Paysera-ს მარკეტინგული გზამკვლევი ელექტრონული მაღაზიებისთვის

ბრენდის გამოყენების წესები ელექტრონული მაღაზიების მფლობელებისთვის

#

paysera სახელი და ლოგო

კომპანიის სახელი: Paysera /peɪˈserə/ (not PaySera, paysera ან PAYSERA)

კომპანიის ვებგვერდი:: www.paysera.ge ან paysera.ge (არასწორია Paysera.ge)

ოფიციალური დასახელება: Paysera Bank Georgia JSC (თუ გამოიყენება დოკუმენტებში)

არ გამოიყენოთ მსგავსი ლოგო:

#

ფონის განსხვავებული დიზაინი:

#

აღწერილობა

ვებგვერდზე, პრესაში ან მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის Paysera-ს აღსაწერად გამოიყენეთ შემდეგი ტექსტი.

პეისერა ბანკი საქართველო არის პირველი კომერციული ბანკი, რომელიც გარდა ქართული საბანკო ანგარიშისა თავის მომხმარებელს გაუხსნის ევროპულ, საერთაშორისო, საბანკო ანგარიშს ასევე შესთავაზებს ისეთ მრავალფეროვან ფინანსურ მომსახურებას, როგორიცაა თანხების გადარიცხვა მსოფლიოს გარშემო, ვალუტის კონვერტაცია 30+ ვალუტაში, მარტივ და მოსახერხებელ Paysera Super App-ს, გადახდების დამუშავებას ელექტრონული მაღაზიებისთვის და სხვა მრავალს. სს "პეისერა ბანკი საქართველო" ფლობს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ მე-15 კომერციული ბანკისა და პირველი ციფრული ბანკის საბანკო ლიცენზიას.

საგადახდო გვერდი

ელექტრონული მაღაზიის მფლობელს ეძლევა შესაძლებლობა შექმნას სასურველი დიზაინის მქონე საგადახდო გვერდი თუ მას ინტეგრირებული აქვს Paysera API საკუთარ ვებგვერდზე.

Paysera პარტნიორი

Paysera-სთან პარტიორობა უზრუნველყოფს თვენი მომხმარებლისთვის მაღალი დონის უსაფრთხოებას, კომფორტულ და მოქნილ სისტემას.

ნიმუში:

ამიერიდან გადახდა ელექტრონულ მაღაზიაში კიდე უფრო დაცული და კომფორტულია. ისეთ სანდო პარტნიორთან ურთიერთობა, როგორიც არის Paysera, ჩვენს მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას აირჩიოს მათთვის მოსახერხებელი გადახდის მეთოდი - ბარათით გადახდები, სტანდარტული საბანკო გადარიცხვები და სხვა მრავალი. (გადახდის სხვა მეთოდი, რომელსაც თქვენს მომხმარებლებს სთავაზობთ)

გზამკვლევი მომხმარებლისთვის

სანდოობის ნიშანი

Paysera სისტემაში გადახდების შეგროვების პროექტის შექმნის შემდეგ, გექნებათ შესაძლებლობა ჩამოტვირთოთ სანდოობის ნიშანი, რომლის განთავსებაც თქვენი ელექტრონული მაღაზიის გვერდზე შეგეძლებათ.

განმარტება

გადახდების დამუშავების დაწყებამდე შეგიძლიათ თქვენს მომხმარებლებს აცნობოთ, რომ მათი გადახდების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია Paysera-ს მიერ.

მაგალითად:

თქვენი გადახდების შესრულების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია ჩვენი პარტნიორი, Paysera-ს მიერ. Paysera გაძლევთ შესაძლებლობას აირჩიოთ თქვენთვის სასურველი გადახდის მეთოდი - ბარათით, ინტერნეტ ბანკით ან სხვა.

დაგვიკავშირდით

#

Paysera ლოგოს გამოყენებასთან ან პარტნიორობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდით ჩვენს მარკეტინგის გუნდს.

Paysera-ს მომსახურებასთან დაკავშირებით არსებული კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს.