ესქრო ანგარიში და მომსახურება  

მომსახურების და/ან პროდუქტის ყიდვა-გაყიდვის უსაფრთხო გზა.

პეისერა ბანკი საქართველო გთავაზობთ პროდუქტის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ უსაფრთხო ტრანზაქციასა და არსებული გადახდის/საკუთრების უფლების გადაცემის რისკის დარეგულირებას.

#
#

რა არის ესქრო ანგარიში და მომსახურება?

პროდუქტის შესაბამისად მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ესქრო მომსახურებით, რომელიც გულისხმობს ესქრო აგენტის - სს ,,პეისერა ბანკი საქართველოს“- მიერ ესქრო ანგარიშის გახსნასა და ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ტრანზაქციის, ესქრო ხელშეკრულების შესაბამისად, მიმღებსა და გადამხდელს შორის განკარგვას.

ესქრო მომსახურება ამარტივებს ყიდვა-გაყიდვის პროცესს სამმხრივი ხელშეკრუელბის გაფორმების გზით, მყიდველს, გამყიდველსა და ბანკს შორის, რომელშიც განხილულია პროცესთან დაკავშირებული ყველა დეტალი.

ესქრო მომსახურებით სარგებლობის ბენეფიტები

მარტივი და უსაფრთხო მომსახურება როგორც მყიდველისთვის, ასევე გამყიდველისთვის

მყიდველის და გამყიდვლის დაცულობა

ესქრო მომსახურებით სარგებლობისას მყიდველი დარწმუნებულია, რომ არ დაკარგავს გადახდილ თანხას თუკი ის არ მიიღებს შეძენილ პროდუქტს/ მომსახურებას, ხოლო გამყიდველს აღარ მოუწევს იდარდოს თანხის მიღებაზე, მომსახურების გაწევისა თუ პროდუქტის გაყიდვის დროს.  

მომსახურების განსხვავებული არჩევანი

ესქრო მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ უძრავი ან მოძრავი ქონების, საწარმოს წილის ან/და ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის დროს.  

მარტივი და გამჭვირვალე პროცესი

ესქრო მომსახურებით სარგებლობა სწრაფი და მარტივია. პროცესის მიმდინარეობის დროს ესქრო ანგარიშზე არსებული ნაშთის ნახვა შეუძლია, როგორც მყიდველს ასევე გამყიდველს.

სანდო ესქრო აგენტი

პეისერა ბანკი საქართველო არის საქართველოში პირველი ციფრული ბანკისა და მე-15 კომერციული ბანკის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ნაწილია ისეთი გამოცდილი და სანდო ფინანსური ინსტიტუტის ქსელისა, როგორიცაა Paysera, რომელიც წარმოადგენს ლიდერ კომპანიას ბალტიისპირეთში და ასრულებს გადარიცხვებს მთელს მსოფლიოში.

ესქრო ანგარიშითა და მომსახურებით სარგებლობის ძირითადი პირობები 

ესქრო მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.  

  • აუცილებელია, რომ მყიდველსაც და გამყიდველსაც ჰქონდეს გახსნილი მიმდინარე ანგარიში სს ,,პეისერა ბანკ საქართველოში"  

  • ესქრო მომსახურება დაკავშირებულია უძრავი ან მოძრავი ქონების, საწარმოს წილის ან/და ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციასთან.
  • ესქრო მომსახურების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ლარის ვალუტაში.
  • შესყიდვის თანხა არ არის ლიმიტირებული და შესაძლებელია იყოს ნებისმიერი მოცულობის.
  • სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია გაფორმდეს სამმხრივი ხელშეკრულება გამყიდველს, მყიდველსა და ბანკს შორის.
  • მყიდველი იღებს ვალდებულებას ესქრო მომსახურების ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ნასყიდობის გარიგების - ესქრო მომსახურების, თანხა და შესაბამისი საკომისიო ჩარიცხოს სს ,,პეისერა ბანკ საქართველოში“ არსებულ მის მიმდინარე ანგარიშზე.
  • ~
  • ესქრო მომსახურების ფარგლებში სს ,,პეისერა ბანკი საქართველო“ გახსნის ბანკის შიდასაბანკო - ესქრო მომსახურების ანგარიშს, რომელზეც, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ მოხდება ესქრო მომსახურების თანხას გადატანა.
  • ესქრო ხელშეკრულების პირობების შესრულების შემთხვევაში თანხა ირიცხება ესქრო ხელშეკრულების მხარის – გამყიდველის მიმდინარე ანგარიშზე.
  • ესქრო მომსახურების ანგარიშზე თანხა შეიძლება განთავსდეს ესქრო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვისა.  
#

ესქრო მომსახურებით სარგებლობის ეტაპები:

1. სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება  

მყიდველი და გამყიდველი განიხილავენ და თანხმდებიან ხელშეკრულების პირობებზე, რის შემდეგაც ფორმდება სამმხრივი ხელშეკრულება მყიდველს, გამყიდველსა და ბანკს შორის. იმისათვის, რომ გაიხსნას ესქრო ანგარიში, აუცილებელია მყიდველიც და გამყიდველიც წარმოადგენდნენ პეისერა ბანკ საქართველოს მომხმარებლებს.  

2. მყიდველი რიცხავს თანხას ბანკში, ესქრო ანგარიშზე

მყიდველი რიცხავს თანხას ესქრო ანგარიშზე. ბანკის მიერ თანხის მიღების დადასტურების შემდეგ ყველა მხარეს აქვს შესაძლებლობა ანგარიშზე არსებული ნაშთის შემოწმების, თუმცა თანხის გადარიცხვა მყიდველთან ან გამყიდველთან მხოლოდ ბანკს შეუძლია.  

3. გამყიდველი უწევს მყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას

გამყიდველი აწვდის მყიდველს ხელშეკრულების ყველა პირობების დაცვით ხელშეკრულებაში მითითებულ საქონელს თუ უწევს შესაბამის მომსახურებას. მომსახურების სრულად გაწევის შემდეგ გამყიდველი ბანკში წარადგენს მომსახურების გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

4. მყიდველი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღებას

მყიდველი ადასტურებს მომსახურების მიღებას, ხელშეკრულებით გათავალისწინებული ყველა პირობის დაცვით.  

5. ბანკი ურიცხავს გამყიდველს თანხას

პეისერა ბანკი საქართველო ესქრო ანგარიშიდან რიცხავს თანხას გამყიდველის პეისერა ანგარიშზე.  

#

წარუმატებელი მოლაპარაკება და თანხის უკან დაბრუნება

თუკი პროცესი წარუმატებლად დასრულდა, ესქრო ანგარიშზე არსებული თანხა დაუბრუნდება მყიდველს. პროცესის მიმდინარეობა წარუმატებლად ჩაითვლება, თუ იგი არ მიუყვება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.

მაგალითად:  

  • მომსახურება არ იქნა გაწეული/ პროდუქტი არ იქნა მიწოდებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროით;
  • მომსახურება არ იქნა გაწეული/პროდუქტი არ გადაეცა მყიდველს;
  • შეძენილი პროდუქტის/გაწეული მომსახურების ხარისხი სცდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულს;
  • გამყიდველს არ შეუძლია შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა და ა.შ.  

მსგავს შემთხვევაში ბანკი აბრუნებს თანხას მყიდველის Paysera ანგარიშზე. თანხის დაბრუნება მოხდება მას შემდეგ, რაც მიწოდებული პროდუქტი დაუბრუნდება გამყიდველს. ასევე აუცილებელია მყიდველის მხრიდან წარმოდგებილი იქნას პროდუქტის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. (იმ შემთხვევაში თუ იგი იქნა მიწოდებული)  

ესქრო მომსახურების საკომისიო

ესქრო მომსახურებისთვის ბანკი აწესებს შესაბამის საკომისიოს, რომელიც პირობების გაცნობასთან ერთად აუცილებელი წესით ეცნობება მომსახმარებელს და მისი გადახდა დარეგულირდება ხელშეკრულებით.

თუ ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულია, რომ მყიდველი იხდის (სრულად ან ნაწილობრივ) ესქრო მომსახურების საკომისიოს, მყიდველი ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ესქრო თანხასთან ერთად, თავის ანგარიშზე ასევე რიცხავს საკომისიოს თანხასაც. მყიდველის მიერ კუთვნილი საკომისიოს გადახდა წარმოადგენს ესქრო მომსახურების გაწევის აუცილებელ წინაპირობას.  

ესქრო მომსახურების საკომისიოები შეგიძლიათ, იხილოთ ჩვენს ვებ.გვერდზე.  ხოლო ხელშეკრულების გაფორმებამდე. გთხოვთ წინასწარ გაეცნოთ ესქრო მომსახურების ზოგად პირობებს
#

დაგვიკავშირდით

ესქრო მომსახურებით სარგებლობის დასაწყებად, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ.ფოსტის მისამართზე support@paysera.ge ან დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს.  

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს ტელეფონით ნომერზე +995 322 22 55 22 ან მოგვწეროთ მეილზე support@paysera.ge