საფეხური 1. დაიწყეთ Paysera ანგარიშის შექმნა მობილურ აპლიკაციაში პროფილის რეგისტრაციით
- გახსენით აპლიკაცია და აირჩიეთ სასურველი ენა
- დააჭირეთ "ანგარიშის შექმნას"
- შეიყვანეთ თქვენი ტელეფონის ნომერი
- შექმენით პაროლი
- მონიშნეთ წესები და პირობები
- დაადასტურეთ თქვენი ტელეფონის ნომერი
- დააყენეთ PIN კოდი
- გაააქტიურეთ Touch ან Face ID
რეგისტრაცია დასრულდა!
საფეხური 2. იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია
- გადადით შეტყობინებებზე იდენტიფიკაციის დასასრულებლად
- შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტა, მიიღეთ ერთჯერადი უსაფრთხოების კოდი და დაადასტურეთ თქვენი ელ.ფოსტა
- შეავსეთ კითხვარი
- დაადასტურეთ ინფორმაციის სისწორე და დაასრულეთ იდენტიფიკაცია
- აირჩიეთ დოკუმენტის გამცემი ქვეყანა და დოკუმენტის ტიპი
- მოამზადეთ დოკუმენტი და გადაუღეთ სურათი
- გადაიღეთ სელფი
გილოცავთ! თქვენი ანგარიში შექმნილია. გამოიყენეთ აღნიშნული ინფორმაცია ბიზნეს ანგარიშის გახსნისა და ავტორიზაციისთვის.
საფეხური 3. გახსენით ბიზნეს ანგარიში
ბიზნეს ანგარიშის გახსნა შეუძლია ანგარიშის გახსნაზე უფლებამოსილ პირს. ბიზნეს ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბიზნეს ანგარიშის გასახსნის მიზნით Paysera-მ შესაძლოა მოგთხოვოთ დოკუმენტების დედნების/დამატებითი დოკუმენტების შესაბამისი ფორმით წამოდგენა.
ბიზნეს ანგარიშის გასახსნელად მიყევით მოცემულ ინსტრუქციას:- ინტერნეტ ბანკის მეშვეობით: გადადით თქვენს პროფილზე და აირჩიეთ "ბიზნეს ანგარიშის გახსნა". Paysera Super App-ის მეშვეობით:გადადით ⚙️ და აირჩიეთ "ბიზნეს ანგარიში" > "გახსენით ბიზნეს ანგარიში".
- აირჩიეთ იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანა და შეიყვანეთ რეგისტრაციის კოდი
- თუ იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანა არ არის ჩამონათვალში, აირჩიეთ "სხვა ქვეყანა"
- დააჭირეთ "შემოწმებას"
- წარადგინეთ მოთხოვნილი ყველა ინფორმაცია და ატვირთეთ დოკუმენტები