PDF
დაბრუნდით უკან

დოკუმენტი განახლდა: 05.08.2023 წ.

ესქრო მომსახურების ზოგადი პირობები

განმარტებები:

Paysera -ესქრო მომსახურების მიმწოდებელი, მყიდველსა და გამყიდველს შორის არსებული ნასყიდობის გარიგების ესქრო აგენტი. 

გამყიდველი-ფიზიკური ან იურიდიული პირი, ორგანიზაციული წარმონაქმნი რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელსაც სურს გაყიდოს უძრავი ან მოძრავი ქონება, საწარმოს წილი ან/და ფინანსური ინსტრუმენტი და იყენებს ესქრო ანგარიშს ნასყიდობის გარიგების შესასრულებლად.

მყიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, ორგანიზაციული წარმონაქმნი რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელსაც სურს შეიძინოს უძრავი ან მოძრავი ქონება, საწარმოს წილი ან/და ფინანსური ინსტრუმენტი და იყენებს ესქრო ანგარიშს ნასყიდობის გარიგების შესასრულებლად.

ესქრო ხელშეკრულების მხარე (მხარეები) –ხელშეკრულების მხარე(ები): Paysera, გამყიდველი, მყიდველი - ერთობლივად ან ცალ-ცალკე.

ესქრო აქტივი– უძრავი ან მოძრავი ქონება, საწარმოს წილი ან/და ფინანსური ინსტრუმენტი, რომელზეც მყიდველსა და გამყიდველს შორის დადებულია ნასყიდობის გარიგება და გამოიყენება Paysera-ს ესქრო ანგარიში.

წინამდებარე პირობები არ წარმოადგენს მომსახურების გენერალური ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს

ესქრო მომსახურების შინაარსი:

Paysera, მყიდველსა და გამყიდველს უწევს ესქრო მომსახურებას ესქრო მომსახურების ხელშეკრულებით (შემდგომ - „ხელშეკრულება“) გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 

მხარეები, რომლებსაც სურთ Paysera-ს ესქრო მომსახურების მიღება, უნდა ჰქონდეთ გახსნილი მიმდინარე ან საბარათე ანგარიში Paysera-ში. 

წინამდებარე პირობები არ უნდა იყოს განხილული, როგორც Paysera-ს მიერ ესქრო მომსახურების შეპირება ან ესქრო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება. Paysera უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, მყიდველისა და გამყიდველისთვის ყოველგვარი დასაბუთების წარდგების გარეშე, უარი თქვას ესქრო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებაზე, შესაბამისად, ესქრო მომსახურების გაწევაზე. Paysera-ს მიერ ესქრო მომსახურების გაწევა ხორციელდება Paysera-სა და მხარეთა შორის გაფორმებული ესქრო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის გაფორმება განხორციელდება Paysera-სა და მხარეთა მიერ ესქრო მომსახურების პირობების შეთანხმების შემთხვევაში.

ესქრო მომსახურების ხელშეკრულება წარმოადგენს წინამდებარე პირობების შემადგენელ ნაწილს. წინამდებარე პირობები არ ზღუდავს Paysera-ს უფლებას მხარეებთან შეთანხმდეს ესქრო მომსახურების განსხვავებულ პირობებზე/ესქრო მომსახურების ხელშეკრულება გააფორმოს განსხვავებულ პირობებით.

ესქრო მომსახურების ხელშეკრულების პირობებს უპირატესი ძალა აქვთ წინამდებარე პირობების მიმართ.

ესქრო მომსახურების ზოგადი პირობები:

  • მყიდველი იღებს ვალდებულებას ესქრო მომსახურების ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ნასყიდობის გარიგების თანხა (შემდგომ „ესქრო თანხა“) და ესქრო მომსახურების საკომისიო ჩარიცხოს Paysera-ში არსებულ მის მიმდინარე ან სააბართე ანგარიშზე.
  • მყიდველის მიერ ესქრო თანხისა და საკომისიოს თანხის ჩარიცხვის შემდეგ, Paysera-ს მიერ ხორციელდება მყიდველის ანგარიშიდან საკომისიოს თანხის ჩამოჭრა, ხოლო ესქრო თანხის Paysera-ს შიდასაბანკო ანგარიშზე (შემდგომ „Paysera-ს ესქრო ანგარიში“) გადატანა. თუ Paysera-გან დამოუკიდებელი მიზეზის, მათ შორის მყიდველის ანგარიშზე სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის გამო, Paysera-ს მიერ ვერ განხორციელდება შესაბამისი თანხის Paysera-ს ესქრო ანგარიშზე გადატანა და საკომისიოს ჩამოჭრა, მაშინ ესქრო მომსახურების ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება. 
  • Paysera, გამყიდველს Paysera-ში გახსნილ ანგარიშზე, ესქრო თანხას ურიცხავს ესქრო მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
  • მყიდველს და გამყიდველს შეუძლიათ შეწყვიტონ ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სახსრების დაბრუნების შესახებ ერთობლივი განაცხადის Paysera-თვის წარდგენის გზით, რის შედეგად, ესქრო თანხა, Paysera-ს კუთვნილი საკომისიოს (მათ შორის გამყიდველის მიერ გადასახდელი საკომისიოს) გამოკლებით, გადაირიცხება მყიდველის ანგარიშზე. აღნიშნული პირობა (ესქრო თანხიდან Paysera-ს კუთვნილი საკომისიოს გამოკლება), ასევე მოქმედებს ესქრო მომსახურების ხელშეკრულების ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში.
  • წინამდებარე პირობებისა და ესქრო მომსახურების ხელშეკრულების რეგულირების საგანს არ წარმოადგენს უშუალოდ ესქრო აქტივის ნასყიდობა და მასთან დაკავშირებული მყიდველისა და გამყიდველი უფლება-მოვალეობანი. Paysera-ს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა ან წარედგინოს მოთხოვნა ესქრო აქტივის ნივთობრივ ან/და უფლებრივ მდგომარეობასთან, ან მხარეთა მიერ ნასყიდობის გარიგების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. 

