღაურდება გადასახადების გამოქვითვით, მათ გადახდამდე.

15.Bug Bounty პროგრამის მონაწილე თანახმაა მიაწოდოს Paysera-ს მათი პირადი და საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი მისამართი, საბანკო ანგარიშის ნომერი), რათა Paysera-მ გადასცეს ჯილდო Bug Bounty პროგრამაში მონაწილეობისთვის, Paysera-ს მოთხოვნების შესაბამისად და განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ქმედებები.

16 მონაწილე ეთანხმება Paysera-ს მიერ მონაცემთა დამუშავებას, რათა გადაეცეს ჯილდო პროგრამაში მონაწილეობისთვის. Paysera უზრუნველყოფს Bug Bounty პროგრამის მონაწილის პროგრამაში მონაწილეობის შედეგად მიღებული მონაცემების უსაფრთხოებას. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა წინამდებარე წესებისა და პირობების განსახორციელებლად. წესებისა და პირობების მე-15 პუნქტში მითითებული პერსონალური მონაცემები არ შეიძლება გამჟღავნდეს მონაწილის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით ან წინამდებარე პირობებით დადგენილი შემთხვევებისა.

17.Bug Bounty პროგრამის მონაწილის მონაცემების შენახვის ვადა არის 10 (ათი) წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი აქტებით უფრო ხანგრძლივი შენახვის ვადაა მოთხოვნილი. მონაწილის მონაცემთა შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, Paysera წაშლის მონაცემებს.

18. Paysera-ს უფლება აქვს გადასცეს ინფორმაცია მონაწილისა და მისი საქმიანობის შესახებ საჯარო ორგანოებს (მაგ. საგადასახადო მიზნებისთვის), თუ ასეთი ვალდებულება განისაზღვრება კანონმდებლობით.

19. Bug Bounty პროგრამის მონაწილეს, რომელიც არის სანქცირებული პირი ან სანქცირებული ქვეყნის მოქალაქე, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროგრამაში ანაზღაურების საფუძველზე, ან მისი ჯილდო შეიძლება გადაეცეს წინამდებარე პირობების მე-13 პუნქტში მითითებულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს.

20.Paysera იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეწყვიტოს Bug Bounty პროგრამა. Bug Bounty-ის პროგრამის პირობებისა და წესების განუყოფელი დანართია ხარვეზების შესახებ შეტყობინების წესები, რომელიც განთავსებულია Paysera-ს ვებგვერდზე.