დაბრუნდით უკან

საგადახდო ინსტრუმენტების გამოყენების წესები

AISV ან KMM ბარათი

დაუკავშირეთ საგადახდო ინსტრუმენტი ანგარიშს

ბარათის უკან განთავსებული რიცხვი, რომელიც მოიცავს 8 ციფრს, უნდა შეიყვანოთ სისტემაში, საგადახდო ინსტრუმენტის დაკავშირების ველში. რის შემდეგაც Paysera ანგარიში მიებმება და შეგეძლებათ AISV ან KMM ბარათის არჩევა.

ლიმიტები

სისტემაში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა განსაზღვროს ლიმიტები დაკავშირებული საგადახდო ინსტრუმენტისთვის, მის ანგარიშზე ავტორიზაციით. საგადახდო ინსტრუმენტის ლიმიტები არ უნდა აჭარბებდეს ანგარიშისთვის განსაზღვრულ ლიმიტებს. საგადახდო ინსტრუმენტის ლიმიტები შესაძლოა განსხვავდებოდეს გადახდის წერტილების მიხედვით. გადახდის წერტილების მიხედვით საგადახდო ინსტრუმენტზე არსებული ლიმიტების შესახებ ინფორმაცია მოცემულია მომხმარებლის ანგარიშზე, საგადახდო ინსტრუმენტის დამაკავშირებელ გვერდზე. ჩამონათვალი ახლდება Paysera LT-ის მიერ, ახალი გადახდის წერტილის დამატების შემთხვევაში.

გადახდის პროცედურა

მიუახლოვეთ ბარათი წამკითხველს გადახდის წერტილში. ანგარიშსწორება დამოკიდებულია NFC ტექნოლოგიაზე. დამატებითო დადასტურებები არ მოითხოვება. ბარათის გამოყენებით შესაძლებელია დღეში 10 ევრომდე დახარჯვა.

მანქანის სარეგისტრაციო ნომერი

დაუკავშირეთ ინსტრუმენტი ანგარიშს

მანქანის სარეგისტრაციო ნომერი დაშორებებისა და ტირეების გარეშე შეიყვანება სისტემაში, საგადახდო ინსტრუმენტის დაკავშირების ველში. შემდეგ არჩეულ უნდა იქნას Paysera ანგარიში და მანქანის ნომერი.

ლიმიტები

გამოიყენება ანგარიშის სტანდარტული ლიმიტები. თუ კონკრეტული გადახდის ინსტრუმენტისთვის განსაზღვრულია ანგარიშზე დაწესებულ ლიმიტზე უფრო დაბალი ლიმიტი , გამოიყენება გადახდის ინსტრუმენტის ლიმიტები. გადახდის ინსტრუმენტის ლიმიტები არ უნდა აღემატებოდეს ანგარიშის ლიმიტებს.

გადახდის პროცედურა

სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება შლაგბაუმს, კამერა ამოიცნობს სანომრე ნიშნის ნომერს და ხსნის ბარიერს, როდესაც სატრანსპორტო საშუალება გაჩერებულია პარკინგზე, საპარკინგე გადასახადი ავტომატურად დაითვლება დროის პერიოდის განმავლობაში. პარკინგის ტერიტორიის დატოვებისას, კამერა ამოიცნობს ნომერს, ხსნის ბარიერს და წყვეტს გადასახადის დათვლას. სანომრე ნიშნის ანგარიშის ნომერთან დაკავშირებით, მძღოლი თანახმაა, რომ მსგავსი ტიპის ტრანზაქციები შესრულდეს დადასტურების გარეშე.