მყიდველს და გამყიდველს შეუძლიათ შეწყვიტონ ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სახსრების დაბრუნების შესახებ ერთობლივი განაცხადის Paysera-თვის წარდგენის გზით, რის შედეგად, ესქრო თანხა, Paysera-ს კუთვნილი საკომისიოს (მათ შორის გამყიდველის მიერ გადასახდელი საკომისიოს) გამოკლებით, გადაირიცხება მყიდველის ანგარიშზე. აღნიშნული პირობა (ესქრო თანხიდან Paysera-ს კუთვნილი საკომისიოს გამოკლება), ასევე მოქმედებს ესქრო მომსახურების ხელშეკრულების ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში. 

წინამდებარე პირობებისა და ესქრო მომსახურების ხელშეკრულების რეგულირების საგანს არ წარმოადგენს უშუალოდ ესქრო აქტივის ნასყიდობა და მასთან დაკავშირებული მყიდველისა და გამყიდველი უფლება-მოვალეობანი. Paysera-ს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა ან წარედგინოს მოთხოვნა ესქრო აქტივის ნივთობრივ ან/და უფლებრივ მდგომარეობასთან, ან მხარეთა მიერ ნასყიდობის გარიგების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. 

ესქრო მომსახურების ხელშეკრულება შეწვეტილად ითვლება, თუ ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის (ან ესქრო მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფრო მცირე ვადის) განმავლობაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ესქრო თანხა, Paysera-ს ესქრო ანგარიშიდან არ გადაირიცხა გამყიდველის ანგარიშზე. აღნიშნულ შემთხვევაში, ესქრო თანხა, Paysera-ს კუთვნილი საკომისიოს (მათ შორის გამყიდველის მიერ გადასახდელი საკომისიოს) გამოკლებით, გადაირიცხება მყიდველის ანგარიშზე.

ესქრო მომსახურების საკომისიო:

ესქრო მომსახურებისათვის Paysera-ს მიერ დადგენილია მომსახურების საფასური (შემდგომ „საკომისიო“). მომსახურების საკომისიოს შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია Paysera-ს ვებგვერდზე.

თუ ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულია, რომ მყიდველი იხდის (სრულად ან ნაწილობრივ) ესქრო მომსახურების საკომისიოს, მყიდველი ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ესქრო თანხასთან ერთად, თავის ანგარიშზე ასევე რიცხავს საკომისიოის თანხასაც.  

თუ ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულია, რომ გამყიდველი იხდის (სრულად ან ნაწილობრივ) ესქრო მომსახურების საკომისიოს, Paysera, ესქრო თანხას გამყიდველს ურიცხავს ესქროს მომსახურების საკომისიოს თანხის გამოკლებით. 

თუ მყიდველის ან/და გამყიდველის ინიცირებით და Paysera-ს თანხმობით, მხარეებმა გადაწყვიტეს შეცვალონ ხელშეკრულების პირობები, მხარეებს (მყიდველს ან/და გამყიდველს) შეიძლება დაეკისროთ ხელშეკრულების ცვლილების საკომისიო. აღნიშნული საკომისიოს ოდენობა და მისი გადახდის პირობების განისაზღვრება ხელშეკრულებით. 

თუ Paysera-ს კონტროლს მიღმა არსებული მიზეზის გამო, გამყიდველი არ შეასრულებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს ან ნასყიდობა არ შედგება სხვა მიზეზის გამო, ან ესქრო მომსახურების ხელშეკრულება შეწყდება რაიმე საფუძვლით, ეს არ წარმოადგენს მყიდველის ან/და გამყიდველის მიერ ესქრო მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველს. 

მონაცემთა დაცვა:

მყიდველი და გამყიდველი თანახმაა, რომ Paysera-მ დაამუშაოს მყიდველისა და გამყიდველის (მათი წარმომადგენლების) პერსონალური მონაცემები, რათა გაუწიოს მათ ესქრო მომსახურება და შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. მხარეები იძლევიან გარანტიას, რომ ხელშეკრულების შესრულებისას დაცული იქნება პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. 

პერსონალური მონაცემები გამოიყენება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო მოცულობით. პერსონალური მონაცემები არ შეიძლება გადაეცეთ მესამე პირებს, მონაცემთა სუბიექტების თანხმობის გარეშე, გარდა კანონით ან მხარის მიერ Paysera-თან გაფორმებული მომსახურებაზე გენერალურ ხელშეკრულებით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები და მათი დაცვის საკითხი რეგულირდება Paysera-ს მომსახურების გენერალური ხელშეკრულების დანართით - პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით, რომელსაც გაეცნენ და ეთანხმებიან მყიდველი და გამყიდველი, გააცნეს თავიანთ წარმომადგენლებს და იღებენ ვალდებულებას დაიცვან მისი პირობები.