Paysera-ს ბილეთები

ღონისძიებების ონლაინ ბილეთები
Paysera-ს ბილეთები არის ონლაინ თვითმომსახურების ბილეთების სისტემა ფესტივალებისთვის,  კერძო წვეულებებისთვის და სასწავლო კურსებისთვის. გაავრცელეთ უფასო ღონისძიებების ბილეთები უფასოდ, შექმენით და მართეთ ღონისძიებები დამოუკიდებლად და მიეცით თქვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა გადაიხადონზედმეტი საკომისიოს გარეშე!
#

ჩვენი მომხმარებლები

#

უფასოდ, უფასო ღონისძიებებისთვის! 

თუ უფასო ღონისძიებისთვის ანაწილებთ ბილეთებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი თვითმომსახურების სისტემა ასევე უფასოდ. 

#

ღონისძიების მართვა მარტივად

შექმენით, მართეთ და გარდაქმენით თქვენი ღონისძიებები თავად, თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს. დაამატეთ ბილეთის ახალი კატეგორიები, შეცვალეთ ფასები და გაააქტიურეთ ფასდაკლების კოდები.

#

გადახდები რეალურ დროში

გადახდა შეძენილ ბილეთზე აგესახებათ თქვენს Paysera ანგარიშზე, რეალურ დროში. მიიღეთ თანხა, მყიდველის მიერ ბილეთის ყიდვისთანავე.

#

თქვენს ვებგვერდთან ინტეგრაცია

თქვენი ღონისძიების ბილეთების შერჩევის სწრაფი და მარტივი ინტეგრაცია თქვენს ვებგვერდთან.

#

ბაიერების საკონტაქტო ინფორმაცია

მყიდველების რეგისტრაციის, მათი საკონტაქტო ინფორმაციის შეგროვება და მათი მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობა.

#

კონკურენტუნარიანი ტარიფები

მას შემდეგ რაც ვიყენებთ გადახდების დამუშავების საკუთარ ინსტრუმენტებს, გვაქვს შესაძლებლობა შემოგთავაზოთ განსაკუთრებით ხელსაყრელი ტარიფი, ხოლო თქვენს მომხმარებელს აქვთ შესაძლებლობა თავიდან აიცილონ დამატებითი გადასახადები. 

#

აბონემენტი

სპორტისთვისა და საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის, შეჯიბრებების, ტრენინგისა და უფრო მეტისთვის! 
რეგულარულად აწყობთ აქტივობებს? ან ყიდით ბილეთებს სპორტის სეზონისთვის? გამოიყენეთ Paysera ბილეთების აბონემენტის ფუნქცია, რათა გაყიდოთ ბილეთები მთელი რიგი ღონისძიებებისთვის. 
გაიგეთ მეთი აბონემენტის შესახებ

ღონისძიების ჯგუფები 

ერთი ბმული ყველა ჩვენი ღონისძიებისთვის 

დააჯგუფეთ მრავალი ღონისძიება ერთად და წაახალისეთ ყველა მათგანი მხოლოდ ერთი ბმულის გაზიარებით. 

ღონისძიებების ერთად დაჯგუფება შესანიშნავი გზაა, მომხმარებლისთვის მარტივად აღსაქმელი გახადოთ რამდენიმე განსხვავებული ღონისძიების თარიღი და ადგილი ან უბრალოდ მსგავსი ან დაკავშირებული ღონისძიებები ერთ ადგილას. 

#
#

ადგილების შერჩევის ოფცია

თქვენს მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს მისთვის სასურველი ადგილი და თქვენ შეძლებთ განსხვავებული ტარიფის დაწესებას აღნიშნული ადგილებისთვის.

მართვის მარტივი სისტემა - შეგიძლიათ შეცვალოთ სრული პარამეტრები თავად, ასე რომ არ მოგიწევთ თანამშრომლის ლოდინი, რათა მიიღოთ მომსახურება.

ტარიფები

გადახდის შეგროვებისთვის Paysera Tickets იყენებს Paysera Checkout-ს, გადახდების შეგროვების ინსტრუმენტს, რომელიც არა მხოლოდ მერჩანტებს აძლევს საშუალებას მიიღონ გადახდები მომხმარებლისთვის მოსახერხებელი გზით, ასევე ისარგებლონ მიმზიდველი ტარიფებით, რომელიც გამომდინარეობს გაყიდული ბილეთების ოდენობიდან. ეს ნიშნავშ, რომ თქვენ არ მოგიწევთ უცვლელი საკომისიოს გადახდა, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია ბილეთების მცირე რაოდენობის გაყიდვის შემთხვევაში. 

როგორ შევქმნათ უფასო ღონისძიება? 

  1. გაიარეთ ავტორიზაცია tickets.paysera.com-ზე, აირჩიეთ ღონისძიებების მართვა და გაიარეთ ავტორიზაცია (თქვენი Facebook, Google, ან Paysera ანგარიშით).

  2. მოგვაწოდეთ ინფორმაცია ღონისძიების შესახებ. 

  3. იხილეთ დამატებითი პარამეტრები და შეინახეთ ღონისძიება.  

როგორ შევქმნათ ფასიანი ღონისძიება?

  1. თუ ჯერ არ გაქვთ Paysera-ს ანგარიში, გახსენით იგი სწრაფად და უფასოდ. დარეგისტრირდით > 

    ▶️ როგორ გავხსნათ Paysera-ს ანგარიში?

  2. შექმენით გადახდების შეგროვების პროექტი.&

    როგორ დავიწყოთ გადახდების შეგროვება?

  3. გაიარეთ ავტორიზაცია tickets.paysera.com-ზე, აირჩიეთ ღონისძების მართვა და გაიარეთ ავტორიზაცია (თქვენი Facebook, Google ან Paysera ანგარიშით). 

  4. წამოადგინეთ ინფორმაცია ღონისძიების შესახებ. 

  5. იხილეთ დამატებითი პარამეტრები და შეინახეთ ღონისძიება.

ხშირად დასმული კითხვები 

Paysera ბილეთების თვითმომსახურების სისტემის მეშვეობით ფასიანი ბილეთების გასავრცელებლად, თქვენ უნდა გახსნათ Paysera ანგარიში და დააყენოთ გადახდების შეგროვების პროექტი. 

ნაბიჯი 1 - გახსენით Paysera-ს ანგარიში 
იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია

ნაბიჯი 2 - შექმენით გადახდების შეგროვების პროექტი 
იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია

ბილეთების გავრცელება უფასო ღონისძიებისთვის სრულიად უფასოა. 

შეგიძლიათ, შეამოწმოთ ფასიანი ღონისძიების საკომისიოები აქ. პროცენტული მაჩვენებელი დამოკიდებულია მხოლოდ გაყიდული ბილეთების რაოდენობაზე.

დიახ, Paysera Tickets-ით მეშვეობით შეძლებთ ადგილების გეგმის დამატებას და თითოეულ ადგილზე განსხვავებული ტარიფის დაწესებას 

Paysera ბილეთების გვერდზე მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიხადონ ბილეთებისთვის არა მხოლოდ ცნობილი ბანკების მეშვეობით არამედ ბარათებით და საერთაშორისო საგადახდო სისტემების გამოყენებით, როგორიცაა Trustly. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ ბილეთები საზღვარგარეთაც. 

ბილეთების Paysera Ticket-ის საშუალებით გაყიდვისას, დაუყოვნებლივ მიიღებთ თქვენი ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხებს და გექნებათ მათი გამოყენების შესაძლებლობა.  

თქვენ შეძლებთ თქვენი ფულის ნახვას Paysera-ს ანგარიშზე, საიდანაც შეძლებთ მის გადარიცხვას, გატანას, სხვა ვალუტაში გადაცვლას და ა.შ.

თუ დახმარება გჭირდებათ ღონისძიების პოპულარიზაციისთვის, ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ ის მთავარ ვებგვერდზე, Paysera Tickets ან გავაზიაროთ ის ჩვენს სოც. ქსელებში.

გაქვთ კითხვა? 

ჩვენი მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახური მუდამ მზადაა თქვენს დასახმარებლად!