ზოგადი დებულებები
1. 2018 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული Paysera პარტნიორთა ქსელის ერთობლივი დამმუშავებლების No. 20180919 ხელშეკრულების თანახმად, თქვენი პერსონალური მონაცემების დამმუშავებელია Paysera პარტნიორთა ქსელი. Paysera-ს პარტნიორთა ქსელში შემავალი თითოეული კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვებ.გვერდზე. Paysera პარტნიორთა ქსელის მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო მონაცემებია: dpo@paysera.com.
სს "პეისერა ბანკი საქართველოს" ს/კ 402204841 (შემდგომში „პეისერა ბანკი საქართველო“) მოწოდებული მომსახურებით სარგებლობისას, პეისერა ბანკი საქართველოს მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემები მუშავდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად. პეისერა ბანკი საქართველოს საკონტაქტო ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბანკის ვებგვერდზე. პეისერა ბანკი საქართველოს მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო მონაცემებია: dpo@paysera.ge
2. პეისერა ბანკი საქართველოს მიერ შეგროვებული მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (შემდგომში-GDPR) და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. პეისერა ბანკი საქართველოს თითოეული დასაქმებული, აგენტი, თუ აგენტის დასაქმებული, რომელსაც აქვს წვდომა დაფარულ/გასაიდუმლოებულ პერსონალურ მონაცემებზე, ვალდებულია დაიცვას მათი კონფიდენციალურობა შრომითი ან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც.
3. პეისერა ბანკი საქართველო, მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას და ახორციელებს სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს პერსონალური მონაცემების არასანქცირებული წვდომის, გამჟღავნების, შემთხვევითი დაკარგვის, ცვლილების, განადგურების ან სხვა უკანონო ქმედებებისგან დაცვის მიზნით.
4. წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ადგენს თქვენი პერსონალური მონაცემებისა და თქვენთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის დამუშავების, მათ შორის შეგროვების, აღრიცხვის/ჩაწერის, ორგანიზების და შენახვის ძირითად წესებს. ასევე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების ფარგლებს, მიზანს, წყაროს, მიმღებს და პეისერა ბანკი საქართველოს საბანკო მომსახურების მიღების დროს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს.
5. პეისერა ბანკი საქართველოს ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციაზე ან/და მომსახურებაზე წვდომით/გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით, წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, მასში ასახული პირობები თქვენთვის გასაგები და ნათელია და ეთანხმებით მათ. ასევე, როდესაც თქვენ დარეგისტრირდებით სისტემაში და დაიწყებთ ჩვენი მომსახურებებით სარგებლობას, აღნიშნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ხდება მომსახურების გენერალური ხელშეკრულების დანართი.
6. პეისერა ბანკი საქართველო იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში. აღნიშნული შესახებ, კლიენტთა ინფორმირება განხორციელდება პოლიტიკის განახლებული ვერსიის ვებგვერდზე გამოქვეყნებით, ხოლო არსებითი ცვლილებების შემთხვევაში, კლიენტის სისტემაში რეგისტრირებულ ელ. ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შეცვლილი ან განახლებული ვერსია ძალაში შედის მისი ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
7. თუ მომსახურების მიმღები იურიდიული პირი ან ორგანიზაციული წარმონაქმნია, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლის მონაცემებსაც გვაწვდის აღნიშნული იურიდიული პირი/ორგანიზაციული წარმონაქმნი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონისა და GDPR-ის მე-14 მუხლის შესაბამისად, მომსახურების მიმღებმა უნდა აცნობოს მონაცემთა სუბიექტს (ხელმძღვანელებს, საბოლოო ბენეფიციარებს, წარმომადგენლებს და ა.შ.) მათი მონაცემების პეისერა ბანკი საქართველოსთვის გადაცემის შესახებ.
8. თუ კლიენტი აპირებს ისარგებლოს/სარგებლობს მომსახურებით, რომელიც არ არის მოწოდებული პეისერა ბანკი საქართველოს მიერ, არამედ მოწოდებულია Paysera პარტნიორთა ქსელის სხვა პარტნიორის მიერ, აღნიშნული პარტნიორის მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემები მუშავდება Paysera პარტნიორთა ქსელის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით. შესაბამისად, თუ გსურთ ისარგებლოთ Paysera ქსელის სხვა პარტნიორის მიერ მოწოდებული მომსახურებით - გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს.
მონაცემთა დამუშავების მიზნები. მონაცემთა მომწოდებლები, ვადები, მონაცემთა მიმღები
9. ძირითადი მიზანი, რისთვისაც პეისერა ბანკი საქართველო აგროვებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, არის საბანკო მომსახურების მიწოდება იმ კლიენტებისთვის, ვინც იყენებს/აპირებს გამოიყენოს საბანკო მომსახურება/პროდუქტები. პეისერა ბანკი საქართველო, როგორც კომერციული ბანკი, თქვენთვის მომსახურების გაწევამდე, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია განახორციელოს თქვენი იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, ხოლო მომსახურებების გაწევისას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, შეაფასოს ის და შეინახოს კანონით დადგენილი ვადებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, თქვენ უნდა მოგვაწოდოთ სწორი და სრული ინფორმაცია.
10. მიზანი: კლიენტის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია, საბანკო მომსახურების მიწოდება (ანგარიშის გახსნა, თანხების გადარიცხვა, გადახდების შეგროვება და სხვა) ან ბანკის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.
10.1 აღნიშნული მიზნით, პერსონალური მონაცემები მუშავდება იმ საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად, რომელიც ეხება:
10.1.1 კლიენტის ვინაობის დადგენას და გადამოწმებას/დადასტურებას;
10.1.2 კლიენტთან ხელშეკრულების გაფორმებასა და შესრულებას ან კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, შემდგომი ქმედებების განხორციელებას;
10.1.3 თანხების გადარიცხვას და კანონმდებლობის შესაბამისად, გადარიცხვასთან დაკავშირებული/ გადარიცხვის თანმხლები საჭირო ინფორმაციის გადაგზავნას;
10.1.4 „იცნობდე შენს კლიენტს“ (KYC) მოთხოვნების შესრულებას;
10.1.5 კლიენტების აქტივობის მუდმივ და პერიოდულ მონიტორინგს;
10.1.6 რისკების შეფასებას;
10.1.7 კლიენტის მონაცემების განახლებას მისი სიზუსტის/სისწორის უზრუნველსაყოფად;
10.1.8 ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის, თაღლითობის პრევენციის, ასეთი ქმედებების/ ქმედების მცდელობის გამოვლენის, გამოძიების და ინფორმირების, პოლიტიკურად აქტიური პირების (PEP) ან კლიენტთა მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების დადგენას;
10.1.9 რისკისა და ორგანიზაციის სათანადოდ მართვის უზრუნველყოფას;
10.2 აღნიშნული მიზნით შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი მონაცემები:
სახელი, გვარი, პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, კლიენტის სახის გამოსახულება (ფოტო), მოქალაქეობა, მონაცემები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან და ამ დოკუმენტის ასლი, პირდაპირი ვიდეო გადაცემის (როგორც ტრანსმისიის, ისე ბროადკასტის გზით) აუდიო/ვიზუალური ჩანაწერი, ელ. ფოსტის მისამართი, მობილურის ნომერი, საგადახდო (საბანკო/ ელექტრონული ფულის) ანგარიშის ნომერი, IP მისამართი, მიმდინარე საქმიანობა, მიმდინარე საჯარო/სახელმწიფო თანამდებობა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით მოთხოვნილი სხვა მონაცემები.
