რატომ ვითხოვთ პერსონალურ მონაცემებს?
იცნობდე შენს კლიენტს (KYC-Know Your Client)
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისა და ბანკისა და მისი კლიენტების ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა თაღლითური ქმედებისგან დაცვისთვის ბანკის მიერ ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ბანკი იყენებს "იცნობდე შენს კლიენტს" პრინციპს.
აღნიშნული მოთხოვნებისა და პრინციპის შესაბამისად, ბანკი სათანადო პერიოდულობით აფასებს თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს, რისთვისაც ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებამდე თუ მომსახურების მიწოდებამდე, ბანკი აიდენტიფიცირებს და დოკუმენტურად ადასტურებს მომხმარებლის რეალურ ვინაობას, აზუსტებს ინფორმაციას კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ. ბანკი მოიპოვებს და დოკუმენტურად ინახავს ნებისმიერ დამატებით/განახლებულ ინფორმაციას. კლიენტებისა და მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება ხორციელდება ყველა კლიენტის მიმართ და აღნიშნული ღონისძიების განხორციელება არ არის დაკავშირებული რაიმე სახის ეჭვის არსებობზე ინფორმაციის ამგვარი შეგროვება და დამუშავება ამცირებს ფინანსური თაღლითობებისა და სხვა სახის დანაშაულებრივი ქმედებების რისკს და იცავს თქვენი ფინანსებისა და ინტერესების უსაფრთხოებას.
თანხების წარმოშობის წყარო
გთხოვთ, მონიშნეთ თქვენი შემოსავლის წყარო. შეგიძლიათ აირჩიოთ რამოდენიმე პასუხი. მაგალითად, თუ თქვენი შემოსავლის ძირითადი წყარო არის ხელფასი, თუმცა ასევე გამოიმუშავებთ თანხას ინდივიდუალური საქმინობით.
თუ თქვენ აირჩიეთ “ინდივიდუალური საქმიანობა” ან სხვა წყაროები, აუცილებლად დააზუსტეთ თუ რა ტიპის ინდივიდუალურ საქმიანობას ეწევით ან სხვა რომელი წყაროებიდან იღებთ შემოსავალს.2. დაგეგმილი თვიური ბრუნვა.
გთხოვთ, მონიშნეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ბრუნვა ანაგრიშზე. მაგალითად, თუ თქვენ გამოიმუშავებთ 800 ლარს და არ გაქვთ შემოსავლის სხვა წყარო, აირჩიეთ 1000 ლარამდე.
3. პოლიტიკურად აქტიური პირი.
გთხოვთ, მიუთითოთ დაკავშირებულია თუ არა თქვენი საქმიანობა პოლიტიკასთან - თუ თქვენ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხართ პოლიტიკურად აქტიური პირი - მონიშნეთ “დიახ”.
4. ნათესავები.
თუ თქვენი ოჯახის წევრი (მეუღლე, და, ძმა, მშობელი, შვილი/გერი და მისი მეუღლე) ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო/არის პოლიტიკურად აქტიური პირი, გთხოვთ აირჩიოთ “დიახ”
5. საბოლოო ბენეფიციარი.
საბოლოო ბენეფიციარი - პირი, რომელიც არის ანგარიშზე არსებულ თანხის საბოლოო მფლობელი.გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ანგარიშის გახსნა შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი პირადი მოხმარებისთვის.
კონტაქტები, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილი, საქმიანობის სფერო და ა.შ.
თანხების წარმოშობის წყაროები, ბენეფიციარები, ერთჯერადი ტრანზაქციები და მათი დანიშნულება.
ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ, საქმიანობის ქვეყანა, ბიზნეს პარტნიორები და სხვა.
ინფორმაცია კონკრეტულ საგადახდო ტრანზაქციაზე.
- რეგისტრაციის დროს;
- დაახლოებით წელიწადში ერთხელ, ინფორმაციის განსაახლებლად;
- უჩვეულო აქტივობის გამოვლენისას, დიდი მოცულობის ან მცირე, განეორებითი ტრანზაქციების შესრულებისას და სხვ. მსგავს შემთხვევებში შესაძლოა მოვითხოვოთ დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ტრანზაქციის დანიშნულების და/ან თანხის წარმოშობის წყაროს შესახებ
კლიენტები, რომლებიც არ წარმოადგენენ მოთხოვნილ ინფორმაციას, შესაძლოა ვერ მიიღონ ფინანსური მომსახურება
რაც უფრო სწრაფად და ზუსტად უპასუხებთ ჩვენს ყველა კითხვას და მოგვაწვდით საჭირო დოკუმენტებს/ინფორმაციას, მით უფრო სწრაფად შევძლებთ თქვენი გადარიცხვის განხორციელებას, ანგარიშზე შეზღუდვის მოხსნას რათა ისარგებლოთ Paysera-ს ყველა სერვისით.
ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შენახვას და ვიყენებთ მათ მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მიზნებისთვის.
თუმცა, ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებთან რომლებსაც აქვთ უფლება მიმართონ ბანკს კლიენტის ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად
გაქვთ კითხვა?
თუ თქვენი ანგარიში შეიზღუდა ან დაიხურა ან გსურთ იცოდეთ, როგორ აარიდოთ თავი ამ ყოველივეს გაეცანით ჩვენს პოსტს უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომელიც გამოიყენება ჩვენი და სხვა ფინანსური ინსტიტუტის მიერ.
თუ გაქვთ კითხვები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ Paysera-ს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს .