Paysera Checkout - საგადახდო ჰაბი

ონლაინ გადახდების დამუშავება ელექტრონული მაღაზიებისთვის
ონლაინ გადახდების დამუშავების კომფორტული, გავრცელებული და მარტივად ინტეგრირებადი API ფუნქციონალი, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ გადახდები მარტივად სხვადასხვა ვალუტაში.

გსურთ დაზოგოთ უფრო მეტი დრო და ფინანსები? გაიგეთ მეტი Paysera გადახდების ინიცირების მომსახურების (PIS) შესახებ.  

როგორ დავიწყო?
ონლაინ საგადახდო ჰაბი

Paysera ქსელის მომხმარებლები

#
სწრაფი და მარტივი ინტეგრაცია
 უფასო პლაგინები 20-ზე მეტი სავაჭრო პლატფორმისთვის (WooCommerce, Prestashop, Opencart, Magento, Shopify, Ecwid და ა.შ.). დეტალური ვიდეო ინსტრუქცია  

  მარტივად ინტეგრირებადი API

  Paysera Super App გამოყენებით ანგარიშების სწრაფი და მარტივი მართვა.
#
საიმედო და უსაფრთხო
 Paysera Checkout გამოიყენება 13,000-ზე მეტი ელექტრონული მაღაზიის მიერ, მსოფლიოს გარშემო

  Paysera საგადახდო გვერდი მარტივია მომხმარებლისთვის

  16 წელზე მეტია Paysera ქსელი სთავაზობს მომხმარებელს სხვადასხვა ინოვაციურ მომსახურებას.
#
ხელსაყრელი ტარიფები
  ევროპული ანგარიში ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის

  გამჭვირვალე ტარიფები საგადახდო ჰაბისთვის, იხილეთ მომსახურების ტარიფები

  გადაცვალეთ ვალუტა ხელსაყრელი კურსით და მართეთ თქვენი ფინანსები მარტივად.
#
მომენტალური მხარდაჭერა
  24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახური ქართულ და ინგლისურ ენაზე 

 ისარგებლეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურის მომსახურებით 14+ ენაზე. საგადახდო გვერდი ხელმისაწვდომია 10+ ენაზე.

 მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაზე 
#
დროის რეალურ რეჟიმში გადახდების დამუშავება
  დროის რეალურ რეჟიმში გადახდების მონიტორინგი

  მომენტალური შეტყობინებები შესრულებულ გადახდებზე

  თანხის მარტივი დაბრუნება Paysera ანგარიშის გამოყენებით

როგორ დავიწყოთ ონლაინ გადახდების მიღება ?

#

გახსენით Paysera ანგარიში

გაიარეთ იდენტიფიკაცია/ ვერიფიკაციის პროცესი დისტანციურად ფიზიკური და/ან იურიდიული პირებისთვის. 

#

შეუკვეთეთ საგადახდო ჰაბის მომსახურება

მოქმედების შესრულება შეგიძლიათ უფასოდ, Paysera ინტერნეტ ბანკში ავტორიზაციის გავლით, აირჩიეთ პარამეტრები > პროფილის პარამეტრებზე > პროდუქტების მართვა.

გაააქტიურეთ შესაბამისი პროექტი.
#

შექმენით პროექტი

მიყევით ვიდეო ინსტრუქციას და შექმენით საგადახდო ჰაბის პროექტი. 

#

გადაამოწმეთ და დაადასტურეთ გვერდი

დარწმუნდით, რომ თქვენი ელექტრონული მაღაზია შეიცავს ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას და დაადასტურეთ აღნიშნული გვერდის მფლობელობა.

#

დააინტეგრირეთ API

დააინტეგრირეთ Paysera-ს პლაგინი ან API თქვენს ელექტრონულ მაღაზიაში. 

#

დაიწყეთ მომსახურების გაწევა

გაითვალისწინეთ რეკომენდაციები, Paysera სავაჭრო მარკის გამოყენებასთან დაკავშირებით და შეატყობინეთ თქვენს მომხმარებლებს, რომ ამიერიდან გადახდებს შეაგროვებთ იმ მეთოდების გამოყენებით, რომლებიც მათთვის ნაცნობი და კომფორტულია.

ონლაინ გადახდების ყველაზე ცნობილი მეთოდები

გადახდების ონლაინ მიღება მომხმარებლებისთვის ნაცნობი, კომფორტული და პოპულარული მეთოდის გამოყენებით

ღია ბანკინგი

გადახდის ინიცირების მომსახურება (PIS)

PIS - გადახდის მეთოდი, რომლის დროსაც ღია ბანკინგის მეშვეობით ბანკი საკუთარ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას გადაიხადოს სხვადასხვა მომსახურებისთვის საკუთარი საბანკო ანგარიშიდან, მერჩანტის საგადახდო გვერდის დახურვის გარეშე.  

Bank Link

გადახდის მეთოდი, რომლის დროსაც მყიდველი მისამართდება საკუთარ ბანკში დავალების დასადასტურებლად. მოცემული გადახდის მეთოდი ჯერ კიდევ პოპულარულია, მაგრამ მერჩანტების უმეტესობა ირჩევს PIS-ს, როგორც Bank Link-ის ალტერნატივას, ხელსაყრელი ტარიფების გამო.

#
#
საბარათე გადახდები

Visa, MasterCard, Maestro საგადახდო ბარათების გამოყენებით გადახდების შესრულება ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ფართოდ გავრცელებული გადახდის მეთოდია.  

#
ნაღდი ფულით ანგარიშწორება

მიუხედავად იმისა, რომ ნაღდი ფულით ანგარიშსწორება დღეს-დღეობით ნაკლებ პოპულარულია, მომხმარებლის გარკვეული ნაწილი მაინც ირჩევს გადახდის აღნიშნულ მეთოდს. მიეცით შესაძლებლობა თქვენს მომხმარებლებს გადაიხადონ ნაღდი ფულით განსაზღვრულ სალაროებში.

#
ინდივიდუალური გადახდები

დააგენერირეთ ინდივიდუალური გადახდის მოთხოვნა ინტერნეტ ბანკის გამოყენებით და გაუგზავნეთ შესაბამის მიმღებს გადახდის ლინკი მითითებულ ელ.ფოსტაზე, რომლის მეშვეობითაც შეძლებს მარტივად შეასრულოს გადახდა.

#
გადახდების შესრულება სხვა სისტემებით

თუ თქვენი ბიზნეს საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო ბაზართან, მიეცით თქვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა გადაიხადონ ისეთი სისტემის გამოყენებით, როგორიცაა Giropay იხ. საკომისიოები.  

სხვა მომსახურებები და ბენეფიტები

#
დონაცია

საქველმოქმედო ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა დაამატონ დონაციის ღილაკი საკუთარ ვებგვერდზე და მისცენ შესაძლებლობა მომხმარებლებს მათთვის მოსახერხებელი გზით გასცენ თანხა ქველმოქმედებისთვის- ბარათით ან ონლაინ გადახდების საშუალებით.  

#
ავტომატური გადახდები


მერჩანტს აქვს შესაძლებლობა მომხმარებლის თანხმობისამებრ ბართიდან ჩამოჭრას მომსახურების საფასური მომხმარებლის მიერ წინასწარ დაგენერირებული ავტომატური გადახდების საფუძველზე.  

#
საიმედო და უსაფრთხო


Paysera Checkout- საგადახდო ჰაბის ტექნიკური მახასიათებლები აკმაყოფილებს საერთაშორისო დონეზე დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტებს. ფუნქციონალით წლების განმავლობაში წარმატებულად სარგებლობს 13,000+ ელექტრონული მაღაზია. .  

No. 1

პეისერა ბანკი საქართველო არის პირველი ლიცენზირებული ციფრული ბანკი საქართველოში, რომელიც არის Paysera-ს ქსელის წევრი.

11.7 მლრდ. ევრო

ფინანსური ტრანზაქცია 2020 წელს Paysera-ს ქსელში

13,000+

ელექტრონული მაღაზია Paysera-ს ქსელში

600 მილიონი ევრო

შეგროვდა საგადახდო ჰაბის გამოყენებით 2020 წელს

Paysera Checkout - ონლაინ გადახდების სწრაფი და მოსახერხებელი შეგროვება

ონლაინ გადახდების მიღების საერთაშორისო და მოსახერხებელი გადაწყვეტილება, რომელსაც ათასობით წარმატებული ელექტრონული მაღაზია მიმართავს. Paysera Checkout-ის მეშვეობით გადახდების შეგროვება, გაძლევთ შესაძლებლობას მომხმარებელს შესთავაზოთ მრავალფეროვანი გადახდის მეთოდი და ისარგებლოთ პეისერა ბანკი საქართველოს მიერ შემოთავაზებული სხვა ბენეფიტებით.  

დაუკავშირდით გაყიდვების სამსახურს