10.3 აღნიშნული პერსონალური მონაცემები გროვდება და მუშავდება ბანკისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად (მათ შორის, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით, საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონით, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტებით,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად) და რაც აუცილებელია ანგარიშის გასახსნელად ან/და საბანკო მომსახურების გასაწევად.
10.4 მონაცემთა შენახვის ვადა: მონაცემების შენახვის ვადა შეადგენს 15 (თხუთმეტი) წელს, თუ საქართველოს კანონმდებლობით უფრო ხანგრძლივი ვადა არ არის გათვალისწინებული.
10.5 მონაცემთა მომწოდებლები და წყაროები:
უშუალოდ მონაცემთა სუბიექტი, საბანკო, საკრედიტო და სხვა ფინანსური ინსტიტუტები და მათი ფილიალები, სახელმწიფო და არასახელმწიფო რეესტრები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მონაცემთა შემოწმების ბაზები (მათ შორის, ვადაგასული დოკუმენტებისა და სხვა საერთაშორისო მონაცემთა ბაზები), უფლებამოსილების/ რწმუნებულების შემოწმების რეესტრები (ნოტარიულად დამოწმებული უფლებამოსილების/ რწმუნებულების რეესტრები, სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრი და სხვა მონაცემთა ბაზები), ქმედუუნარო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეესტრი, მოსახლეობის რეესტრი, მოვალეთა რეესტრი, სხვა მონაცემთა ბაზები, კომპანიები, რომლებიც ამუშავებენ მოვალეთა კონსოლიდირებულ ფაილებს/საკრედიტო ინფორმაციას (მაგ. სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო“ * ან სხვა), კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ საერთაშორისო სანქციების რეესტრებს. სამართალდამცავი/აღმასრულებელი ორგანოები/სააგენტოები, სასამართლო/კერძო აღმასრულებელი, იურიდიული პირები/ორგანიზაციული წარმონაქმნები რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირს (იმ პირობით, რომ თქვენ ხართ ამ იურიდიული პირის/ორგანიზაციული წარმონაქმნის ხელმძღვანელი/წარმომადგენელი, თანამშრომელი, დამფუძნებელი, აქციონერი, მონაწილე, კონტრაქტორი ან ამ იურიდიული პირების საბოლოო ბენეფიციარი), პარტნიორები ან სხვა იურიდიული პირები, რომლებიც ჩვენ გვიწევენ მომსახურებას ან ჩვენ მიერ არიან ჩართულები ჩვენი მომსახურების მიწოდებაში, ის სოციალური ქსელები, რომლის პროფილიც დაკავშირებული გაქვთ ჩვენს სისტემასთან და სხვა პირები.
10.6 მონაცემთა მიმღები:
საზედამხედველო ორგანოები, საბანკო, საკრედიტო, ფინანსური, გადახდის და/ან ელექტრონული ფულის ინსტიტუტები, წინა სასამართლო საგამოძიებო, საგამოძიებო დაწესებულებები/ორგანოები, სახელმწიფო საგადასახადო ორგანოები/სააგენტოები, საგადახდო მომსახურების წარმომადგენლები ან Paysera ქსელის პარტნიორები (თუ მომსახურება ხორციელდება მათი მომსახურების გამოყენებით), ტრანზაქციის/ფულადი სახსრების მიმღებნი, რომლებიც ტრანზაქციასთან/ფულად სახსრებთან ერთად იღებენ საგადახდო დავალების შესახებ ინფორმაციას, მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და კორესპონდენტები, მონაწილეები და/ან მხარეები, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნულ, ევროპულ და საერთაშორისო გადარიცხვების სისტემებთან, ვალის შეგროვებისა და ამოღების სააგენტოები, კომპანიები, რომლებიც ამუშავებენ მოვალეთა კონსოლიდირებულ ფაილებს/საკრედიტო ინფორმაციას (მაგ. სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო“ ან სხვა), ადვოკატები, სასამართლო/კერძო აღმასრულებლები, სააღსრულებო ბიურო, საგადასახადო ორგანოები, აუდიტორები, ლეგიტიმური ინტერესის მქონე სხვა ორგანიზაციები, სხვა პირები Paysera-ს ქსელთან /პეისერა ბანკი საქართველოსთან არსებულ შეთანხმებით ან სხვა კანონიერი საფუძვლით.
11. მიზანი: ვალის მართვა
11.1 აღნიშნული მიზნით პერსონალური მონაცემები მუშავდება ვალის მართვისა და შეგროვების, პრეტენზიების/საჩივრების, მოთხოვნების, სარჩელების წარდგენის მიზნით და ა.შ.
11.2 აღნიშნული მიზნით შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი მონაცემები:
სახელი, გვარი, პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, მონაცემები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან, ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საგადახდო (საბანკო, ელექტრონული ფულის) ანგარიშის ნომერი, IP მისამართი, საგადახდო ანგარიშის ამონაწერი, საკრედიტო ისტორია, ქონებრივი მდგომარეობა, ქონებაზე გავრცელებული საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა ან ვალდებულება, სადაზღვევო შემთხვევის რეგულირებისას სადაზღვევო კომპანიისგან მოთხოვნილი ინფორმაცია, თავდებები/სოლიდარული მოვალეები, უზრუნველყოფის მიმწოდებლები და სხვა მონაცემები, რომლებიც შესაძლოა ვალის წარმოქმნასთან/ვალის მართვასთან იყოს დაკავშირებული.
11.3 მონაცემთა შენახვის ვადები: მონაცემების შენახვის ვადა განისაზღვრება “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის, ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
11.4 მონაცემთა მიმწოდებლები:
უშუალოდ მონაცემთა სუბიექტი, საკრედიტო, ფინანსური, გადახდის ან/და ელექტრონული ფულის ინსტიტუტები, სახელმწიფო და არასახელმწიფო რეესტრები, მათ შორის, მოსახლეობის რეესტრი, უძრავი ქონების რეესტრი, ბიზნეს რეესტრი, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვების და ვალდებულებების რეესტრი, კომპანიები, რომლებიც ამუშავებენ მოვალეთა კონსოლიდირებულ ფაილებს/საკრედიტო ინფორმაციას (მაგ. სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო“ ან სხვა), მოვალეთა რეესტრი, პარტნიორები, სხვა პირები.
11.5 მონაცემთა მიმღები:
კომპანიები, რომლებიც ამუშავებენ მოვალეთა კონსოლიდირებულ ფაილებს/საკრედიტო ინფორმაციას (როგორიცაა, სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო“ ან სხვა), საკრედიტო, ფინანსური, საგადახდო ან/და ელექტრონული ფულის დაწესებულებები, ადვოკატები, სასამართლო/კერძო აღმასრულებლები, სასამართლოები, არბიტრაჟები, დავათა განმხილველი სხვა უფლებამოსილი წარმონაქმნები, აუქციონის ჩატარების მიზნით დანიშნული სპეციალისტი, ქონების შემფასებლები, წინა სასამართლო საგამოძიებო, საგამოძიებო ორგანოები, სახელმწიფო საგადასახადო ორგანოები/სააგენტოები, ვალის შეგროვებისა და ამოღების სააგენტოები, სადაზღვევო კომპანიები და სხვა პირები, რომლებსაც აქვთ ლეგიტიმური ინტერესი.
11.6 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:
11.6.1 თუ თქვენ გაქვთ დავალიანება პეისერა ბანკი საქართველოს მიმართ , პეისერა ბანკი საქართველო იტოვებს უფლებას, ასევე ვალის შემგროვებელ კომპანიებს მიაწოდოს ინფორმაცია თქვენი საიდენტიფიკაციო მონაცემების, საკონტაქტო ინფორმაციისა და საკრედიტო ისტორიის ე.ი. ფინანსური და ქონებრივი ვალდებულებებისა და მათი აღსრულების შესახებ, დავალიანებისა და მათი დაფარვის შესახებ ინფორმაცია;
11.6.2 პეისერა ბანკი საქართველო შეაგროვებს/დაამუშავებს პირის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არა საკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოსთვის“ ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე ინფორმაცია მუშავდება კლიენტის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული კლიენტებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირები).
12.1 პერსონალური მონაცემები მუშავდება:
12.1.1 კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის შენარჩუნებისა და კომუნიკაციისათვის;
12.1.2 კლიენტის და/ან პეისერა ბანკი საქართველოს ინტერესების დაცვისათვის;
12.1.3 კლიენტთან დავის თავიდან აცილების და მასთან საქმიან ურთიერთობასთან დაკავშირებული კომუნიკაციის მტკიცებულებების შეგროვებისთვის (საუბრის ჩანაწერები, მიმოწერა);
12.1.4 პეისერა ბანკი საქართველოს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხი შეფასებისა და უზრუნველყოფისათვის;
12.1.5 საჭიროების შემთხვევაში, კლიენტთან დადებული ხელშეკრულების შესარულების ან კლიენტის თხოვნით, მოქმედებების განხორციელების ან კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისათვის.
12.2 აღნიშნული მიზნით, შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი პერსონალური მონაცემები:
სახელი, გვარი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, IP მისამართი, საგადახდო ანგარიშის ამონაწერი, ტელეფონზე საუბრის ჩანაწერები, აუდიოვიზუალური კომუნიკაციის ჩანაწერი და კლიენტთან მიმოწერა და სხვა მონაცემები, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად.
12.3 მონაცემთა შენახვის ვადა:
ვადა განისაზღვრება კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის, ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
12.4 მონაცემთა მიმწოდებელი:
უშუალოდ მონაცემთა სუბიექტები.
12.5 მონაცემთა მიმღები:
საზედამხედველო ორგანოები, Paysera ქსელის პარტნიორები (თუ მომსახურება ხორციელდება მათი საშუალებით), კომპანიები, რომლებიც ამუშავებენ მოვალეთა საქმეებს/საკრედიტო ინფორმაციას, ადვოკატები, სასამართლო და კერძო აღმასრულებლები, სასამართლოები, არბიტრაჟები, დავათა განმხილველი სხვა უფლებამოსილი წარმონაქმნები, წინა სასამართლო საგამოძიებო, საგამოძიებო ორგანოები, ვალის შეგროვებისა და ამოღების სააგენტოები, კლიენტისათვის გაწეული მომსახურების კვლევის განმახორციელებელი პირები, სხვა ლეგიტიმური ინტერესების მქონე სუბიექტები, პეისერა ბანკ საქართველოსთან ან/და Paysera-ს ქსელთან არსებული შეთანხმების საფუძველზე სხვა სუბიექტები.
13. მიზანი: საკრედიტო რეიტინგის შეფასება, საკრედიტო რისკის მართვა და გადაწყვეტილების ავტომატური მიღება
13.1 აღნიშნული მიზნით პერსონალური მონაცემები მუშავდება კლიენტის კრედიტუნარიანობის შესაფასებლად, საკრედიტო და საოპერაციო რისკის მართვასთან და კაპიტალის ადეკვატურობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რის საფუძველზეც პეისერა ბანკი საქართველო შეძლებს დაფინანსების შეთავაზებას.
13.2 აღნიშნული მიზნით შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი პერსონალური მონაცემები:
სახელი, გვარი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საგადახდო (საბანკო, ელექტრონული ფულის) ანგარიშის ნომერი, IP მისამართი, საგადახდო ანგარიშის ამონაწერი, ნაშთი საგადახდო ანგარიშზე, ფინანსური ვალდებულებები, საკრედიტო რეიტინგი, საკრედიტო და გადახდების ისტორია, შემოსავალი, განათლება, სამუშაო ადგილი, მიმდინარე სამუშაო პოზიცია, სამუშაო გამოცდილება, ხელმისაწვდომი აქტივები/ქონებრივი მდგომარეობა, ქონებაზე გავრცელებული საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა ან ვალდებულება, დაზღვეულ საბანკო პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაცია, მონაცემები ოჯახის წევრების/ნათესავების/დაკავშირებული პირების, თავდებები/სოლიდარული მოვალეები/ უზრუნველყოფის მიმწოდებლების შესახებ და სხვა ინფორმაცია.
13.3 მონაცემთა შენახვის ვადა:
ვადა განისაზღვრება კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის, ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
13.4 მონაცემთა მომწოდებლები:
უშუალოდ მონაცემთა სუბიექტები, საკრედიტო და სხვა ფინანსური ინსტიტუტები და მათი ფილიალები, სამართალდამცავი/აღმასრულებელი ორგანოები/სააგენტოები, სახელმწიფო და არასახელმწიფო რეესტრები, მათ შორის, მოსახლეობის რეესტრი, უძრავი ქონების რეესტრი, ბიზნეს რეესტრი, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვების და ვალდებულებების რეესტრი, სახელმწიფო ინსტიტუტები, კომპანიები, რომლებიც ამუშავებენ მოვალეთა კონსოლიდირებულ ფაილებს/საკრედიტო ინფორმაციას (მაგ.- სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო“ ან სხვა), მოვალეთა რეესტრი, ფიზიკური პირები, რომლებიც აწვდიან მონაცემებს მეუღლეების, შვილების და ოჯახის წევრების/ნათესავების/დაკავშირებული პირების შესახებ, სოლიდარული მოვალეები, თავდებები, უზრუნველყოფის მიმწოდებლები და ა.შ. იურიდიული პირები/სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნები, როდესაც კლიენტი არის ამ იურიდიული პირის/ორგანიზაციული წარმონაქმნის ხელმძღვანელი/წარმომადგენელი, თანამშრომელი, კონტრაქტორი, აქციონერი, მონაწილე, მფლობელი და ა.შ. და პარტნიორები ან სხვა ორგანიზაციები, რომლებსაც პეისერა ბანკი საქართველო იყენებს მომსახურების მიწოდებისთვის.
13.5 მონაცემთა მიმღები:
საკრედიტო, ფინანსური, გადახდის და/ან ელექტრონული ფულის ინსტიტუტები ან კრედიტუნარიანობის შეფასებაში დამხმარე კომპანიები და კომპანიები, რომლებიც ამუშავებენ მოვალეთა კონსოლიდირებულ ფაილებს/საკრედიტო ინფორმაციას, სადაზღვევო კომპანიები.
13.6 თქვენთვის ფინანსური ხელშეკრულების გაფორმების შესათავაზებლად ან გასაფორმებლად და მომსახურების გასაწევად, კონკრეტულ შემთხვევებში, პეისერა ბანკი საქართველო გადაწყვეტილების მისაღებად მიმართავს თქვენი მონაცემების ავტომატურ დამუშავებას. ამ შემთხვევაში, სისტემა თქვენს კრედიტუნარიანობას ამოწმებს შესაბამისი ალგორითმით და აფასებს შესაძლებელია თუ არა მომსახურების მიწოდება. უარყოფითი ავტომატური გადაწყვეტილების გადახედვა შესაძლებელია კლიენტის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოწოდების საფუძველზე. პეისერა ბანკი საქართველო იღებს ყველა საჭირო ზომას თქვენი უფლებების, თავისუფლებისა და ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ადამიანის ჩარევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გამოთქვათ თქვენი აზრი და გაასაჩივროთ ავტომატური გადაწყვეტილება. თქვენ გაქვთ უფლება გაასაჩივროთ ავტომატური გადაწყვეტილება პეისერა ბანკი საქართველოსთვის პირდაპირი დაკავშირებით.
14. მიზანი: პეისერა ბანკი საქართველოსა და კლიენტების ინტერესების დაცვა (ვიდეო თვალთვალი პეისერა ბანკი საქართველოს შენობაში).
14.1 აღნიშნული მიზნით პერსონალური მონაცემები მუშავდება პეისერა ბანკი საქართველოს და მისი კლიენტის/მათი წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სიცოცხლის, ჯანმრთელობის და სხვა უფლებების დასაცავად. შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება ხორციელდება კლიენტის, პეისერა ბანკი საქართველოს და მათი თანამშრომლების, ვიზიტორების და მათი ქონების, დაცვის ლეგიტიმური ინტერესით.
14.2 აღნიშნული მიზნით შეიძლება დამუშავდეს შემდეგი პერსონალური მონაცემები:
ვიდეო ჩანაწერების წარმოება პეისერა ბანკი საქართველოს მართვის ქვეშ მყოფ შენობაში/უძრავი ქონების ტერიტორიაზე.
14.3 პეისერა ბანკ საქართველოს შენობაში შესვლამდე, სადაც მიმდინარეობს ვიდეო თვალთვალი, ვიდეო მეთვალყურეობის შესახებ გეცნობებათ სპეციალური თვალსაჩინო ადგილას განთავსებული აღნიშვნებით/გამაფრთხილებელი ნიშნით.
14.4 მონაცემთა შენახვის ვადა:
1 (ერთი) წელი.
14.5 მონაცემთა მომწოდებლები:
უშუალოდ მონაცემთა სუბიექტი, რომელიც იმყოფება პეისერა ბანკი საქართველოს შენობაში, სადაც ვიდეო კონტროლი მიმდინარეობს და იწერება, სათვალთვალო კამერით.
14.6 მონაცემთა მიმღებნი:
სასამართლოები, წინა სასამართლო საგამოძიებო, საგამოძიებო დაწესებულებები, ადვოკატები (მხოლოდ დანაშაულის მცდელობის/დანაშაულის არსებობის შემთხვევაში).
15. მიზანი: მომსახურების შესახებ კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება
15.1 აღნიშნული მიზნით პერსონალური მონაცემები მუშავდება, რათა კლიენტს ეცნობოს პეისერა ბანკი საქართველოს მიერ გაწეული მომსახურებების შესახებ, მათი ფასების, სპეციფიკის, კლიენტთან დადებული ხელშეკრულების პირობების, სისტემური ცვლილებისა და პეისერა ბანკი საქართველოს მომსახურებებთან დაკავშირებული სხვა შეტყობინებების მიწოდება.
15.2 აღნიშნული მიზნით შეიძლება დამუშავდეს შემდეგი პერსონალური მონაცემები:
ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მისამართი.
15.3 მონაცემთა სუბიექტი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია, რომ მსგავსი შეტყობინებები აუცილებელია პეისერა ბანკი საქართველოს და კლიენტს შორის დადებული მომსახურების გენერალური ხელშეკრულების ან/და მისი დამატებების (დანართების)/კლიენტთან გაფორმებული სხვა ხელშეკრულების, შესასრულებლად და ისინი არ განიხილება, როგორც პირდაპირი მარკეტინგის მიზნით განხორციელებული შეტყობინებები.
15.4 მონაცემთა შენახვის ვადა:
კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან 24 (ოცდაოთხი) თვე.
15.6 მონაცემთა მომწოდებლები:
უშუალოდ მონაცემთა სუბიექტი.
15.7 მონაცემთა მიმღები:
აღნიშნული მიზნით მონაცემები არ მიეწოდება სხვა პირებს.
16. მიზანი: პირდაპირი მარკეტინგი
16.1 აღნიშნული მიზნით ხდება პერსონალური მონაცემების დამუშავება, რათა კლიენტს შევთავაზოთ პეისერა ბანკი საქართველოს ან/და Paysera-ს პარტნიორთა ქსელის მომსახურება და გავიგოთ კლიენტების დამოკიდებულება აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით.
16.2 აღნიშნული მიზნით შეიძლება დამუშავდეს შემდეგი პერსონალური მონაცემები:
მომხმარებლის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ან/და მომხმარებლის მიერ მიღებული საბანკო მომსახურების ფარგლებში ბანკის მიერ მოპოვებული კლიენტის ნებისმიერი მონაცემი. აღნიშნული მათ შორის მოიცავს ნებისმიერი საბანკო ოპერაციის შესრულებისას მოპოვებულ მონაცემს, მათ შორის და არა მხოლოდ, კლიენტის მაიდენტიფიცირებელი, ფინანსური, საკონტაქტო (სახელი, გვარი, ელ. ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი), ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემები.
16.3 აღნიშნული მიზნით პეისერა ბანკი საქართველოს კლიენტის თანხმობის მიღების შემდეგ აგზავნის ციფრულ ბროშურებს და პირდაპირ მარკეტინგულ შეტყობინებებს. პეისერა ბანკი საქართველო ან/და Paysera-ს პარტნიორთა ქსელი უფლებამოსილია პირდაპირი მარკეტინგული ხასიათის შეთავაზებებისა და სესხებზე, დეპოზიტებზე და სხვა საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებები/ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს ტელეფონის ნომერზე შეტყობინების და ხმოვანი ზარების, ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების ან/და Paysera მობილურ აპლიკაციაში შეტყობინებების სახით. პეისერა ბანკი საქართველოს შეუძლია გამოიყენოს ციფრული სარეკლამო ინფორმაციის (ბროშურის) მომსახურების მიმწოდებელი, მას შემდეგ რაც დარწმუნდება, რომ აღნიშნული მიმწოდებელი აკმაყოფილებს პეისერა ბანკი საქართველოს პარტნიორთა ქსელის ერთობლივი დამმუშავებლების ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნებს. კლიენტს ბმულზე „თქვენი თანხმობის გაუქმება/გამოხმობა“ გადასვლით, შეუძლია გააუქმოს/გამოიხმოს საინფორმაციო ბიულეტენების/ბროშურის ან პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე მის მიერ გაცემული თანხმობა. თანხმობის გამოხმობა ასევე შესაძლებელია პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის დამუშავებაზე უარის თქმის შესახებ პეისერა ბანკი საქართველოსთვის ელ. ფოსტაზე (dpo@paysera.ge) ნებისმიერ დროს შეტყობინების გაგზავნით.
16.4 მონაცემთა შენახვის ვადა:
კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან იმ დღემდე, სანამ კლიენტი გააპროტესტებს/შეეწინააღმდეგება აღნიშნული მიზნით მონაცემთა დამუშავებას.
16.5 მონაცემთა მომწოდებლები:
უშუალოდ მონაცემთა სუბიექტი.
16.6 მონაცემთა მიმღებები:
აღნიშნული მიზნით მონაცემები გადაეცემა Paysera ქსელის პარტნიორებს, შესაძლოა გადაეცეს საძიებო ან სოციალური ქსელის სისტემებს (მონაცემთა დამუშავების გაპროტესტების/აკრძალვის შესაძლებლობას უზრუნველყოფილია ამ სისტემების ვებ გვერდებზე), სარეკლამო ინფორმაციის (ბროშურის) მომსახურების მომწოდებლებს.
17. მიზანი: სტატისტიკური ანალიზი.
ზემოაღნიშნული მიზნებისთვის შეგროვებული თქვენი პერსონალური მონაცემები, გარდა ეროვნული პირადი საიდენტიფიკაციო ნომერის, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების/ მათი დეტალების, ასევე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილისა, შესაძლოა, დამუშავდეს სტატისტიკური ანალიზის განსახორციელებლად. აღნიშნული მიზნით მონაცემთა დამუშავება მოხდება, ისე რომ სტატისტიკური ანალიზის ფარგლებში მისი გამოყენებით შეუძლებელი იყოს მონაცემთა შესაბამისი სუბიექტების იდენტიფიცირება. სტატისტიკური ანალიზის მიზნით თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება ეფუძნება საქმიანობის ანალიზის, გაუმჯობესებისა და განვითარების ლეგიტიმურ ინტერესს. თქვენ გაქვთ უფლება არ დაეთანხმოთ და გააპროტესტოთ/აკრძალოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ასეთი მიზნით დამუშავება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით აღნიშნულის შესახებ პეისერა ბანკი საქართველოსთვის შეტყობინებით. თუმცა, პეისერა ბანკი საქართველოს შეუძლია სტატისტიკური ანალიზის მიზნით გააგრძელოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, თუკი დაამტკიცებს, რომ მონაცემები მუშავდება მონაცემთა სუბიექტის ინტერესების, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და უფლებების დაცვის მიზანზე აღმატებული კანონიერი მიზეზით ან სამართლებრივი საჩივრების/სარჩელების ჩამოყალიბების, წარდგენის ან მათგან დაცვის მიზნით.
18. მიზანი: მომსახურების გაუმჯობესება
ყველა ზემოაღნიშნული მიზნისთვის შეგროვებული მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს ტექნიკური და ორგანიზაციული მოწყობილობების/საშუალებების, IT ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, გამოყენებულ მოწყობილობებთან/საშუალებებთან მომსახურებების ადაპტირებისთვის, პეისერა ბანკი საქართველოს ახალი მომსახურებების განვითარებისთვის, არსებული მომსახურებებით კმაყოფილების გაზრდის, ასევე ტექნიკური მოწყობილობების/შესაძლებლობების და IT ინფრასტრუქტურის ტესტირებისა და გაუმჯობესებისთვის.
19. მიზანი: მომსახურების არამართებულად გამოყენების პრევენცია და მომსახურების სათანადო მიწოდება.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნისთვის შეგროვებული მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას არა ავტორიზებული წვდომისა და გამოყენების თავიდან ასაცილებლად, ანუ კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
20. მონაცემების დამუშავებისთვის პეისერა ბანკი საქართველოს ან/და Paysera პარტნიორთა ქსელს შეუძლია ჩართოს მონაცემთა დამმუშავებლები ან/და საკუთარი შეხედულებისამებრ, დაიქირავოს სხვა პირები, პეისერა ბანკი საქართველოს ან/და Paysera პარტნიორთა ქსელის სახელით სხვადასხვა დამხმარე/დამატებითი ფუნქციების შესასრულებლად (მაგ. მონაცემთა ცენტრები, ჰოსტინგი, ღრუბლოვანი ჰოსტინგი, სისტემის ადმინისტრირება, სისტემის განვითარება, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება, უზრუნველყოფა, გაუმჯობესებისა და განვითარებების მხარდაჭერა, მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისი; მარკეტინგი, კომუნიკაცია, კონსულტაცია, დროებითი პერსონალი ან მსგავსი მომსახურება). ასეთ შემთხვევებში, პეისერა ბანკი საქართველო მიიღებს ყოველგვარ ზომებს, რათა დარწმუნდეს, რომ დამმუშავებლები ამუშავებენ მონაცემებს პეისერა ბანკი საქართველოს ინსტრუქციებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მოითხოვს მათგან პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვას. პეისერა ბანკი საქართველო ან/და Paysera პარტნიორთა ქსელი ასევე უზრუნველყოფენ მსგავსი პირებისთვის კონფიდენციალურობის ვალდებულების დაკისრებას, რათა მათ ვერ შეძლონ ამ ინფორმაციის გამოყენება მათი ფუნქციების შესრულების გარდა სხვა ნებისმიერი მიზნით.
21. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მითითებული მიზნებისთვის შეგროვებული პერსონალური მონაცემები არ უნდა დამუშავდეს აღნიშნულ ლეგიტიმურ მიზნებთან ან იურიდიულ მოთხოვნებთან შეუსაბამო გზით.
22. ზემოაღნიშნული მონაცემები მიწოდებული და მიღებული იქნება პროგრამული საშუალებების მეშვეობით, რომელსაც იყენებს პეისერა ბანკი საქართველო ან/და Paysera პარტნიორთა ქსელი ან მისი ავტორიზებული აგენტი, ასევე სხვა საშუალებებისა და მესამე პირების მეშვეობით, ვისთანაც პეისერა ბანკი საქართველომ ან/და Paysera პარტნიორთა ქსელმა დადო პერსონალური მონაცემების დამუშავების ხელშეკრულებები კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.
დამუშავების გეოგრაფიული ფარგლები
23. ჩვეულებრივ, პერსონალური მონაცემები მუშავდება საქართველოს ტერიტორიასა და ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის (EU/EEA) ფარგლებში, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გადაიცეს და დამუშავდეს ევროკავშირის (EU) / ევროპის ეკონომიკურ ზონის (EEA) ფარგლებს გარეთაც.
24. პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაიცეს და დამუშავდეს ევროკავშირის (EU) / ევროპის ეკონომიკურ ზონის (EEA) ფარგლებს გარეთ, როდესაც ამგვარი გადაცემა აუცილებელია ხელშეკრულების გასაფორმებლად ან მის შესასრულებლად (მაგალითად, როცა გადახდა ხდება მესამე მხარისთვის ან მესამე მხარე პარტნიორის (კორესპონდენტის) მეშვეობით) ან მაგალითად, როცა კლიენტი ახორციელებს კომერციულ საქმიანობას ონლაინ პლატფორმის გამოყენებით (არის რეგისტრირებული კლიენტი), სადაც რეგისტრირებული კლიენტების მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, თავის მხრივ, ექვემდებარებიან კლიენტებზე ინფორმაციის გადაცემის სპეციალურ მოთხოვნებს) როცა კანონი ითვალისწინებს გადაცემის საჭიროებას ან როდესაც კლიენტმა თავად გასცა ნებართვა. ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ Paysera-ს პარტნიორთა ქსელის ერთობლივი დამმუშავებლების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების არსებობა.
პროფილირება
25. პეისერა ბანკი საქართველოს/Paysera პარტნიორთა ქსელისმიერ პროფილირების ჩატარება მოიცავს პერსონალური მონაცემების ავტომატური საშუალებებით დამუშავებას, კანონმდებლობით დადგენილი მიზნებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია რისკების მართვასა და თაღლითობის თავიდან ასაცილებლად ტრანზაქციების მუდმივ და პერიოდულ მონიტორინგთან. ამგვარი განგრძობადი/მიმდინარე პროფილირება ეფუძნება პეისერა ბანკი საქართველოს/Paysera პარტნიორთა ქსელის კანონისმიერ ვალდებულებებს.
26. პირდაპირი მარკეტინგისა და სტატისტიკური ანალიზის მიზნით, პროფილირება შესაძლოა განხორციელდეს „Matomo“-ს, „Google“-ს, „Facebook“-ისა და სხვა ანალიტიკური საშუალებების გამოყენებით.
არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავება
27. 18 (თვრამეტ) წლამდე არასრულწლოვნებმა, რომელთაც აქვთ სურვილი ისარგებლონ პეისერა ბანკი საქართველოს მომსახურებით, უნდა წარმოადგინონ თავიანთი წამომადგენლებისაგან (მშობელი/ კანონიერი მზრუნველი) თანხმობა მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისისა.
მზა ჩანაწერების („Cookie“-ს) პოლიტიკა
28. პეისერა ბანკი საქართველოს/Paysera პარტნიორთა ქსელის შესაძლოა ვებ გვერდზე გამოიყენოს „cookie“. „Cookie“ არის პატარა ფაილი, რომელიც იგზავნება პიროვნების ინტერნეტ ბრაუზერში და ინახება მათ მოწყობილობებში. Cookie გადაეცემა პერსონალურ კომპიუტერს ვებ საიტზე პირველივე ვიზიტისას.
29. ჩვეულებისამებრ, პეისერა ბანკი საქართველოს/Paysera პარტნიორთა ქსელის პიროვნების მოწყობილობაზე იყენებს მხოლოდ აუცილებელ cookie-ს იდენტიფიკაციას, ვებ გვერდის ფუნქციონირებისა და გამოყენების გასაუმჯობესებლად და ვებ გვერდსა და მასში განთავსებულ ინფორმაციაზე პიროვნების წვდომის ხელშესაწყობად. პეისერა ბანკი საქართველოს/Paysera პარტნიორთა ქსელის შეუძლია გამოიყენოს სხვა cookie კლიენტის თანხმობის მიღებისთანავე. ქვემოთ იხილავთ სხვადასხვა ტიპის cookie-ს მოკლე აღწერას:
მკაცრად აუცილებელი cookies.
30. აღნიშნული cookies აუცილებელია, რათა მოახერხოთ პეისერა ბანკი საქართველოს ვებგვერდზე სხვადასხვა ფუნქციების გამოყენება. ისინი აუცილებელია ვებგვერდის მუშაობისთვის და მათი გამორთვა შეუძლებელია. ისინი ინახება თქვენს კომპიუტერში, მობილურ ტელეფონში ან თაბლეტზე, სანამ თქვენ იყენებთ ვებსაიტს და მოქმედებს მხოლოდ შეზღუდული დროით. როგორც წესი, cookies ყენდება თქვენს მიერ დათვალიერების დროს განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ, როგორიცაა თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრების შეცვლა, ავტორიზაცია და სხვადასხვა ფორმის შევსება.
სტატისტიკური cookies.
31. ისინი გამოიყენება ანონიმური სახით ინფორმაციის შეგროვებისა და რეპორტინგისთვის, რათა დადგინდეს თუ როგორ იყენებენ ჩვენი ვიზიტორები ვებ გვერდს. რეგისტრირებული საიდენტიფიკაციო ნომერი გამოიყენება სტატისტიკური მონაცემების შესაგროვებლად, თუ როგორ მოძრაობენ კლიენტები ვებ გვერდზე.
ანალიტიკური cookies.
32. ეს cookies გამოიყენება ვებ გვერდის კლიენტების რაოდენობისა და ტრაფიკის მონიტორინგისთვის. ანალიტიკური cookie გვეხმარება გავიგოთ, თუ რომელ ვებ გვერდებს სტუმრობენ კლიენტები ყველაზე ხშირად და როგორ იყენებენ მათ, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურების ხარისხი. თუ არ ეთანხმებით აღნიშნული cookies-ის გამოყენებას, ჩვენს სტატისტიკაში არ გამოვიყენებთ თქვენს ვიზიტს ვებ გვერდზე.
მარკეტინგული cookie.
33. ეს cookies გამოიყენება ჩვენი მომსახურების შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაწოდებლად, რომელიც ეყრდნობა ვებ გვერდზე თქვენ მიერ ხშირად ნანახ მონაცემებს, რათა გავაუმჯობესოთ კონტენტის შერჩევა და ჩვენი ვებ გვერდის გამოყენებისას შემოგთავაზოთ მეტი ალტერნატივა. ამასთანავე, აღნიშნული cookie შესაძლოა გამოყენებულ იქნას ჩვენი მესამე მხარე პარტნიორების ვებ გვერდებზე რეპორტინგის მიზნებისთვის. ამ გზით, ჩვენ ასევე მივიღებთ ინფორმაციას თქვენი დათვალიერების ისტორიის შესახებ ჩვენი ოფიციალური პარტნიორების ვებ გვერდებიდან, სადაც ვათავსებთ ჩვენს რეკლამებს. თუ არ ეთანხმებით აღნიშნული cookie-ს გამოყენებას, თქვენ ნახავთ მხოლოდ არაპერსონალიზებულ რეკლამებს.
34. ვებ ბრაუზერების უმეტესობა ეთანხმება cookie-ს გამოყენებას, მაგრამ პირს შეუძლია შეცვალოს ბრაუზერის პარამეტრები ისე, რომ cookie-ს გამოყენებას არ დაეთანხმოს. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ტიპის cookie-გან განსხვავებით, საჭირო cookie-ს უარყოფამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ვებსაიტის ფუნქციონირებაზე და ზოგიერთმა ფუნქციამ არ იმუშაოს გამართულად. Paysera პარტნიორთა ქსელის URL მისამართზე პირველად შესვლისას, იხილავთ დასათანხმებელი ან უარსაყოფი კონკრეტული cookie-ს ჩამონათვალის შემცველ „pop-up“ შეტყობინებას. თუ გადაწყვეტთ, რომ დაეთანხმოთ საჭირო და სხვა cookie-ს გამოყენებას, შემდგომ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი არჩევანი და გააუქმოთ/გამოიხმოთ თანხმობა გვერდის ბოლოში/ქვედა ნაწილში განთავსებულ cookie-ს პარამეტრებზე გადასვლით.
თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის, გასწორების, წაშლის უფლება და მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა
35. თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები:
35.1 მონაცემთა წვდომის უფლება:
მოიპოვეთ ინფორმაცია, ამუშავებს თუ არა პეისერა ბანკი საქართველო თქვენს პერსონალურ მონაცემებს. თუ ეს ასეა, გქონდეთ წვდომა პეისერა ბანკი საქართველოს მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე, მიიღოთ ინფორმაცია თუ რომელი პერსონალური მონაცემები დამუშავდა, რომელი წყაროებიდან არის შეგროვებული, რა არის დამუშავების მიზანი, ვინ არიან მიმღებნი, რომელთაც მიეწოდებათ ან შეიძლება მიეწოდოთ პერსონალური მონაცემები; მიიღოთ პეისერა ბანკი საქართველოსგან იმ პერსონალური მონაცემების ასლი, რომელიც მუშავდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე, პეისერა ბანკი საქართველომ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, უნდა მოგაწოდოთ მოთხოვნილი მონაცემები წერილობით, ან მიუთითოს უარის მიზეზი. კალენდარულ წელიწადში ერთხელ, მონაცემები შეიძლება მიწოდებულ იქნას უფასოდ, მაგრამ სხვა შემთხვევებში,
შეიძლება დაწესდეს ანაზღაურება იმ ოდენობით, რომელიც არ აღემატება მონაცემთა შეგროვების/ უზრუნველყოფის ღირებულებას. დამატებითი ინფორმაცია მონაცემებზე წვდომის უფლებებისა და მისი დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
35.2 მონაცემთა გასწორების უფლება:
თუ პეისერა ბანკი საქართველოს მიერ დამუშავებული თქვენი მონაცემები არასწორი, არასრული ან არაზუსტია, შეგიძლიათ წერილობით მიმართოთ პეისერა ბანკი საქართველოს არასწორი ან არაზუსტი მონაცემების გასასწორებლად ან გაუგზავნოთ შესაბამისი მოთხოვნა არასრული პერსონალური მონაცემების შევსების მიზნით;
35.3 მონაცემთა წაშლის („დავიწყების“) უფლება:
მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა (მონაცემთა წაშლა). მონაცემთა დამუშავება შეწყდება, როდესაც მონაცემთა სუბიექტი გაითხოვს თანხმობას, რომლის საფუძველზეც მუშავდება პერსონალური მონაცემები ან პერსონალური მონაცემები აღარ არის საჭირო იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ის შეგროვდა, ან პერსონალური მონაცემები უკანონოდ დამუშავდა ან პერსონალური მონაცემები უნდა წაიშალოს საკანონმდებლო ვალდებულების შესასრულებლად. პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინება უნდა წარედგინოს პირადად პეისერა ბანკი საქართველოს, ფოსტით ან კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით. თუ თქვენს მოთხოვნას აქვს სამართლებრივი საფუძველი, პეისერა ბანკი საქართველო, მოთხოვნის განხილვის შემდეგ, შეწყვეტს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების ნებისმიერ ქმედებას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. უნდა აღინიშნოს, რომ უფლება, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაუყოვნებელი წაშლა, შესაძლოა შეიზღუდოს პეისერა ბანკი საქართველოს მიერ, მისი, როგორც ბანკის ვალდებულების (კანონმდებლობით დადგენილი ვადით შეინახოს მონაცემები კლიენტთა იდენტიფიკაციის, გადახდის ოპერაციების, დადებული ხელშეკრულებების და ა.შ. შესახებ) შესრულების მიზნით.
35.4 მონაცემთა დამუშავების შეზღუდვის (დაბლოკვის) უფლება:
მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა, როდესაც პერსონალური მონაცემების სიზუსტე სადავოა მონაცემთა სუბიექტის მხრიდან, იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც შესაძლებლობას მისცემს დამმუშავებელს გადაამოწმოს/დაადასტუროს პერსონალური მონაცემების სიზუსტე; როდესაც დამუშავება უკანონოა, თუმცა, მონაცემთა სუბიექტი უარს აცხადებს/ეწინააღმდეგება პერსონალური მონაცემების წაშლას და სანაცვლოდ ითხოვს მონაცემების გამოყენების შეზღუდვას; დამმუშავებელს აღარ ესაჭიროება პერსონალური მონაცემები დამუშავების მიზნებისთვის, მაგრამ იგი საჭიროა მონაცემთა სუბიექტის მიერ სამართლებრივი მოთხოვნის დადგენის/განხორციელების, ან პრეტენზიებისგან/სარჩელებისგან დაცვისთვის. მონაცემთა სუბიექტი, რომელმაც მოიპოვა შეზღუდვა მონაცემთა დამუშავებაზე, ამ შეზღუდვის მოხსნამდე უნდა იქნას ინფორმირებული დამმუშავებლის მხრიდან.
35.5 მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის უფლება:
უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის;
თუ თვლით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული თქვენი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევით, უფლება გაქვთ, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით პრეტენზიით მიმართოთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. ინფორმაცია საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ;
35.7 დაკავშირების უფლება:
თქვენი უფლებების განხორციელების მიზნით, უფლება გაქვთ დაუკავშირდეთ პეისერა ბანკი საქართველოს ან/და პეისერა ბანკი საქართველოს მონაცემთა დაცვის ოფიცერს;
35.8 სხვა კანონიერი უფლებები:
თქვენ შეგიძლიათ დამუშავებულ მონაცემებზე წვდომის მოპოვების, გასწორების, მონაცემთა შეზღუდვის, წაშლის ან მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შესახებ თქვენი მოთხოვნა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: dpo@paysera.ge. მოთხოვნის წარმდგენმა პირმა მკაფიოდ უნდა მიუთითოს მისი სრული სახელი, გვარი და მოთხოვნა გააგზავნოს სისტემაში რეგისტრირებული ელ. ფოსტის მისამართიდან. მოთხოვნის მიღების შემდეგ ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ თქვენი იდენტიფიკაციისა და მოთხოვნის შესრულების პროცესის განსახორციელებლად.
მესამე მხარის ვებგვერდები
36. პეისერა ბანკი საქართველო არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის ვებ გვერდებზე კლიენტთა პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე, მაშინაც კი, თუ კლიენტი აღნიშნულ ვებ გვერდზე გადადის პეისერა ბანკი საქართველოს ვებ გვერდზე მოწოდებული ბმულების მეშვეობით. პეისერა ბანკი საქართველო გირჩევთ, გაეცნოთ თითოეული ვებგვერდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, რომელიც არ ეკუთვნის პეისერა ბანკი საქართველოს.
ლოგოს გამოყენება
37. კლიენტი, რომელიც იყენებს Paysera-ს ბიზნეს მიზნებისა ან პროფესიული ინტერესებისთვის, ეთანხმება, რომ პეისერა ბანკმა საქართველომ/ Paysera პარტნიორთა ქსელმა შესაძლოა გამოიყენოს მისი სახელი და/ან ლოგო პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის (მაგალითად, მიუთითოს, რომ კლიენტი სარგებლობს პეისერა ბანკი საქართველოს/ Paysera პარტნიორთა ქსელის მომსახურებით).
ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
38. პეისერა ბანკი საქართველო/ Paysera პარტნიორთა ქსელი მიზნად ისახავს უზრუნველყოს კლიენტებისა და საჯარო მონაცემების ფაილებიდან მოპოვებული ყველა ინფორმაციის უსაფრთხოების მაღალი დონე. ამ ინფორმაციის არასანქცირებული წვდომისგან, გამოყენებისგან, კოპირებისგან, შემთხვევით ან უკანონო წაშლისგან, ცვლილებისგან ან გამჟღავნებისგან, ისევე როგორც დამუშავების ნებისმიერი სხვა არა ავტორიზებული ფორმისგან თავის დასაცავად Paysera იყენებს შესაბამის სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და ფიზიკურ უსაფრთხოების ზომებს.
ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება
39. საბანკო მომსახურების დისტანციურად მისაღებად, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თქვენ უნდა გაიაროთ ელექტრონული იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის პროცედურა, რომლის ფარგლებშიც, ტექნიკური უზრუნველყოფის გამოყენებით, პეისერა ბანკი საქართველო მოიპოვებს და დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის (ბიომეტრიულ) მონაცემებს (აუდიოვიზუალური ჩანაწერის და ფოტოსურათის სახით).
40. თქვენი ელექტრონული იდენტიფიკაციისას/ვერიფიკაციისას პეისერა ბანკი საქართველო, პიროვნების ნამდვილობის შემოწმების მიზნით, იყენებს ტექნიკურ უზრუნველყოფას (შემდგომში „იდენტომატი“), რომელიც ეკუთვნის კორპორაცია Identomat Inc. (SR 20204194256, 7977895 რეგისტრირებული ამერიკის შეერთებული შტატების შტატ დელავერში), კერძოდ, პიროვნების ნადვილობის დადგენისას იდენტომატის საშუალებით ხორციელდება ვიდეოსა და დინამიური სელფის გადაღება, რომლის საშუალებთ დგინდება კლიენტის ნამდვილობა - ვრწმუნდებით, რომ კამერის მეორე მხარეს ცოცხალი ადამიანია და არ არის გამოყენებული ნიღაბი, ფოტო, მანეკენი ან სხვა საშუალება;
 
41. Identomat Inc მიერ მონაცემების დამუშავება და შენახვა ხდება დაცულ სერვერზე ფრანკფურტში, გერმანია. მოშორებული სერვერის სერვისის მომწოდებლები არიან DigitalOcean LLC (მომსახურების შეთანხმება ყველა დანართით განთავსებულია შემდეგ ვებ მისამართზე: https://www.digitalocean.com/legal/terms-of-service-agreement/) და AWS (მონაცემთა დაცვის პირობები განლაგებულია შემდეგ ბმულზე https://aws.amazon.com/legal/?nc1=f_cc). მონაცემები განთავსებულია ევროკავშირის ტერიტორიაზე და მათი საქმიანობა შეესაბამება GDPR-ის მოთხოვნებს. ზემოაღნიშნულ სასერვერო რესურსებზე განთავსებული მონაცემები დაშიფრულია და სასერვერო რესურსების მომწოდებლებს არ აქვთ წვდომა მონაცემების შინაარსზე.
საბოლოო დებულებები
42. აღნიშნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დებულებები ექვემდებარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონსა და ევროკავშირის ფარგლებში - GDPR-ს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დებულებებთან დაკავშირებული ყველა დავა წყდება მოლაპარაკების გზით და მისი ამ გზით გადაუჭრელობის შემთხვევაში, დავა განიხილება საქართველოს სასამართლოებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
* სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204470740, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ი. თარხნიშვილის ქ., N2, ტელ: 032 262 35 55. ელ.ფოსტა: info@mycreditinfo.ge) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროა, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკრედიტო ინფორმაციის შეგროვება და მისი მიწოდება საკრედიტო თუ სხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის. კომპანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი მონაცემების მიწოდებით უზრუნველყოფს ბანკებს, სალიზინგო კომპანიებსა და სხვა ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სესხის გაცემასთან, მომსახურების ან საქონლის კონსიგნაციით მიწოდებასთან. ბიუროს საქმიანობა რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით საქართველო ეროვნული ბანკის შესახებ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებებით.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა 13.07.2023 - 29.02.2024 წწ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა 01.03.2024-17.03.2024